ფიბამ ევრობასკეტზე მომხდარ ინციდენტზე გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებსა და თურქეთს შორის 2022 წლის ევრობასკეტის მატჩში (88:83) მომხდარ ინციდენტზე ფიბამ გამოძიება დაასრულა და კონფლიქტში მონაწილე კალათბურთელები, ასევე ფედერაციები დააჯარიმა.

ფიბას რეგულაციების შესაბამისად, სადისციპლინო კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

გოგა ბითაძე - 15 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, ასევე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე მსგავს საქციელს ჩაიდენს, 5 ოფიციალურ შეხვედრას გამოტოვებს და ახალ სანქციებს მიიღებს.

დუდა სანაძე - 3 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა და 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. მსგავს ინციდენტში კიდევ ერთხელ მონაწილეობის შემთხვევაში კი 1
ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს და ახალი სანქციები დაეკისრება.

თორნიკე შენგელია - 5 000 შვეცარიული ფრანკით დაჯარიმდა და 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. მსგავსი საქციელის ჩადენის შემთხვევაში, მოთამაშე 2 ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს და ახალ სანქციებს მიიღებს.

ფურკან კორკმაზი - დაჯარიმდა 6 000 შვეიცარიული ფრანკით და თუ მსგავს ინციდენტში მიიღებს მონაწილეობას 3 ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს და ახალი სანქციები დაეკისრება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 40 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, თურქეთის კალათბურთის ფედერაცია კი 15 000 შვეიცარიული ფრანკით - ნათქვამია FIBA-ს ოფიციალურ წერილში

alt"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

მკითხველის კომენტარები / 15 /
თურქების მწვრთნელიც დასასჯელი იყო აუცილებლად! ისე კი ჩვენები მართლა ქაჯებივით მოიქცნენ. რა გასახდელში უვარდები და საქმეებს ურჩევ.საერთოდ ეგ ევრობასკტი სრული ჩავარდნა იყო ჩვენთვის, თან ყოველმხრივ.
არტ
12:37 17-12-2022
2
ჩვენ ფედერაცია გადასახდელი აქვს 110000 ლარი, აბა გავისროლეთ ჩვენი ნაწვალები ფულები.
გელა
11:43 17-12-2022
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული