თებერვლის თვეში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 2 უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის.
მოგეხსენებათ, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ნაკრები 8 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და კარგ შანსს ინარჩუნებს, რომ ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ.
შეხვედრები:
23 თებერვალი - ნიდერლანდები - საქართველო (თბილისის დროით 22:30 საათი)
26 თებერვალი - საქართველო - ისლანდია (თბილისის დროით 20:00 საათი)
აქვე გეტყვით, რომ ნიდერლანდების ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერია 8 ქულით, ისლანდიას კი საქართველოს მსგავსად 12 ქულა აქვს.