შალამბერიძე, რატიშვილი და ქალთა ევრობასკეტის შესარჩევი მატჩები

AutoSharing Option
მოახლოვდა სანაკრებო ფანჯარა და ფიბამ ეროვნული გუნდების მატჩებზე მსაჯები და ტექნიკური დელეგატები გაანაწილა. ამჯერად საქმე ეხება ქალთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს, რომლის მატჩებსაც ქართველი ტექნიკური დელეგატი – მერაბ რატიშვილი და მსაჯი – მარინა შალამბერიძე მოემსახურებიან.

აქ აღსანიშნავია შალამბერიძის უფროს სანაკრებო მატჩზე დანიშვნა. აქამდე მარინას არასდროს უმსაჯია ზრდასრული კალათბურთელების სანაკრებო მატჩზე, თუმცა პროგრესმა მას ეს სიმაღლეც მოუტანა. შალამბერიძე ევრობასკეტ 2023-ის შესარჩევი ტურნირის პრაღაში დანიშნულ მატჩს მოემსახურება, რომელშიც ჩეხეთი ირლანდიას უმასპინძლებს. ხოლო მერაბ რატიშვილი, რომელიც ერთადერთი ქართველი კომისარია, რომელსაც ფიბას
ლიცენზია გააჩნია, ქალთა ევროშესარჩევ მატჩზე: ესტონეთი – საბერძნეთი, ტექნიკური დელეგატი იქნება. აქვე აღვნიშნოთ, რომ მერაბს მიმდინარე ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის არც ერთი სანაკრებო ფანჯარა არ გამოუტოვებია, რომელიმე მატჩს რომ არ მომსახურებოდა.

ქალთა ევრობასკეტ-2023-ის შესარჩევი ტურნირი. მე-3 ფანჯარა

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
9 თებერვალი. პრაღა (ჩეხეთი)
ჩეხეთი – ირლანდია

მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
12 თებერვალი. ტალინი (ესტონეთი)
ესტონეთი – საბერძნეთი


GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული