მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.
დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10 ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.
ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.
დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.
წუხანდელ თამაშში,20 წლის ბიჭების ძლევა ასე გაგვიჭირდა და ისლანდიასაც რომ ვაჯობოთ,მსოფლიოს პირველობაზე,ასეთი თამაშით,თავს ვერავის მოვაწონებთ.მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლა,საქართველოში კალათბურთის დონის ამაღლების შედეგი უნდა იყოს და აიწია ამ დონემ?არა მგონია.თვალებს ნუ დავიბრავებთ,რადგან ყველა პრობლემა ერთდროულად ყვირის,გამომასწორეთო და თუნდაც ისლანდიასთან გამარჯვება(თუ გავიმარჯვეთ),ამ პრობლემებს ვერ მიჩქმალავს.რაღაცა,გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება და განხორციელებაა საჭირო!
ნაკრებს ვულოცავ წუხანდელ მძიმე გამარჯვებას და ისლანდიასთანაც, კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ.
ისლანდიას როგორმე უნდა მოვუგოთ,მაგრამ ამდაგვარი თამაშით მსოფლიოზე ყველა შეხვედრას ხომ არ წავაგებთ,და მაგრად ხომ-არ შევრცხვებით(?!).
-მოკლედ,თუ ყოველ თამაშში სრული მობილიზება-დაცვაში მაგრად თამაშთან ერთად -მინიმუმ 15-3-ნი ვერ ჩავაგდეთ,ნებისმიერ თამაშს წავაგებთ(იქ არავინ ააცილებს 3-ებს გადამწყვეტ მომენტებში,პირიქით...),
მომავალისათვისაც-ვინ გვეიმედება შენგელია-შერმადინი შემცვლელებათ(?!),
ბავშვთა კალათბურთი-რატომ არ ვითარდება, რატომ არ არის პროგრესირებადი,
რატომ აქვთ თანატოლებშიც ცუდი შედეგები(?!).
თუ ფედერაციაში რაიმე არ შეიცვალა, პასუხისმგებლობა არ გამძაფრდა...-მე-3 ხარისხოვან ნაკრებად ხომ-არ ვიქცევით შენ- შერ-ცინცაძე-სანაძის წასვლის მერე,ევროპაზე რომ ვერ ხვდგებიან(?!).
2) მაკფადენმაც ჩაყარა ბურთები, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს
3) ანდრონიკაშვილი სულ უფრო და უფრო ცუდად თამაშობს
4) ბერიშვილს რას ერჩის ზუროსი?
5) სანაძე - ცუდი იყო
6) ბურჯანაძის წინა თამაშები რაც მახსოვს, ამის ფონზე დღეს კარგად თამაშობდა
1) სტატისტიკა: საკალათბურთო ნაკრებს აქვს სულ 262 თამაში ჩატარებული, ისევე როგორც სარაბგო ნაკრებს
2) სტატისტიკა: რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო მხოლოდ 2 ქულა და ეს იყო ნაკრების არსებობის ისტორიაში საიუბილეო 20 000 ქულა.
გარდა ამისა, ამიხსენით ვინმემ, მაშინ როდესაც გუნდში არის საქართველოს ჩემპიონატიდან რამდენიმე მოთამაშე ვინცსაეთოდ არ გვინახავს მოედანზე, ამავე დროს არც ისიანს(ნორმპალური მსროლელია) არც ამერიკის სტუდენტურ ლიგაში საკმაოდ კარგად მოთამაშე ახალგაზრდებს, , არცერთ ამათგანს ნაკრებში შანსი არ ეძლევა? ნაკრები არ არის შრომითი მოწყობის ბიურო ან ვიღაცის სივის გასაუმჯობესებელი კანტორა!