მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.
აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.
დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.
ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.
ამდენს რო აკრიტიკებთ ზურის სამი კალათბურთელით ეს შედეგი რო დადო გუნდმა მწვრთნელმა რა ქნას დღე ხო საერთოდ ამ სამი კალათბურთელიდან შერმო იყო მარტო ჯანზე გადაღლილმა თოკომ სული და გული დატოვა მოედანზე თოკო ხო საერთოდ ცალკე ფენომენია ნამდვილი კაპიტანი. მაკფადენს ძალიან ცუდი მომენტები ქონდა და მაინც გავედით შევირგოთ ხალხნო მსოფლიოზე ვართ მსოფლიოზე
იქაც ზუროსმა გაგვიყვანა? აბა თუ გახსოვთ ვინ გაგვიყვანა და მერე რა მწარედ ჩავისვარეთ! იგივე გინდათ რომ მსოფლიოზე განმეორდეს! ეგ გინდათ?
ასე რომ მთლად ეგრე არ არი საქმე და ძალიანაც მაგარია რომ 15 ქულაზე მეტია სხვაობა, ეს სხვაობა უნდა შეინარჩუნონ აუცილებლად