მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.
აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.
დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.
ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.
რატომ ვაგებთ მუდმივად მოხსნებს? არადა იდეაში სამწამიანი უნდა იყოს ჩვენი კოზირი, მარგამ არ არის და რატომ? მარტო ისლანდიის კი არა ყველა მოწინააღმდეგეს ერთ შეტევაში რამდენიმე შანსს რატომ ვაძლევთ მუდმივად? ვიმეორებ ყველასთან რატომ ვაგებთ აცდენილ ბურთებზე ბრძოლას?
რაც მე დღეს ვინერვიულე და ვიგინე, არადა წესით არ უნდა მისულიყო აქამდე საქმე. მე ამ თამაშით ვარ აღშფოთებული და ვისაც ასე მოთამაშე საქართველოს ნაკრები მოგწონთ თქვენი გზით იარეთ!
ვა რა მაგარია მსოფლიოზე გავედით, კი მაგარია, მარა ეს რა უბედურება იყო? ვისაც გესმით კალათბურთი იქნება დაწეროთ რატომ ვართ ამ დღეში, ურა პატრიოტებმა და ისეთებმა სპორტი მარტო მოგების დროს რომ გახსენდებათ გაიარეთ.
ხო კიდე: რა თქმა უნდა მსოფლიოზე გასვლა უდიდესი წარმატებაა, მაგრამ თუ რამეს გვინდა მივაღწიოთ მაშინ ზევით დასმულ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს!
პასუხი უნდა გაეცეს იმისგან ვისაც ეხება ეს შეკითხვები და შეკითხვები უნდა დაისვას მანამ ვიდრე ურემი გადაბრუნდება .
კრიტიკა კი არა სრული კატასტროფის წინაშე რომ ვიდექით თუ ხვდები?
მეთანხმები თუ არა? ხოდა ამიტომ, მე კითხვებზე პასუხებს ვითხოვ ახლავე და სასწრაფოდ და არა როდისმე მერე და მგონია რომ ყველა გულშემატკივარს აქვს უფლება მოითხოვოს ამ კითხვებზე პასუხები.
ვინც მსოფლიოზე გასვლით ტკბობას ეძლევით, კი ბატონო ეს თქვენი უფლებაა,მარა კატასტროფის ნიშნებს თუ ვერ ხედავთ და შესაბამისად მაინც ზეიმის განწყობაზე ხართ ეს უბედურებაა. ჩვენი გუნდის თამაშის შემყურეს მე არც ახლა არ მეზეიმება და თქვენი არ ვიცი. და მით უმეტეს არ მეზეიმება როცა ვხედავ რომ ბიჭები ყველაფერს დებენ თამაშში და მაინც გუნდი ცუდ დღეშია.
მასეთი ჩეუასუსტებიც არ ვართ ქართველები რომ კომბინაციები ვერ ვისწავლოთ, სხვა რამეშია საქმე
მაგრამ ვინმემ ლევან საგინაშვილის ამბავიც გააშუქოს,გაგვაგებინოს ჯანმრთელობის საქმე როგორ აქვს,მსოფლიოს ჩემპიონობა შეინარჩუნა,მაგრამ რაღაც ჯანმრთელობა ვერ აქვს კარგად