3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას! ისლანდია არ არის სუსუტი გუნდი, თან ყველაფერში მომატებული აქვთ, დიდი ყურადღებას აქცევენ სპორტს მაგ ქვეყანაში! მაგის ნახევარის ნახევარი არ ექცევა ყურადღება საქართველოში. და ჩვენ შევსება აღარ გვაქ სამწუხაროდ, ვიქტორი და ფაჩულია რაც წავიდნენ გამოდის რომ ვერ ჩავანაცვლეთ ეს ბიჭები. რა რესურსიც აქ მწვრთნელს იმ კალადბურთს თამაშობს გუნდიც, იბრძოლეს და შედეგიც დადეს, ასე რომ საყვედურს ნამდვილად ვერ ვეტყვი! ის ბიჭები შემირცხვენია და მე პირადად არ მაინტერესებს აწი მაგათი კარიერა , არანაირად, ვინც ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, მესმის რომ ზოგს აქ სურვილი და კლუბთან ვერ აგვარებს , მაგას კიდევ არაუშავს , გავა დრო და მოგვარდება მაგრამ ის ვინც იუკადრისა და იუკადრისებს კისერიც უტეხია, არავის სახვეწარი არ აქ საქართველოს! ფაჩულია თუ ახერხებდა ჩემპიონი გუნდიდან ნაკრებში ჩამოსვლას, ეს დამწყებები რას ვერ ახერხებენ ცოტა გაუგებარია, ან ხელოვნურად ქმნიან ისეთ ფონს რომ ვითომ ვერ ახერხებენ! მოკლედ ვისაც ნაკრები არ უნდა არ მიექცეს ყურადღება და აღარ დაიბეჭდოს ინტერვიუები მაგათზე გინდ ფეხბურთში და გინდ კალადბურთში
Vasili
27 თებერვალი 2023 10:27
5
რეპორტაჟის რეჟისორი იყო სრული კატასტროფა!!! როგორ შეიძლება ყოველი ჩავარდნილი ბურთი გაამეორო თან მაშინ, როცა შემდეგი შეტევა დაწყებულია. ან ათამაშის დროს გულშემატკივრებს რატომ აჩვენებ, რატომ გვიწამლავ ნერვებს?
ლევან
27 თებერვალი 2023 10:10
0
ბიჭებმა მოინდომეს და გავედით.მეტი ქულითაც შეეძლოთ მოგება,მაგრამ ბიჭების დამსახურებაა აქ მწვრთნელი არაფერშუაშია.10 ეულობით წლებია ვცდილობდით ვწვალობდით და ფორტუნამ გაგვიღიმა თქვა რაც არის არის ერთხელ გავიყვანო ამ გუნდს მსოფლიოზე და აჰა გავედით.
ამ სასტავით იქნება სამარცხვინო გამოსვლა მსოფლიოზე თუ არ შეიცვალა მიდგომა და მწვრთნელი.ბევრი ახალგაზრდა თამაშობს ამერიკაში და ევროპაში დავიწყოთ ახალი ნაკრების შენება ძველებთან ერთად.
აბდულაი
27 თებერვალი 2023 08:57
1
Udono gundia nebisneribdaixevs kalbaisis chekivit
Lasha
27 თებერვალი 2023 08:50
5
სამიანებს კვარა უფრო აგდებს ვიდრე ზოგიერთები მსოფლიოზე ეგ ხომ არ წაგვეყვანა ???
289
27 თებერვალი 2023 08:38
2
ჩრდილო კორეააააააააა
გაგი
27 თებერვალი 2023 07:44
3
სპორტსმენს იმის მეტი რა საქმე უნდა ჰქონდეს გარდა ვარჯიშისა, დღე და ღამე დადექით და ივარჯიშეთ სამქულიანებზე, ყველა ნაკრებს ჰყავს ერთი ან ორი კაი მსროლელი ჩვენს გარდა, ისლანდიასთან თან სახლში რა პონტში უნდა აგებდეთ
მამუკა
27 თებერვალი 2023 06:56
1
ეჰ რა დრო დადგა .წაგებით რომ ხარობს ხალხი, მერე რა რომ მსოფლიოზე მოვხვდით ( მოვხვდით და არა გავედით).სამი კაცით ყველა თამაშს წააგებ!
დავით 67
27 თებერვალი 2023 04:55
64
ჯიჯი-ს! მთელი საქართველო ეგ შენა ხარ?და რა დაინახე აქ გულღძო? უკეთესი ნაკრები რომ მინდა? ბრმა უნდა იყო რომ ამ ნაკრებზე თქვა მაგარიაო. ისლანდიაში 324 000 კაცი ცხოვრობს და ნახე რა წარმატებებს მიაღწიეს სპორტში.ფეხბურთშიც. თან აქედან მოხუცები და ბავშვები გამოაკელი. მაგრამ თქვენ ხომ მითებით და ლეგენდებით ცხოვრობთ. იმიტომაც ვცხოვრობთ ასე როგორც ვართ. ყველაფერში სუსტები ვართ დელიტანტები. პოლიტიკა სპორტი მედიცინა მშენებლობა და ყველა სფერო.მარტო კვარა და ტალახაძეა მაგარი! გაიგე?
დავით 67
27 თებერვალი 2023 16:14
1
მთელი საქართველო ხარობს შედეგით ,ასეთი გულღრძო როგორ უნდა იყო რომ ასეთი კომენტარი დატოვო.წინ საქართველო.
ჯიჯი
27 თებერვალი 2023 08:09
10
ლონდარიძემ გაინაღდა უფასო პაესტკა აზიაში.... თან მსოფლიოს უყურებს სპორცმენების გვერდით.....
ზურა
27 თებერვალი 2023 04:15
34
ჯიგარო, სპორტსმენი და არა სპორცმენი.
გივი
27 თებერვალი 2023 10:24
3
შენ ჯერ გამართულად წერა ისწავლე და მერე აკრიტიკე სხვები.
სპორცმენი
27 თებერვალი 2023 07:18
3
მწვთნელი კი არა ფეხბურთის და კალათბურთის პატრონებია შესაცვლელი სასწრაფოდ რომ ჩემპიონატებს მიხედონ სადაც უნდა გაჩნდნენ ახალი ტალანტები თორემ შესარჩევში გასვლაც კი სანატრელი გვექნება შეხედეთ ვინ მოდიან და ერთი მერცხალი კვარა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ჩასაფრებული არ ვარ ხმა აღარ მაქვს ღრიალისგან და სიხარულისგან
მართალი
27 თებერვალი 2023 03:20
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული