3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
ასეთი თამაშით გინდათ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოხვიდეთ? ვაი თქვენს პატრონს, ეს ზუროსი შარშან იყო გასაშვები!!!
Idki
26 თებერვალი 2023 22:19
24
მსოფლიოზე გასვლა ძაან სასიხარულოა და საამაყო საქართველოსთვის და ქართულის გატანა მსოფლიოზე,როგორც სხვა სპორტმა გააცნო ქვეყანაზე საქართველო.
ერთია მწვრთნელი უნდა გადადგეს.ეს წარმატება ბიჭების დამსახურებაა და ბიჭებმა მოიპოვეს.მწვრთნელი არ იყო თავის ადგილზე.გაიტანეთ მწვრთნელი საქართველოდან.
მოქალაქე
26 თებერვალი 2023 22:19
11
ძალიან დაძაბული მატჩი იყო,სულითა გულით გილოცავთ გამარჯვებას! ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს გამოავლინეს ქართული სული! სულ გამარჯვებით გვევლოს!
დავიდუსი
26 თებერვალი 2023 22:18
7
გავედიიიიით!!! ვინერვიულეთ, მაგრამ ღირდა... უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე!
ვახო...
26 თებერვალი 2023 22:17
5
დიდება უფალს!!! გილოცავთ!!! ეს იყო სასწაული!!! შოკში ვარ!!! ნერვები დამეგლიჯა!!!
კრიტიკას არ დავწერ!!!:)))
გულშემატკივარი
26 თებერვალი 2023 22:15
3
ევროპა მონაგონი იქნება.მწვრთნელი თუ არ შეცვალეს გავცდებით მსოფლიოს.მწვრთნელი არ გვყავს.სანიკიძე ნუ გძინავს ნუ გძინავს გაიღვიძე შეცვალეს მწვრთნელი შეცვალეს მწვრთნელი
აბდილაი
26 თებერვალი 2023 22:13
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული