გაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

AutoSharing Option
ქართულ კალათბურთს საამაყო წარსული აქვს და არაერთი წარმატება მოუპოვებია, თუმცა თანამედროვე ისტორიაში იყო პერიოდი, როცა ევროპის "ბ" დივიზიონიდან დაწინაურებასაც ვერ ვახერხებდით და ამისთვის ცოტა გვაკლდებოდა, ამას განვიცდიდით. გავიდა ხანი და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას აღვნიშნავთ. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს გაორებული გრძნობები დარჩა, რადგან ტურნირზე გასვლა ბოლო ტურში მარცხით შევძელით. პრობლემებზე, ხარვეზებსა და მომავლის გეგმებზე საუბარი ყოველთვის შეიძლება და საჭიროა, ზეიმს კი თავისი ადგილი აქვს. 26 თებერვალს ჩვენ ნამდვილად ისტორიული ფურცელი ჩავწერეთ!..

მატჩზე საუბარი ბოლოდან დავიწყოთ. ორივე მხარეს
ფიზიკური დატვირთვა და ემოციური ფონი იყო, ამას ისიც დაემატა, რომ მათემატიკური გათვლებიც გახდა საჭირო. ამის გამო შეცდომებმა იმატა. ჯერ თორნიკე შენგელიამ, როგორც ნამდვილმა ლიდერმა და კაპიტანმა, მოწინააღმდეგეების მხრიდან აუცილებლად მოსალოდნელი დაჯარიმება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა კალათში ვერცერთი ტყორცნა ვერ მოათავსა. შემდეგ ყველა იმაზე მსჯელობს, თუ მაკფადენმა ბურთი კალათისკენ რატომ ისროლა, როცა ფრესა და ოვერტაიმს ასეთი მარცხი გვერჩივნა, თუმცა რატომღაც არ აღნიშნავენ, რომ წინა შეტევაში ფარის წინ მარტოდ მდგომი ისლანდიელის მხრიდან ბურთის პერიმეტრზე გამოტანა გადამწყვეტი შეცდომა რომ იყო, რადგან სტუმრებს 2 ქულაც აკმაყოფილებდათ. რთულია, როცა ამხელა ემოციური ფონია, ყველაფერი ცივი გონებით გათვალო. ისლანდიელები იმდენად შეეჩვივნენ იმას, რომ კალათში სამქულიანებს თავისუფლად ათავსებდნენ, ბოლომდე გონებაში ჩაებეჭდათ, რომ მიზნისთვის ასე მიეღწიათ. რაც შეეხება ჩვენს ამერიკელ ლეგიონს, მასთან მაინც უკეთესი კომუნიკაცია იყო საჭირო.

Sportall.Ge

ვისაც ისლანდიასთან თამაშის მთელი რიგი კომპონენტები არ მოეწონა, განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა და ამაზე სულ ვუთითებდით - ის, რომ მეტოქეები პერიმეტრიდან "გვბომბავენ", თავად კი სამქულიანების დაბალი რეალიზაცია გვაქვს; ის, რომ შეტევაში მეტი კომბინაცია გვჭირდება და მხოლოდ შენგელია-შერმადინის ინდივიდუალური გარჯის იმედად არ უნდა ვიყოთ... ამ პრობლემებით მოვუგეთ ესპანეთის ნაკრებს, ბოლოსკენ წავაგეთ იტალიასთან. თუ გნებავთ, უფრო შორს წავიდეთ და თაობათა სათანადო ცვლა რომ გვჭირდება, ამისთვის უკეთესი შიდა ჩემპიონატი რომ საჭიროა და ა.შ. მაგრამ მატჩის შემდეგ თავად მთავარმა მწვრთნელმა ზუროსმა თქვა, იმედია, ამ წარმატებას მეტი მოედანი და უკეთესი პირობები მოჰყვებაო. მსოფლიო ჩემპიონატზე არგასვლით ხარვეზებზე ვინმე უფრო მეტად დაფიქრდებოდა? ნაკლებად წარმოსადგენია.

გასაგებია, ყველა თანაბარ პირობებშია, თუმცა ფიბას უპრინციპობის პირობებში, ისედაც შეზღუდული რესურსების მქონე ნაკრები მოთამაშეების სრულად გამოყენებას ვერ ვახერხებთ (ბითაძე, მამუკელაშვილი). ის, რაც თორნიკე შენგელიამ გააკეთა, ოთხდღიან სანაკრებო ინტერვალს შორის კლუბში ითამაშა, თან ყველგან მაღალ დონეზე, ეს ადამიანურ შესაძლებლობებზე მაღლაა. 

თავისი პრობლემები მთავარ მწვრთნელსაც აქვს, რომელმაც ეროვნული გუნდი ლამის კლუბს დაამსგავსა და არ ცდილობს, კონკურენცია მაქსიმალურად გაზარდოს და შანსი ახალგაზრდებსაც მისცეს. სხვა თუ არაფერი, ამით იქნებ მოულოდნელობის ეფექტი შეეტანა. მაგალითისთვის, მიხეილ ბერიშვილს ევრობარსკეტზე ცოტა დრო ეძლეოდა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი ბევრი ლამაზი ეპიზოდი გვაჩუქა.

თუკი ევრობასკეტზე 2011 წლიდან მუდმივად ვმონაწილეობთ, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 ევროპულ ნაკრებს შორის ვიქნებით. რუსეთის დისკვალიფიკაცია დაგვეხმარა, ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომლის გამოც ჯგუფში ნიდერლანდები გვყავდა, თუმცა ჩვენ ჩვენი მოვიგეთ, ბოლოს წავაგეთ კიდეც, მაგრამ 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ვიასპარეზებთ. ჩვენს ბიჭებს სურთ, წილისყრამ აშშ არგუნოს და მათთან ითამაშონ, ისე კი აზიურ და აფრიკულ ნაკრებებთან ჩვენი ამბიციები თამამად უნდა დავამტკიცოთ.

ამ წარმატებით არაფერი დასრულებულა, მხოლოდ იწყება!..

alt3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
სტატიის ავტორს რაღაცაში დავეთანხმები, მაგრამ იმაში რომ ზუროსმა ნაკრები კლუბს დაამსგავსა და ახალ კალათბურთელებს არ ცდის, სიმართლესთან ახლოსაც არ არის. მან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევებზე და ამხანაგურ შეხვედრებში საქართველოს ჩემპიონატიდან 10 კალათბურთელი გამოსცადა, გაფართოებული სია კი 30 კაციანი იყო. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეებში სანაკრებო პერსპექტივის მქონეების მოძებნას ძალიან ცდილობენ, მაგრამ რაც არ არის, საიდან მოიყვან. საქართველოს ჩემპიონატში შესაძლოა, 30-35 ქულას აგროვებდეს(ეგეთიც არავინ არის), მაგრამ მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან 3-4 ქულის აღებაც ვერ შესძლოს. მიხეილ ბერიშვილს "ევრობასკეტზე" ზუსტად იმდენი დრო ეძლეოდა, რამდენიც საჭირო იყო. საქმე იმაშია, რომ ის შორიდან მაშინ ისვრის, როცა არავინ უფარებს და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, სანამ მეტოქე მიხვდება, რომ მსროლელია და ახლოს ეთამაშება, ანუ, 2-3 სროლის შემდეგ ის უკვე ასე ვთაქვათ, "გაშიფრულია" და ქულებს ვეღარ აგროვებს. რეალურად, მაკფადენი ერთადერთია, ვინც თამაშიდან, მოძრაობისას და დაფარების მიუხედავად შორი მანძილიდან ისვრის და აგდებს.
მოკლედ, საჭიროა ახალგაზრდული ჩემპიონატის დონის ამაღლება, მწვრთნელების უცხოეთში სასწავლოდ გაგზავნა, ადგილობრივი ჩემპიონატის გაძლიერება, თუმცა იმ თანხით, რაც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, ის შედეგი, რაც მიღწეულია, მით უმეტეს, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, ფანტასტიკის სფეროა.
კოტე
27 თებერვალი 2023 18:02
4
საქართველოს ჩემპიონატზე ლაპარაკი არც არის- მანდ ვერავის იპოვიდა ეს გასაგებია. მაგრამ რატომ არც ერთხელ არ მიეცათ შანსი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდებს, ან ვილი ისიანს ან იგივე ფევაძეს, რომელიც რაც უცხოეთში გადავიდა სათამაშოდ აღარ გამოუძახებიათ?
არტ
01 მარტი 2023 09:48
0
ერთი-ორი დღე მაინც შეძლებოდა მოგვეცადა, გვაცალეთ გახარება გულშემატკივრებსაც და კალათბურთელებსაც. თორემ ჯანსაღი კრიტიკა უდავოდ საჭიროა
123
27 თებერვალი 2023 17:48
7
გილოცავთ ყველაზე მნიშვნელოვან წაგებას რომელიც მოგებაზე მეტია:) ინდური ფილმის სათაური უნდა იყოს. ისლანდიაა ცოდო კარგად ითამაშეს, მოგვიგეს, მაგრამ ვერ გავიდნენ, არა და კალათბურთს ეგენი თამაშობენ. ჩვენები ზლოზინით უდგებიან ყველაფერს, თითქოს მოგებული თამაში ჰქონდათ და არსად ეჩქარებოდათ. ამ გამარჯვებამ ისიც დაფარა რომ გუნდის კაპიტანმა ბოლო ორი საჯარიმოდან ააცილა, რაც მიუღებელი უნდა იყოს. გაგვიმართლა და გავედით შემთხვევით. გუნდი აზრზე არ არის თამაშის არ მოძრაობენ პერიმეტრზე რომ გაიხსნან, სწრაფ კონტრშეტევის საშუალება რომ ეძლევათ უკან პასს იძლევიან. მაგ დონეზე ბურთის ტარება თუ არ იცის ზოიერთმა ნაკრებში რა უნდათ? ზუროსი იძახის თამაში არ გამოგვივიდაო და მოთამაშეებიც ამასვე გაიძახიან... როდის გამოუვიდათ? ევრო ბასკეთზე ბითაძეც იყო, მამუც და ვერაფერი ჰქნეს საკუთარ მოედანზე თან. ესენი უნდა გაყარო ამერიკაში და ქუჩის კალათბურთი ათამაშო პროჯექტებში რომ "ჟილკით" თამაში ისწავლონ. მინიმალისტური მიდგომით შორს ვერ გაფრინდებიან. კლათბურთს სჭირდება hustle - ანუ ენერგულილი ზედმეტად აქტიური მოქმედება ყველაფრის ფასად მიზნის მისაღწევად და არა - თამაში არ გამოგვივიდა მაგრამ გავედით... გაგვიმართლა... გილოცავთ გასვლას მსოფლიოზე. დიდი მიღწევაა მაგრამ, ყველას გვიხარია, მაგრამ იმედია რამენაერად მიხვდებიან რამდენად გაუმართლათ და უფრო მეტს იმუშავებენ სწორი თამაშის სასწავლად რაც ნაკრებში მოხვერდის შემდგომ არ უნდა ხდებოდეს...
simartle
27 თებერვალი 2023 17:45
3
კალათბურთში დიდად ვერ ვერკვევი და არ ვარ ჩახედული….ჩემგან არ იქნება სწორი გავარჩიო რაღაც მომენტები მაგრამ ელემენტარულ დონეზე მესმის ეს სპორტის სახეობა ისევ და ისევ საქართველოს ნაკრების წყალობით…სადღაც 2007 წლიდან ვადებნებ თვალყირს და დღემდე არ მესმის რატომ ვართ ასეთი სუსტები 3 ქულიანებში??ნებისმიერი ჩვენზე დაბალი დონის გუნდი უკეთესად ისვრის და თუ ვაგებთ თამაშებს უმეტესწილად გამოუყენებელი სამქულინების ხარჯზე!და ჩვენ ფარში გამუდმებით ვიღებთ სამიანებს! ყველაზე გასაოცარია ნატურალიზირებული კალათბურთელიც რომ ვერ აგდებს სამიანებს….გუშინ მაკფადენი რომ ყოფილიყო უფრო ზუსტი პერიმეტრიდან ჩვენ მოვიგებდით ამ თამაშს უპრობლემოდ!ნებისმიერ შემთხვევაში გილოცავთ ყველას ამ წარმატებას!იმედია ამერიკა შეგვხვდება ჯგუფში
ლუკაიე
27 თებერვალი 2023 17:16
0
ერთი დაკვირვებაც ნბა-დან: მწვრთნელებს აგიჟებს როცა მოთამაშე ეფექტურ ჩატენვას ან ზოგადად 'შოუ ბოუთინგს' აკეთებს, როცა თამაშის ბედი ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის. მიუღებელია ასეთი საქციელი არა თუ გამოცდილი, არამედ გამოუცდელი კალათბურთელისგანაც კი. ლიდერები და კაპიტნები მით უმეტეს ასეთ უაზრობას არასოდეს აკეთებენ, რათა გუნდმა კონცენტრაცია არ დაკარგოს. ეს არის პროფესიონალიზმი. ახლა შევხედოთ შენგელიას, რომელიც ითვლება ლიდერად და კაპიტანია. გუშინ ფარს რომ დაეკიდა და მოგლეჯას უპირებდა ჩატენვისას, გახსოვთ რა ანგარიში იყო? მგონი გაათანაბრა მაგ ჩატენვით, წინაც კი არ ვიყავით. ლიდერები და კაპიტნები ასე ბავშვურად არ იქცევიან. ასეთი შემთხვევები ევროპაზეც ჰქონდა თორნიკეს. არა და კაპიტანი ახალბედა მოთამაშეებს უნდა აწყნარებდეს და ეუბნებოდეს, ჯერ ამის დრო არის, საქმე არ მოგვიმთავრებიაო. ლიდერიც კი არა ჰყავს ამ გუნდს. მე მგონია მწვრთნელი რომ არ იყოს მაღალი დონის, ჩვენ აქამდეც ვერ მოვიდოდით.
odala
27 თებერვალი 2023 16:57
35
ჯიგარი ხარ ოდალა მეგობარო. რას იზამ, ნიუანსებში მოვიკოჭლებთ ცოტა. არაუშავს, გამგები გაიგებს, რასაც შენ იძახი.
გივი
28 თებერვალი 2023 00:24
2
კაპიტანსა და ლიდერს შორის,დიდი განსხვავებაა და სულაც არ არის აუცილებელი,ეს ერთი და იგივე პიროვნება იყოს.არც ის არის აუცილებელი,საუკეთესო მოთამაშე იყოს.კაპიტანი მწვრთნელის დამხმარეა გუნდის მართვაში,მათთან ურთიერთობაში და ასევე გუნდს წარმოადგენს,მსაჯთან საუბარში.ლიდერი კი,გუნდის ემოციური მეთაურია.ლიდერად ვერავინ დაგნიშნავს,ლიდერად,გუნდმა უნდა მიგიღოს,შინაგანად გაღიაროს და შესაძლოა ერთდროულად,რამდენიმე ლიდერიც გყავდეს.ეს უკვე იდეალური შემთხვევაა და 81 წლის დინამო,ამის მაგალითია.თორნიკე,კაპიტანიც არის და ლიდერიც.როდესაც თამაში არ გამოდის,თანაგუნდელები,ბურთს,სწორედ თორნიკეს აწვდიან და ის ცდილობს რაიმეს შექმნას.კარგი ლიდერი,არასოდეს წყვეტს ბრძოლას და გუნდში ბოლომდე საბრძოლველად ამაღლებს განწყობას. უამრავჯერ გვინახავს,როცა ერთხელ შევარდები და ჩატენი,მეორედ სწრაფ შეტევაში ჩააგდებ,ეფექტურად,აახმაურებ დარბაზს,ააყვირებ,თანაგუნდელებსაც აანთებ,მეტოქესაც ცოტას დააბნევ და მორჩა,თითქმის წაგებას შეგუებული გუნდი,ისევ ფეხზე დგება და ხშირად,გამარჯვებასაც აღწევს.დიდი ოთარ ქორქიას შესახებ წაკითხული მახსენდება,თანაგუნდელებს რომ ამხნევებდა:მომეცით ბურთი,რამდენჯერაც მომაწვდით,იმდენჯერ ჩავაგდებო.გაჩეხილი ხელით თამაშობდა და მაინც გაამარჯვებინა გუნდს.ეს არის ლიდერი და ის,ცივი გონებით ვერ ითამაშებს.ცივი გონება.მწვრთნელს მოეთხოვება,თუმცა არაერთხელ მინახია,როცა მწვრთნელსაც შეგნებულად აუტეხია აყალ მაყალი,მიუღია ტექნიკური ჯარიმა,რა თქმა უნდა ამით ქულებშიც უზარალია,მაგრამ გუნდი გამოუღვიძებია და თამაშში გარდატეხა შეუტანია.ემოციების გარეშე,სპორტში წარმატებას ვერ მიაღწევ,რადგან აზარტი აძლევს ადამიანს,შეუძლებლის გაკეთების შესაძლებლობას.
სოსო
28 თებერვალი 2023 00:03
0
ყველა გამოხმაურება
გუშინ 3 კაცა ნაკრები გვყვავდა... ზუროსი სკამს ვერ დააგრძელებს, მოთამაშეების მაგივრად სროლებში ვერ ივარჯიშებს.
$
27 თებერვალი 2023 16:38
2
სრული სიმართლეა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1 კვირიან, თუნდაც 1 თვიან შეკრებაზე კალათბურთელს ბურთის სროლას ვერ ასწავლის. ის მათგან არსებული პოტენციალით მაქსიმუმის მიღწევას ცდილობს. ჩემი აზრით, ზუროსმა მაქსიმუმს კი არა, მაქსიმუმის ორმაგ შედეგს მიაღწია, ანუ, შესაძლებლობები 200%-ით გამოიყენა. ვინც ვერ ხვდება, მსოფლიოზე გასვლა უდიდესი წარმადებაა
$-ს
27 თებერვალი 2023 18:08
0
ასეთი რამის კადრება უხერხულია. მაინც ვერ გავიგე რატო არ დატვირთა ბურჯანაძე.
გიზოგ
27 თებერვალი 2023 17:01
1
შენგელია და შერმადინი მალე წავლენ ნაკრებიდან და შესარჩევში დავრჩებით ბექაურის და ჯინჭარაძის იმედად, კიდევაც გავვარდებით "ბ" ლიგაში ეგრევე!!!
ოცნების ქალაქიდან
27 თებერვალი 2023 16:03
2
ცალსახაა! ზუროსს უყვარს გუნდი,საქართველო,ძალიან განიცდის! თუმცა მე არანაკლებად! დავიჯერო,ამისთვის ჩემი მთავარ მწვრთნელად დანიშვნა შეიძლება?! ზუროსისხელში მსოფლიოზე პრიზიორი ვერ გავხდებით და ბარემ დაგვენიშნა ახალი მწვრთნელი! და სულ არ არის საჭირო უცხოელი. მე,როგორც კალათბურთის გულშემატკივარი 1965 წლიდან, მხარს ვუჭერ მანუჩარ მარკოიშვილს!
alexandre
27 თებერვალი 2023 15:57
5
ზუროსი,მაღალი დონის მწვრთნელია,მაგრამ მწვრთნელებსაც რაღაცა დროის შემდეგ,შეცვლა და ახალი კადრით ჩანაცვლება სჭირდება.ის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანს ნაკრებს და მერე,იმსჯელებენ,მის წასვლა დარჩენაზე.თუმცა მაინც მგონია,რომ აღარ დარჩება.ახალ მწვრთნელს,ახალი იდეები მოაქვს,თუმცა ჩვენსავით შეზღუდული არჩევანის ქვეყანას,ბევრს ვერაფერს შეუცვლი.ახალი მწვრთნელი,ახალგაზრდა და ქართველი,ნაკრებში რომ დანიშნო,მას ახალგაზრდულში მაინც უნდა ჰქონდდეს ნაჩვენები,კარგი შედეგი.ლევან მაისაშვილი მაგალითად არ გამოდგება,რადგან ის,ძალიან დიდხანს იყო ნაკრებში მთავარ მწვრთნელების მოადგილე და ახაგაზრდებთანაც მუშაობდა.მან ძირფესვიანად იცოდა,ქართული რაგბის ყველა კუთხე კუნჭული და უცხოელი მწვრთნელებისაგანაც ხომ ბევრი ისწავლა,მაგრამ უცხოეთშიც ძალიან ბევრს დადიოდა,სასწავლებლად,ცნობილ სპეციალისტებთან.ქართულ კალათბურთში ასეთი გამოცდილების და ცოდნის მქონე სპეციალისტი,არა მგონია ვინმე გვყავდეს.ჩვენ ფედერაციაში,ისეთი ხალხი მუშაობს,თუ ვინმე,ასეთი გამოჩნდა,არ მჯერა,რომ მის გამოყენებაზე უკან დაიხიონ.დღეს,ზაზას აკადემიის და უცხოეთში პერსპქტიული ბიჭების უცხოურ კლუბებში გაშვების იმედად ვართ,თუმცა ეს,აშკარად არასაკმარისი მგონია.რამდენიმე აკადემიაა აუცილებელი,რომლებიც კონკურენციაში, უფრო მაღალი ხარისხის კურსდამთავრებულებს გამოუშვებს.ეგეც არ იყოს,ზაზას აკადემია,ჯერ იმდენი ხნისა არ არის,რომ მის კადრებს,სრულად მოვთხოვოთ,სრულყოფილი საბაზისო განათლება.ბავშვმა,5-6 წლისამ უნდა დაიწყოს ვარჯიში და 14-15 წლისა ხვდება,ასაკობრივი ნაკრებების სიაში.მგონი სწორედ ამითი გვჯობნიან ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები და ბალტიისპირეთი,რომ მათი ბავშვები,უკვე დაყენებული სროლებით და ტექნიკით მიდიან ასაკობრივ ნაკრებებში.მერე კი,უკვე ტაქტიკას და ფიზიკას იუმჯობესებენ.ისლანდიის მოსახლეობაც,სულ 365 ათასია,მაგრამ აგერ,ჩვენი დამარცხებაც შესძლეს,კარგი სროლების და ფიზიკის წყალობით.ჩვენზე მეტი მოვარჯიშე ჰყავთ კალათბურთში?მაგრამ ფეხბურთშიც რომ გავიდნენ,ევროპის ჩემპიონატზე?ესე იგი,კარგი ორგანიზაციის და ხარისხის ხარჯზე მიდიან, ჩვენზე წინ.
სოსო
27 თებერვალი 2023 17:43
1
მეც გეთანხმდებით. მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ ქართველ მწვრთნელ-სპეციალისტებს. ამაში მაისაშვილმაც დაგვარწმუნა. ზუროსმა უკვე ამოწურა თავი, რაც ევრობასკეტზე დაგვემართა, აშკარად ეტყობა, მის მერე ის ჟინი აღარ აქვს. ვულოცავ ბიჭებს და მწვრთნელს დადებულ შედეგს.
გიზოგ
27 თებერვალი 2023 16:52
5
მთელი ერი ვართ ავად!სიხარულიც კი აღარ შეგვიძლია.ხომ შეძლება ერთი ორი დღე მაინც შევირგოთ,ყოველ დღე და ყველა სახეობა ხომ არ გადის მსოფლიო ჩემპიონატზე.მერე ცივ გონებაზე ვაკრიტიკოთ და ვაკრიტიკოთ,მწვრთნელი,ბიჭები,მთავრობა და ფედერაცია,ჩვენი უბედური ქვეყანა და მსოფლიო მასონები.რამდენი ქვეყნიდან,რამდენ მილიონიანი ერი ვერ თამაშობს მსოფლიოზე?გავედით?-გავედით. რა გინდათ აბა ყველას რომ ვუგებდეთ ყოველთვის,მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებოდით.მადლობა ბიჭებს.გაიხარე საქართველო
გურულო
27 თებერვალი 2023 15:48
4
მართალი ხარ! ამხელა ამბავი მოხდა, მსოფლიოზე გავედით და დიდი არაფერი ხდებოდა ქუჩებშიც, უნივერსიტეტის ქუჩაზე დარბაზთან გადაღებულ კადრებს ატრიალებენ, როცა ბიჭები გამოვიდნენ და დახვდნენ გულშემატკივრები.

ცხადია მეტად შეიძლებოდა სიხარულის გამოტახვაც, ბიჭების შრომის დაფასებაც, ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთი უდიდესი სპორტული შედეგი დაიდო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თუმცა ზოგიერთებს ისე გამოულაყეს ტვინი, საკუთარი სამშობლოს წარმატების გაზიარება უჭირთ და უფრო სლავა უკრაინიზე არიან აქცენტირებული
ჟუჟა
27 თებერვალი 2023 17:54
4
ვაახ რა... არ შეგარგებენ სიხარულს... ერთი დღეც არ გასულა ჯერ...
123
27 თებერვალი 2023 17:52
2
ყველა გამოხმაურება
არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოგა და სანდრო გაცილებით უფრო კარგად ითამაშებენ, ვიდრე ამერიკაში თამაშობენ.
ქ. გ.
27 თებერვალი 2023 15:08
1
არ არის ასევე გამორიცხული, რომ ზაფხულში -20 გრადუსი იქნება ტემერატურა
კოტე
27 თებერვალი 2023 17:31
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული