გაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

AutoSharing Option
ქართულ კალათბურთს საამაყო წარსული აქვს და არაერთი წარმატება მოუპოვებია, თუმცა თანამედროვე ისტორიაში იყო პერიოდი, როცა ევროპის "ბ" დივიზიონიდან დაწინაურებასაც ვერ ვახერხებდით და ამისთვის ცოტა გვაკლდებოდა, ამას განვიცდიდით. გავიდა ხანი და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას აღვნიშნავთ. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს გაორებული გრძნობები დარჩა, რადგან ტურნირზე გასვლა ბოლო ტურში მარცხით შევძელით. პრობლემებზე, ხარვეზებსა და მომავლის გეგმებზე საუბარი ყოველთვის შეიძლება და საჭიროა, ზეიმს კი თავისი ადგილი აქვს. 26 თებერვალს ჩვენ ნამდვილად ისტორიული ფურცელი ჩავწერეთ!..

მატჩზე საუბარი ბოლოდან დავიწყოთ. ორივე მხარეს
ფიზიკური დატვირთვა და ემოციური ფონი იყო, ამას ისიც დაემატა, რომ მათემატიკური გათვლებიც გახდა საჭირო. ამის გამო შეცდომებმა იმატა. ჯერ თორნიკე შენგელიამ, როგორც ნამდვილმა ლიდერმა და კაპიტანმა, მოწინააღმდეგეების მხრიდან აუცილებლად მოსალოდნელი დაჯარიმება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა კალათში ვერცერთი ტყორცნა ვერ მოათავსა. შემდეგ ყველა იმაზე მსჯელობს, თუ მაკფადენმა ბურთი კალათისკენ რატომ ისროლა, როცა ფრესა და ოვერტაიმს ასეთი მარცხი გვერჩივნა, თუმცა რატომღაც არ აღნიშნავენ, რომ წინა შეტევაში ფარის წინ მარტოდ მდგომი ისლანდიელის მხრიდან ბურთის პერიმეტრზე გამოტანა გადამწყვეტი შეცდომა რომ იყო, რადგან სტუმრებს 2 ქულაც აკმაყოფილებდათ. რთულია, როცა ამხელა ემოციური ფონია, ყველაფერი ცივი გონებით გათვალო. ისლანდიელები იმდენად შეეჩვივნენ იმას, რომ კალათში სამქულიანებს თავისუფლად ათავსებდნენ, ბოლომდე გონებაში ჩაებეჭდათ, რომ მიზნისთვის ასე მიეღწიათ. რაც შეეხება ჩვენს ამერიკელ ლეგიონს, მასთან მაინც უკეთესი კომუნიკაცია იყო საჭირო.

Sportall.Ge

ვისაც ისლანდიასთან თამაშის მთელი რიგი კომპონენტები არ მოეწონა, განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა და ამაზე სულ ვუთითებდით - ის, რომ მეტოქეები პერიმეტრიდან "გვბომბავენ", თავად კი სამქულიანების დაბალი რეალიზაცია გვაქვს; ის, რომ შეტევაში მეტი კომბინაცია გვჭირდება და მხოლოდ შენგელია-შერმადინის ინდივიდუალური გარჯის იმედად არ უნდა ვიყოთ... ამ პრობლემებით მოვუგეთ ესპანეთის ნაკრებს, ბოლოსკენ წავაგეთ იტალიასთან. თუ გნებავთ, უფრო შორს წავიდეთ და თაობათა სათანადო ცვლა რომ გვჭირდება, ამისთვის უკეთესი შიდა ჩემპიონატი რომ საჭიროა და ა.შ. მაგრამ მატჩის შემდეგ თავად მთავარმა მწვრთნელმა ზუროსმა თქვა, იმედია, ამ წარმატებას მეტი მოედანი და უკეთესი პირობები მოჰყვებაო. მსოფლიო ჩემპიონატზე არგასვლით ხარვეზებზე ვინმე უფრო მეტად დაფიქრდებოდა? ნაკლებად წარმოსადგენია.

გასაგებია, ყველა თანაბარ პირობებშია, თუმცა ფიბას უპრინციპობის პირობებში, ისედაც შეზღუდული რესურსების მქონე ნაკრები მოთამაშეების სრულად გამოყენებას ვერ ვახერხებთ (ბითაძე, მამუკელაშვილი). ის, რაც თორნიკე შენგელიამ გააკეთა, ოთხდღიან სანაკრებო ინტერვალს შორის კლუბში ითამაშა, თან ყველგან მაღალ დონეზე, ეს ადამიანურ შესაძლებლობებზე მაღლაა. 

თავისი პრობლემები მთავარ მწვრთნელსაც აქვს, რომელმაც ეროვნული გუნდი ლამის კლუბს დაამსგავსა და არ ცდილობს, კონკურენცია მაქსიმალურად გაზარდოს და შანსი ახალგაზრდებსაც მისცეს. სხვა თუ არაფერი, ამით იქნებ მოულოდნელობის ეფექტი შეეტანა. მაგალითისთვის, მიხეილ ბერიშვილს ევრობარსკეტზე ცოტა დრო ეძლეოდა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი ბევრი ლამაზი ეპიზოდი გვაჩუქა.

თუკი ევრობასკეტზე 2011 წლიდან მუდმივად ვმონაწილეობთ, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 ევროპულ ნაკრებს შორის ვიქნებით. რუსეთის დისკვალიფიკაცია დაგვეხმარა, ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომლის გამოც ჯგუფში ნიდერლანდები გვყავდა, თუმცა ჩვენ ჩვენი მოვიგეთ, ბოლოს წავაგეთ კიდეც, მაგრამ 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ვიასპარეზებთ. ჩვენს ბიჭებს სურთ, წილისყრამ აშშ არგუნოს და მათთან ითამაშონ, ისე კი აზიურ და აფრიკულ ნაკრებებთან ჩვენი ამბიციები თამამად უნდა დავამტკიცოთ.

ამ წარმატებით არაფერი დასრულებულა, მხოლოდ იწყება!..

alt3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ყველამ ვიცით რომ ამ თამაშით შორს ვერ წავალთ და რომ არა გამართლება სულაც სახლში დავრჩებოდით, მაგრამ მოდით დღევანდელით გავიხაროთ და ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ... მიღწევა კი მართლაც უდიდესია და მალე ფეხბურთშიც გვეზეიმოს
papai
27 თებერვალი 2023 14:14
2
გაგიმაჯოს ღმერთმა კარგო კაცო საღ აზროვნებაში.
იმდენჯერ არ გაგვიმართლა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რომ ეს თუნდაც "გამართლება" კანონზომიერიც კია.

მოდი რა, შევძლოთ ზეიმი, ავღნიშნოთ, ბიჭები შევაგულიანოთ და დრიმ თიმი რომ არ არიან ეგ თვითონაც იციან, მწვრთნელმაც,ფედერაციამაც და გულშემატკივარმაც, მაგრამ გოგა და მამუკელა დაემატებიან და დავემსგავსებით რაღაცას.

ის რაც ამ ბიჭებმა აჩვენეს და დადეს არის უდიდესი საქმე ქართული სპორტის ისტორიაში.


papais
27 თებერვალი 2023 14:44
2
ჯიგარი ხარ ზუსტი ნათქვამია დღევანედელით ვიხროთ და ხვალ შეეჭიდებიან მონავალს .
რატი
27 თებერვალი 2023 16:30
1
ყველა გამოხმაურება
ბიჭო რას ხაზავდნენ ისლანდიელები, მომეწონა მათი თამაში, მაგრამ იცოდნენ 4 ქულით უნდა მოეგოგ და ბოლოში იმათაც დაეწყოთ ნერბიულობა, 3 შეტევა გაფუჭეს და ვერცერთი ვერ ჩავაგდეთ ჩვენ საპასუხოდ, მოდით ვაღიაროთ საშვალოზე დაბალი კლასის გუნდმა გვაჯობა ყველაფერში, ვულოცავ ჩვენ ბიჭებს და იმედია მსოფლიოზე უკეთესი ნაკრები გვეყოლება, თორემ 3 კალათბურთელით ვერავის ვერ მოუგებთ, სათადარიგოები ქულებს ვერ იღებენ, სამიანებს ვერ ვისვრით, პერიმეტრს ვერ ვკეტავთ, იმედია მსოფლიოზე ყველაფერი უკეთ იქნება
გოგა
27 თებერვალი 2023 18:57
2
ღვთისავარ, ყოჩაღ კალათბურთიც გესმის, მაგრამ რატომ არ თქვი, რომ კალათბურთს მეტი ყურადღება და პოპულარიზაცია სჭირდება, კალათბურთი და ფეხბურთი ჩვენი სპორტია, ჩვენი ახალგაზრდული გუნდები წარუმატებლად გამოდიან საერთაშორისო შეჯიბრებაბზე, სად არის ცვლა, ვინ უნდა შეცვალოს შერმადინი, შენგელია, ცინცაძე, რა უნდა პარლამენტში სანიკიძეს, კალათბურთის ახალ წესებზე მუშაობს? რამდენი კალათბურთელი, ან მომავალი კალათბურთელი გაიზარდა ფაჩულიას აკადემიაში?
პატრიოტი
27 თებერვალი 2023 14:46
1
ფაჩულიას აკადემია მაქსიმუმ 5 წელია რაც ფუნქციონირებს . 5 წელიწადში მთლიანი ნაკრები თუ არა ნახევარი მაინც იმ აკადემიის აღზრდილი იქნება ყველაფერს თავისი დრო აქვს
გულშემატკივარი
27 თებერვალი 2023 16:28
3
არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოგა და სანდრო გაცილებით უფრო კარგად ითამაშებენ, ვიდრე ამერიკაში თამაშობენ.
ქ. გ.
27 თებერვალი 2023 15:08
1
არ არის ასევე გამორიცხული, რომ ზაფხულში -20 გრადუსი იქნება ტემერატურა
კოტე
27 თებერვალი 2023 17:31
3
ძალიან გაგვიმართლა რომ გავედით..ეს არაა პროფესიონალური კალათბურთი,ეს ქუჩის კალათბურთია რასაც ჩვენები თამაშობენ,ძაან დაბალი დონე სამწუხაროდ.
შაკ
28 თებერვალი 2023 00:00
5
კალათბურთში დიდად ვერ ვერკვევი და არ ვარ ჩახედული….ჩემგან არ იქნება სწორი გავარჩიო რაღაც მომენტები მაგრამ ელემენტარულ დონეზე მესმის ეს სპორტის სახეობა ისევ და ისევ საქართველოს ნაკრების წყალობით…სადღაც 2007 წლიდან ვადებნებ თვალყირს და დღემდე არ მესმის რატომ ვართ ასეთი სუსტები 3 ქულიანებში??ნებისმიერი ჩვენზე დაბალი დონის გუნდი უკეთესად ისვრის და თუ ვაგებთ თამაშებს უმეტესწილად გამოუყენებელი სამქულინების ხარჯზე!და ჩვენ ფარში გამუდმებით ვიღებთ სამიანებს! ყველაზე გასაოცარია ნატურალიზირებული კალათბურთელიც რომ ვერ აგდებს სამიანებს….გუშინ მაკფადენი რომ ყოფილიყო უფრო ზუსტი პერიმეტრიდან ჩვენ მოვიგებდით ამ თამაშს უპრობლემოდ!ნებისმიერ შემთხვევაში გილოცავთ ყველას ამ წარმატებას!იმედია ამერიკა შეგვხვდება ჯგუფში
ლუკაიე
27 თებერვალი 2023 17:16
0
გუშინ 3 კაცა ნაკრები გვყვავდა... ზუროსი სკამს ვერ დააგრძელებს, მოთამაშეების მაგივრად სროლებში ვერ ივარჯიშებს.
$
27 თებერვალი 2023 16:38
2
სრული სიმართლეა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1 კვირიან, თუნდაც 1 თვიან შეკრებაზე კალათბურთელს ბურთის სროლას ვერ ასწავლის. ის მათგან არსებული პოტენციალით მაქსიმუმის მიღწევას ცდილობს. ჩემი აზრით, ზუროსმა მაქსიმუმს კი არა, მაქსიმუმის ორმაგ შედეგს მიაღწია, ანუ, შესაძლებლობები 200%-ით გამოიყენა. ვინც ვერ ხვდება, მსოფლიოზე გასვლა უდიდესი წარმადებაა
$-ს
27 თებერვალი 2023 18:08
0
ასეთი რამის კადრება უხერხულია. მაინც ვერ გავიგე რატო არ დატვირთა ბურჯანაძე.
გიზოგ
27 თებერვალი 2023 17:01
1
ქუჩის კალათბურთი თუ მოგვწონს მაშინ რატო ვიხდით ამხელა თანხას მწვრთნელთა შტაბზე.კოკოშკოვი ნბა ში წავიდა და ზიროსი ვერსად მიდის...ერთი წლის განმავლობაში რამდენი წაგება გვაქვს გადახედეთ და ვინ არის შუაში.კოკოშკოვმა თუ დაალაგა.ამან ქუჩური კალათბურთი დანერგა.თუ მოგწონთ ასე იყავით ზუროსი სულ იქნება ეტყობა
აბდულაი
27 თებერვალი 2023 15:05
14
სწორი შენიშვნებია. მოკლედ ვიტყვი, ქართული კალათბურთის მესვეურების მოწოლილ გრძნობეწბისგან ფორმაშეცვლილ სახეებს რომ ვხედავ სულ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: თავისი პირდაპირი მოვალეობა რომ უკეთ შეესრულებინათ ახალგაზრდა თაობების დაოსტატებაში არც ევროპაზე და არც ეხლა ნაკრები ორი კაცის სათრევი არ იქნებოდა და ისლანდიასთან ქულები კაპკ კაპიკ სათველელი არ გვექნებოდა.
გიორგი
27 თებერვალი 2023 23:43
2
შენგელია და შერმადინი მალე წავლენ ნაკრებიდან და შესარჩევში დავრჩებით ბექაურის და ჯინჭარაძის იმედად, კიდევაც გავვარდებით "ბ" ლიგაში ეგრევე!!!
ოცნების ქალაქიდან
27 თებერვალი 2023 16:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული