"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე

AutoSharing Option
ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, ჰანეს სიგურბიორნ იონსონმა, საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს mbl-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ.

იონსონის თქმით, წარმატების მისაღწევად სპორტის სახეობების და კერძოდ, კალათბურთის დაფინანსების გაზრდაა საჭირო და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც თორნიკე შენგელიას ჩარტერული რეისებით მატჩებზე ჩამოყვანაზე იმდენივე დახარჯა, რასაც ისინი სახელმწიფოსგან მთელი წლის განმავლობაში იღებენ.

"კალათბურთი იქნება თუ სპორტის სხვა სახეობები, მეტი ფინანსური ინვესტიციები გვჭირდება. თუ სხვა ქვეყნების მცირე მაგალითებს მოვიყვანთ, ისინი ჩარტერული რეისებით მგზავრობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ.
ბევრ ფულს არ ვითხოვთ, უბრალოდ ამ უდიდეს სხვაობას შეხედეთ.

ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სხვა ქვეყნების ხელისუფლებები რა თანხებს იხდიან თავიანთი ეროვნული გუნდების დასახმარებლად. ერთი კონკრეტული მაგალითი: საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელიაა. მას ევროლიგაზე მატჩი ჰქონდა და ფედერაციამ კერძო თვითმფრინავი დაუქირავა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამაში იმდენი ფული დახარჯა, რამდენსაც ჩვენ ერთ წელიწადში სახელმწიფო მიღწევების ფონდიდან ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება მეტი დაფინანსება".

altთორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

alt"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი" - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან

altგაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

alt"კვარა", შეგინახოთ ბილეთები?" - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

მკითხველის კომენტარები / 40 /
მაგალითი იმისა, რომ დაფინანსება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. შესაბამისად, ჩვენს კალათბურთს მეტი მოეთხოვება.
ზაქრო
01 მარტი 2023 13:15
0
გილოცააავთ ახალი ისტორიიის დაწერააას... გოგას და სანდროს დამატების გარეშე, მსოფლიოზე შევრცხვებიიით... ვეთანხმები მეგობრეებს, ბავშვთა კალათბურთი და მომავალი თაობის აღზრდაშია ფული ჩასადები და ადმინისტრაციული ხარჯები შესამცირებელიი....
გიორგი 50
01 მარტი 2023 11:27
0
გოგათი და სანდროთი ხო რას ამბობ,არ შევრცხვებით )))) რაც ევროპაზე ქნეს, იმას იზავენ. კიდე უარესი,იქ თურქეთს მაინც მოუგეს
დავითი
01 მარტი 2023 11:33
6
კერძო თვითმფრინავებით რომ დაყავათ მაგიტომ გაგვაგდეს კინაღამ მსოფლიოდამ!
ბაქარ
01 მარტი 2023 09:31
6
მე მაყუთზე საერთოდ არ მაქვს ბაზარი ტო რა იქნებოდა რომ ის ერთი თამაში რომ ჩაეგდო და არ ჩაფრენილიყო თავის კლუბში კინაღამ გული გამისკდა ტო რა ქნა ამით რისი თქმა გინდოდა ბიჭო რო მაგარი კაცი ხარ და არ ღალატობ არც შენს კლუბს? ბიჯო კინაღამ ეს ნატვრა ნეხვად გვიქციე შენი თავმაღლობიდ ესე არ შეიძლება ტო ამდენი ფრენიდ დაიღლები მარტო ტო შენ კიდევ რა ქენი ტო ეს თავმაღლობამ კისერი არ მოგატეხინოს დამიჯერე ჩემო ძმაო დამიჯერე ქანცი გამძვრალი გქონდა ძმაო რობოტი ხომ არ ხარ მე კინაღამ მოვკვდი და ინფარქტი მივიღე და ესე აღარ მოიქცე ძმაო მთელი ერი კინაღამ დაგვღუპე ტო ძალიან დიდ პატივს გცემ ძმაო და ესე აღარ მოგვექცე რა ძმურად ვიციდ ისედაც რომ მონდომებული და ჟილკიანი ადამიანი ხარ ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო ამინ ამინ ამინ.გილოცავდ სუყველას მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გენაცვალედ გულში ბიჭებო ღმერთმა დალოცოდ ამინ
კაკაო
02 მარტი 2023 12:13
4
კაი ტო, კი ტო, კაი ტო, ცავატანემ ტო...მართალი ხარ ტო..
კაკაო ჯან-ს
03 მარტი 2023 09:42
0
ქართველ კაცს ასეთი კარგი ამბავი რომ მოხდა ძაან მიხარია და ვულოცავ ჯერ საქართველოს და ყველა იქ მყოფს გულშემატკივარს დარბაზში ვინც ერთი წუთითაც არ გაჩერებულა. სამწუხაროდ მე არ ვყოფილვარ ნერვიულობა არ შეიძლება ჩემთვის მაგრამ რად გინდა ისე რა ცოტა ვინერვულეთ? უბრალოდ გავედით და ეგ არის რა. გაგვიმართლა რომ ისლანდია იყო და ღმერთმაც გადმოგვხედა. არ შემიძლია ჩემი სათქმელი რომ არ ვთქვა::: სულ ჩვენს ხარჯზე როგორ უნდა იგებდეს ეს ჩვენი ნაკრები ხალხი რომ არ ყოფილიყო 20 ქულით მინიმუმ წააგებდნენ ეგ ვიცი. თან ეგ სუროსი სასწრაფოდ გასაშვებია ნაკრებიდან ეგ ვერაფერს ვერ ახერხებს უკვე ესე ჩანს. მსოფლიოზეც ესენი ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებენ აგერ ნახავთ ისეა უკვე სასტავი გადაბერებული.
Edinio
01 მარტი 2023 16:04
6
არ დაუქირავებდა და მაგ სამ ქულას ერთი ნულიანი მიეწერებოდა,მაგრამ ბავშვთა კალათბურთს თუ არ მიეხედა ჭირი თავისთავს არ დამალავს
სვანსკი
01 მარტი 2023 17:15
1
Martla didi migwevaa,magram shengeliac asakshia da shermadinic, eseni rom wavlen...gafiqrebac ki mzaravs sadamde davecemit...unda miexedos kalatburts, arcerti nichieri bavshvi ar unda darches ukuradgebod.
Givi
01 მარტი 2023 10:38
0
ეგენი რომ წავლენ, შეიძლება ევრობასკეტის შესარჩევში გასვლაც კი გაგვიჭირდეს, არამცთუ ევრობასკეტზე და მსოფლიოზე.
შაკო
01 მარტი 2023 11:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული