საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა

AutoSharing Option
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად მუნდიალზე გასული 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი F ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა. ამ ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს შეხვდება, 28 აგვისტოს სლოვენიას, 30 აგვისტოს კი ვენესუელას.

სხვა ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: ანგოლა, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია
B ჯგუფი: სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო-რიკო
C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია
D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა
E
ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია
G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დ'ივუარი, ბრაზილია
H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი

A, B, C და D ჯგუფებს ფილიპინები უმასპინძლებს, E და F ჯგუფებს იაპონია, ხოლო G და H ჯგუფებს – ინდონეზია.

მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გავა, ხოლო რომლებიც ჯგუფურ ბარიერს ვერ დასძლევენ, ბრძოლას მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პროგრამა მაქსიმუმს, დასახულ გეგმას, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას უკვე მიაღწია, რაც ისტორიული შედეგია. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში ლომის წილი მთავარ მწვრთნელს, ილიას ზუროსს აქვს. თუ ვინმეს რაიმე პერსპექტივა აქვს, ყველას სანსს აძლევს და ათამაშებს. რა თქმა უნდა, მოკლე სკამი პრობლემაა, მაგრამ, რაც არის, ეგ არის. გუნდში 3 ქულიანების მსროლელის დეფიციტია, არც არავინ ჩანს. თუ ჩემპიონატისთვის ყველა მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაში იქნება, კაბო-ვერდეს, და ძალიან ძლიერი ვენესუელის დამარცხების შესაძლებლობა არსებობს.
კოტე
13:16 01-05-2023
0
მწვრთნელი უნდა შეიცვალოს და მოიყვანონ ისეთი, აქ გატარებს დიდ დროს დაესწრება შიდა ჩემპიონატის თამაშებს, დარწმუნებული ვარ აწყობს კარგ გუნდს,მაკფადენიც არა უკვე გამოსაძახებელი, ვერ ესვრის ძველებურად, სამიანების გარეშე ვერავის ვერ მოვუგებთ.
გოგა
15:57 30-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული