"ცოტა ხნის წინ პოპოვიჩმა დამირეკა და მითხრა, რომ..." - სანდრომ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა Antonio San Express-News-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმებისა და მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ქართველმა მოთამაშემ ტეხასელებთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში უდიდესი როლი ლეგენდარულმა გრეგ პოპოვიჩმა ითამაშა.

"კონტრაქტის გახანგრძლივების წინ გრეგ პოპოვიჩმა დამირეკა და წარმატება მისურვა. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მისი სატელეფონო ზარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ყოველთვის მსურდა, რომ პოპოვიჩის ხელმძღვანელობის ქვეშ მეთამაშა. საოცარი შეგრძნებაა, რომ მასთან ასეთი ურთიერთობა მაქვს.

რაც შეეხება მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს, ერთი სული მაქვს,
პარკეტზე როდის გავალ. ვეცდები, საუკეთესო კალათბურთი ვითამაშო", - განაცხადა მამუკელაშვილმა.

შეგახსენებთ, მამუკელაშვილი გრეგ პოპოვიჩის გუნდს გასულ სეზონში "მილუოკი ბაქსიდან" შეუერთდა. ქართველმა "სპერსში" 18 მატჩი ჩაატარა, სანდრო მოედანზე საშუალოდ 22.50 წუთს ატარებდა, მისი მონაგარი კი 10.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა, 0.6 ჩაჭრა და 0.3 დაფარება გახლდათ.

altსანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა "ფინიქსთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

altმამუკელაშვილის 10 ქულა და 5 მოხსნა 28 წუთში - "სან ანტონიო სპერსი" "ვაშინგტონ ვიზარდსთან" დამარცხდა [VIDEO]

altსანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"


მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან ხშირად ვხვდებით "ფულით გაკეთებული" საქმით "უკმაყოფილო" ხალხის სმს-ებს(( ძალიან ცუდია ერთი კაცი ვერ დაწერდა ამდენს,მაგრამ "ჩაწყობაა და შედეგი არ გვაქო" ამას ვერ იტყვი აგერ მსოფლიოს თამაშობს ნაკრები და წარმატების მოლოდინია,ისე 5-7 მაქს 8 კაცზე გადაივლის ეს თამაშები..მაინც ვფიქრობ სპირტცმენის მშობელი როცა ხარ აქ დაწერას დაუსაბუთებლად და მთლიანად გუნდის ცუდ გარემოდ დანახვენის მცდელობა არაა კაი ტიპური.
მირო
12:09 14-07-2023
0
ერთ ერთი მწვრთნელისგან გამოვიდა ჩემი ბავშვის ამბავი 22 კაცში ვარჯიშობდა.
ნაკრების ბავშვიაო დრიბლინგი კარგი აქვსო სროლა კარგიო დაცვა კარგიო და ჟილკა არა აქვსო...ჟილკა თუ არა აქვს ეს მონაცემები როგორ გამოაჩინა საერთოდ...და თქვენ იძახით ფულიანი მამიკოს შვილები არ მოხვდნენ 16 კაცში...რამდენია გადასახდელი
დაჩაგრული
21:23 13-07-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული