ზუროსი: დაცვაში აუცილებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ

AutoSharing Option
კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"ძალიან ვამაყობ მოთამაშეების ძალისხმევით. მეორე თამაში და პირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. გუნდმა მეორე ნახევარში ძალიან კარგი კალათბურთი შემოგვთავაზა. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთესი დაცვა. ეს ის სათამაშო კომპონენტია, რომლის გაუმჯობესებაც გვმართებს. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე იმ გუნდებს, რომლებიც კარგ დაცვას ითამაშებენ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებათ.

დაცვის გამოსწორება დიდ ენერგიას, კონცეტრირებას საჭიროებს. აუცილებლია უკეთ მოვხსნათ ბურთი. ბოლო წამზე მეტოქის მოხსნა გამოგვეპარა და თამაში სწორედ კონცენტრირების ნაკლებობის გამო დავთმეთ.
ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის შემართებით და ძალისხმევით, მოხარული ვარ ახალგზარდების თამაშით. მუშაობა უნდა განვაგრძოთ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
Boisa latariashi moviget cincadEsavit?
Lasha
16:53 02-08-2023
2
ვინმემ იცის ბერიშვილს ტრავმა აქვს თუ რას ნიშნავს მის მიმართ იგნორი? ევროპაზეც ვინები ათამაშა და ბერიშვილისთვის წამი არ მიუცია. არადა თუ წაუვიდა,ნაკრებში საქმიანობის ერთერთი საუკეთესო მსროლელია მაკფადენთან ერთად . მსოფლიოში მაგის სამიანებით გავედით,ისლანდიაში ზედიზედ რომ ყარა,როცა ვაგებდით !
დავითი
13:40 02-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული