ზუროსი: დაცვაში აუცილებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ

AutoSharing Option
კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"ძალიან ვამაყობ მოთამაშეების ძალისხმევით. მეორე თამაში და პირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. გუნდმა მეორე ნახევარში ძალიან კარგი კალათბურთი შემოგვთავაზა. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთესი დაცვა. ეს ის სათამაშო კომპონენტია, რომლის გაუმჯობესებაც გვმართებს. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე იმ გუნდებს, რომლებიც კარგ დაცვას ითამაშებენ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებათ.

დაცვის გამოსწორება დიდ ენერგიას, კონცეტრირებას საჭიროებს. აუცილებლია უკეთ მოვხსნათ ბურთი. ბოლო წამზე მეტოქის მოხსნა გამოგვეპარა და თამაში სწორედ კონცენტრირების ნაკლებობის გამო დავთმეთ.
ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის შემართებით და ძალისხმევით, მოხარული ვარ ახალგზარდების თამაშით. მუშაობა უნდა განვაგრძოთ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვინმემ ამიხსენით, სად ნახეთ ახალგაზრდები?
ერთადერთი ლიკლიკაძე ათამაშა, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
დანარჩენი 2 დებიუტანტი არ გამოუყვანია.

მე ჭკუის სწავლებას ვერავის დავუწყებ, მაგრამ თუ დამისაბუთებთ, რომ არასწორად ვმსჯელობ, მივიღებ და გავჩუმდები.

1. რისთვისაა ამხანაგურები? იმისთვის, რომ გამოსცადო ახალი მოთამაშეები, სქემები, კომბინაციები და ა.შ. ლიკლიკაძის გარდა ის ყბადაღებული „ახალი სისხლი“ ნახეთ? თუ ისევ 5 კაცით აპირებს ზუროსი თამაშს, ჯერ 1 ეს შედეგს არ მოიტანს და მეორეც მაშინ დანარჩენების წაყვანას რა აზრი აქვს. განა უკეთესი არ იქნებოდა ასეთ თამაშებში გამოგვეცადა ახალგაზრდები? გამოცდილების, ან თუნდაც ფსიქოლოგიურად მომზადების თვალსაზრისით უკეთესი არ იქნებოდა შენგელიას ბოლომდე გამოწურვას ვინმე ახალწვეულისთვის დაეთმო რამდენიმე წუთი? სად არის აქ ლოგიკა.
2. 3 ნომრის პრობლემა. გუშინდელ თამაშში, ნომინალური 3-იანი არ გვყოლია. და ამ დროს ბერიშვილი სკამზე იჯდა. ზუროსს უნდა მამუსგან რაღაც მანქანებით სამიანის გამოდნობა მაგრამ რით ვერ მიხვდა, რომ არ გამოდის. მთელი ევროპა გადააყოლა ამ ექსპერიმენტს (იქ ბურჯანაძე იყო 4-ზე) და აქ იგივეს აკეთებს ჯიუტად. თუ მიაქციეთ ყურადღება, როგორც კი შენგელია გადიოდა, მამუ ეგრევე უმატებდა და გაცილებით ეფექტური ხდებოდა. რატომ? პასუხი გასაგებია მგონი. მე თუ ვხედავ, ზუროსის ტვინში რატომ არ შედის ეს?
3. გამთამაშებელი. ცინცაძე არ არის ეფექტური გამთამაშებელი და არც არასდროს ყოფილა. იგივე შეიძლება ითქვა ანდრონიკაშვილზე. რომელსაც როგორც იქნა მურსიაში ასწავლეს ზოგჯერ პარტნიორისთვის პასის მიცემა. ლიკლიკაძე ძალიან მომეწონა, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და გამოუცდელი. მსროლელზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. სანაძეს ძალიან აქვს მოკლებული და ვრჩებით მობერებული ტადის იმედზე. ნამუსი რომ ქონდეს ჩვენს ფედერაციას, დიდიან-პატარიანა ყველა გადადგებოდა, ჯერ 1 იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 1 საშუალოზე საშუალო დონის გამთამაშებელი ვერ გაზარდეს და მეორე რა გახდა მაკფადენის შემცვლელის მოძებნა.
4. მწვრთნელი. ვინმე ნახეთ საქართველოს თამაშში რაიმე სქემა ან მონახაზი? დაცვაში ვთამაშობთ კატასტროფულად, ვიღებთ უაზრო ჯარიმებს, ვკარგავთ ბურთს. ვერ ვკეტევთ პერიმეტრს. შეტევას რაც შეეხება, აქაც არანაირი სქემა არაა. გუშინ, ბურთების 95% მოთამაშეების ინდივიდუალური მოქმედების შედეგია. ზუროსი, თავისი შტაბიანად არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური. აბა სხვა რას უნდა ელოდო, როცა მოადგილედ ბოისას დაუნიშნავენ. მარკოიშვილზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კარგი იქნებოდა ნაკრების მწვრთნელობამდ ჯერ ელემენტარული მიღწება მაინც ქონოდა საკლუბო დონეზე.
5 ფედერაცია. ჩემი აზრით კალათბურთის ფედერაცია არის ყველაზე კორუმპირებული, თავხედი და უნამუსო, რომელიც შეგნებულად ბლოკავს კალათბურთის განვითარებას საქართველოში. ამის ნათელი მაგალითია ეროვნული ლიგის საუკეთესო ქართველი კალათბურთელების არ გამოძახება ნაკრებში, ახალგაზრდული ნაკრებების კატასტროფული გამოსვლა, ხოლო აპოთეოზი ბოისას ნაირი ხალხის სათავეში ყოფნა.

ძალიან გთხოვთ გამომიქვეყნეთ, ამდენი ტყულად ხომ არ ვწერე.



4
აი ვინც DD-ს წინა კომენტარი არ მოიწონეთ დაწერეთ რაში არ ეთანხმებით! სრული სიმართლე დაწერა ადამიანმა და გასაგებ ენაზე გადმოსცა ძირითადი პრობლემები! ზუროსი არის ევროპული კრიტერიუმებით ჰა და ჰა საშუალო დონის მწვრთნელი და რატომღაც ჩვენში მაღალი დონის მწვრთნელად მიიჩნევენ… ანუ ისევ და ისევ არაკომპეტენტური ხალხი აკეთებს ამას! გურასპაულის პრეზიდენტობიდან დაიწყო ფედერაციის დეგრადაცია და სანიკიძემ საერთოდ დააგვირგვინა! მოსამზადებელ თამაშში ვის ჭირდებოდა შენგელიას 30 ქულა??? მარტო მაგაში ჩანს ზუროსის მოჩვენებით წარმატებებზე ორიენტირებული მიდგომა, ბოისას მწვრთნელობა საერთოდ “მოვლენაა” … მცოდნე ადამიანები ბევრად უკეთეს დღეში ამყოფებდნენ ჩვენს კალათბურთს, მაგრამ რას იზავ?! ის ხდება აქაც რაც ჩვენი ყოფიერების უმეტეს სფეროში, დაბალი კვალიფიკაციის ადამიანების აღლუმია…
პაატა
12:53 02-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული