ლატვიაში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "რიგა არენაზე" ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 აგვისტოს კაუნასიდან რიგაში ჩავიდა. ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩის ჩატარების შემდეგ ლატვიის ჯერი დადგა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ლატვიის დედაქალაქს ავტობუსით ესტუმრა. მგზავრობამ კაუნასიდან რიგამდე დაახლოებით 4 საათს გასტანა. ჩვენი ნაკრები რიგის ცენტრში მდებარე "მერიოტის" სასტუმროში დაბინავდა.

ნაკრების წევრებმა 3 საათი დაისვენეს და საღამოს "რიგა არენას" ესტუმრნენ. ილიას ზუროსმა ნაკრები დიდად არ დატვირთა, თუმცა აღდგენითთან ერთად კალათბურთელები კომბინაციების დამუშავებაშიც ავარჯიშა. ისევ ვერ ივარჯიშა გოგა ბითაძემ, რომელმაც ლიეტუვასთან ბოლო წამზე წაგებული ამხანაგური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს ნაკრები
4 აგვისტოს 2 ვარჯიშს გამართავს, ხოლო 5-ში "რიგა არენაზე" ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდით მიდით ბიჭებო იფრინეთ და იარეთ ეხა მსოფლიოს დაწყებამდე რო მერე გადაღლილობას დააბრალოთ თუ ვერ გახვალთ ჯგუფიდან. ჯერ ლიტვა ეხლა ლატვია მანამდე თბილისი მერე ისევ თბილისი შეიძლება გამომრჩა კიდე რამე მერე იაპონია ან რავი სადმე რა ექსკურსიაზე ხართ. მამენტ თქვენი რა ბრალია ვინც ამ შეკრებებს გეგმავს იმათ ვეუბნები
ასეა ეს
03:24 04-08-2023
25
მინდა ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია ბითაძის იმედზე ნაკრები ვერასოდეს ვერ იქნება, სულ ტრავმა და სულ წუწუნი....გააცდენს ეგ ტიპი მსოფლიოს და ასე იქნება სულ
ვეტერანი
14:07 04-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული