57:82. საქართველოს ნაკრები რიგაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ლატვიასთან 57:82 დამარცხდა.

ზუროსის გუნდს მცირე ტრავმის გამო ისევ ვერ დაეხმარა ბითაძე, ხოლო მასპინძლებს ოთხი წამყვანი კალათბურთელი აკლდათ - პორზინგისი, პასეჩნიკი, ტიმასი და ბერტანსი.

ჩვენმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და 7 ქულით დაწინაურდა, თუმცა მეტოქემ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო და პირველი მეოთხედი 19:20 დასრულდა. მეორე პერიოდი პირველის მსგავსად წარიმართა, საქართველოს ნაკრები 6 ქულით გავიდა წინ, ლატვიამ კი პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების შეცდომებმა იმატა, მოწინააღმდეგე დომინირებდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები
12-13 აგვისტოს თბილისში ჩასატარებელი ტურნირისთვის შეუდგება სამზადისს და ცხადია, ჩვენს გუნდს თამაშის გამოსწორება სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ასე ფარჩაკულად როგორ უნდა ითამაშო, რომ 4 პერიოდში მხოლოდ 57 ქულა რომ ჩააგდო ?????
ნიკა
21:45 05-08-2023
0
მთავარი საოცრებები მსოფლიო ჩემპიონატზე გველოდება !!! ისე ზუროსს კი არადა , იმ ხალხს მინდა ვკითხო , ვინც ლიკლიკაძე , გოგიჩაიშვილი , თურძილაძე და კაკუშაძე ჩასვით ნაკრებში , რამდენი გაქვთ აღებული ?! ნუ ლიკლიკაძეს ბიძამისი დაუბევებდა ადგილს , ბერეკაშილის გარეშე ჩემპიონატს ვერ ჩაატარებენ , აი დანარჩენებს რა დაუჯდათ ნეტა ? ასაკობრივში რაც ხდებოდა , მე ის მიკვირს ლომთაძე რომ არ მიიწვიეს , ორი ასაკობრივი ათამაშეს და საერთოდ სპორტის სახეობა აქვს არეული, სამაგიეროდ გულიაშვილი დატოვეს თბილისში და ნაცვლიშვილისა და მესხი-ლომთაძის დაცული ფარი რაც იყო კი გამოჩნდა !!! ეს ცხოვრება თქვენია და ისემც გიქნიათ სულ ბოლო ადგილზე გასულხართ ყველგან , ვისაც ეწყინოს ჩემდა თავად , უბრალოდ საწყენი ის არის , რომ ქვეუნის სახეს წარმოადგენთ , როდესაც სულ ერთ ადგილზე გკიდიათ ეს ქვეყანაც !!!
ATP 16
21:06 05-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული