საქართველოს ნაკრების ვარჯიშს ავსტრალიასთან მატჩისწინა დღეს ოკინაველი მოსწავლეები დაესწრნენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა ოკინავას "გიმნაზიუმ არენაზე", რომელსაც იაპონელი ბავშვები დაესწრნენ. ეს გახლავთ გაცვლითი პროგრამა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ოკინავას მერიას შორის, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ნაკრების ვარჯიშს ოკინავას ქალაქის სხვადასხვა სკოლის ბავშვები დაესწრნენ. ბავშვებმა მოგვიანებით არენის გვერდით მდებარე სკოლაში გადაინაცვლეს და ჩვენი ნაკრების 3 წევრს უმასპინძლეს.

შეხვედრას ოკინავას დაწყებითი სკოლებისა და საკალათბურთო გუნდების 44 ბავშვი დაესწრო. ჩვენი მხრიდან იაპონელ ბავშვებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ვლადიმერ ბოისა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და მოთამაშეები: თად მაკფადენი, კახა ჯინჭარაძე და გიორგი ტურძილაძე შეხვდნენ.

რაც შეეხება ვარჯიშს, ტრადიციულად, მაღალ ტემპში და აქტივობით ჩაიარა. ილიას ზუროსი და მისი ასისტენტები – ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი, გამუდმებით ცდილობენ, ის ტაქტიკური მონახაზი და კომბინაციები გაათავისებინონ კალათბურთელებს, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეარჩიეს.

საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებების ამხანაგურ მატჩს იაპონელი ბავშვები დაესწრებიან. სხვა მაყურებლებისთვის დარბაზის კარი დახურული იქნება და გუნდების შეთანხმების საფუძველზე, არც მატჩის ტრანსლაცია გადაიცემა. ეს იქნება სავარჯიშო ხასიათის ტესტ-მატჩი, ისეთი, როგორიც ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში უკვე ითამაშა ეგვიპტესთან და ირანთან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბითაძეს ღიპი დაედო თუ ბანდაჟი უკეთია ? P
zura222
14:25 22-08-2023
2
აბა მოსწავლეებიი ???
zura222
14:24 22-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული