ისტორიული მატჩის დღე - საქართველო კაბო ვერდეს დასამარცხებლად!..

AutoSharing Option
გულშემატკივრების დიდი ყურადღება კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატისკენაა მიმართული, სადაც საქართველოს ნაკრები პირველად იასპარეზებს, ამასობაში კი ამ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას პირველ მატჩს ველით - ესენი უქმეების მთავარი ამბებია.

ილიას ზუროსის გუნდი დღეს, 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე, კაბო ვერდეს ისტორიულ დაპირისპირებაში ეთამაშება. საქართველოს ნაკრების წნეხი იმაში მდგომარეობს, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჯგუფის ყველაზე სუსტი მეტოქის დამარცხება აუცილებლად გვჭირდება. ჩვენი კალათბურთელების უპირატესობა სამივე შეხვედრაში სამწამიან ზონაში უნდა იყოს, ტანმაღალი ლიდერების თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული - შენგელია, მამუკელაშვილი, შერმადინი, ბითაძე...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს
შანსი ცუდ ფორმაში მყოფ ვენესუელასთანაც ექნება და აშკარა ფავორიტ სლოვენიასთანაც. მთავარია, მარტივი შეცდომები ავირიდოთ, საკუთარ ფართან მეტოქეებს სროლისთვის მეორე შანსი არ მივცეთ, პერიმეტრიდან ტყორცნებზე მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ და თავადაც მოვახერხოთ შორეული სროლების კალათში მოთავსება.

მოგეხსენებათ, ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია მსოფლიო ჩემპიონატს 25 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში უნასპინძლებს. ზუროსის გუნდი 28 (15:30 სთ) და 30 (12:00 სთ) აგვისტოსაც იასპარეზებს. მესამე ტურის მატჩი ვენესუელის წინააღმდეგ იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს...

რაც შეეხება "ნაპოლის" - გუნდმა ტიტულის დაცვა მშვენივრად დაიწყო, ვიქტორ ოსიმენმა კი დუბლი შეასრულა, მაგრამ ახლა პოტენციურად, უფრო რთული გამოცდა ელით, საკუთარ "დიეგო მარადონაზე" "სასუოლოს" წინააღმდეგ - კვირას, 27 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

Sportall.Ge

ჯაკომო რასპადორიმ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება და საკუთარ მარცხენა ფლანგზე ადგილს დაიკავებს. კაიუსტეს კარგი დებიუტი არ გამოუვიდა, ზამბო ანგისას კი პირველივე წუთიდან ველით. საინტერესოა, ისევ ოლივერას ვნახავთ თუ სასტარტოში მარიო რუის ვიხილავთ.

"კვარას" უახლოეს მეტოქესთან კარგი მოგონებები აკავშირებს, "ატალანტას" კარში გატანილი შედევრის შემდეგ ყველაზე კარგი გოლი მათ გაუტანა.

მატჩს 35 წლის ანტონიო გიუია განსჯის.

altილიას ზუროსისა და თორნიკე შენგელიას წინასატურნირო პრესკონფერენცია

altკვარაცხელია - ყურადღების ცენტრში არასაფეხბურთო ამბებით - როგორ უნდა გავიგოთ ხელფასზე მსჯელობა...

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩა იმედია გაიპარსები და გაიკრიჭები ეგეც საჭიროა
rembo
26 აგვისტო 2023 11:26
1
რაგბი ტესტ-მატჩია. ასე კიდევ ბევრი რამის დაწერა შეეძლო, მაგრამ ხომ ვიცით, რომ მსოფლიოზე პირველ თამაშს და ხვიჩას ვერაფერი გადაწონის
@-ს
26 აგვისტო 2023 06:12
0
წარმატებები ჩვენებს, რაგბისტები რატომ დაგავიწყდა ავტორ? მინუსი ჩემგან!
@
25 აგვისტო 2023 21:58
3
ჩვენ თუ რამეს ვიზამთ, სამწამიანით, აბა სხვა რა გამოგვდის? ვინც არ უნდა ჰყავდეს, კაბო ვერდე თუ ვერ დავამარცხეთ, არ ყოფილა საშველი. რეალის ცენტრია და ევროპაშიც არ გვყავს ნაკლები ცენტრი გიოს სახით და სანდრომ უნდა დაგლიჯოს
zura222-ს
25 აგვისტო 2023 14:18
1
ზუსტად! 2ჯერ იყო შერმადინი ლიგა ენდესას MVP. ცოტა მეტი თავდაჯერება გვჭირდება ყველას, მაყურებლიან მოთამაშეებიანად... "გოგოსიან ბიჭიანა"
რა მაფიაა?
25 აგვისტო 2023 17:04
0
რაც რაც მოსამზადებელი თამაშები ჩავატერეთ სამწამიანი პირწმინდად წავაგეთ ფარზე ძალიან სუსტად ვითამაშეთ არადა ზუსტად სამწამიანის იმედად უნდა ვიყოთ პირველ რიგში-შემადგენლობას რომ შეხვედოთ ერთერთი საუკეთესო მაღალი შემადგენოლბა გვყავს ჯგუფში კი არა მთელ ჩემპიონატშიც (შერმადინი ბითაძე შენგელია მამუ) და იმ გუნდებს არ ყავდათ ტავარეში რომელიც ობიექტურად მსოფლიოს საუკეთესო ცენტრია(ნბა ს ცენტრებს თუ არ ჩავთვლით)გიოს მაგრა უჭირს ტავარეშთან თამაში სულ ფიზიკჯაში ჯობნიდა ის ! მაგრამ კაბო ვერდეს აუცილებლად მოვუგებთ ტავარეშმა 50 ქულაც რომ ჩააგდოს და 30 ბურთიც მოიგოს ფარზე ! იმოტომ რომ დანარჩენები ჭ და ჰ კლასის " მოთამაშეები ყავთ და მაგათ თუ ვერ მოვუგეთ მაშინ მსოფლიოზე არაფერი არ გცესაქმება ეგრევე უნდა დაიხურონ ქუდი და წამოვიდნენ სახლში !
zura222
25 აგვისტო 2023 15:54
1
კაბო ვერდესთან ტავარეში არ იქნება ? და თუ იქნება როგორ გვექნება უპირატესობა 3 წამიანში ? და ნაპოლიში კი ხგვიჩამაც და რასპადორიმაც (ან ელმასმა) ძირითადში უნდა ითამაშონ და ხშირად გაცვალონ ადგილები ! შარშანდელისგან გაბსხვავებული სტილით უნდა ითამაშოს ნაპოლიმ შეტევაში იმიტომ რომ ჯერ ერთ ერთფეროვნება არ ვარგა და მეორეც კვარას მუდმივად მარცხენა ფლანგზე თამაშმა შ არსან მარტო სეზონის პირველ ნახევარში გაამართლა და მეორეში მეტოქე გუნდებმა უკვე დაამუღამეს ეგ სტილი და ამოკეტეს კვარა და სპალეტი კი ვირზე შეჯდა და არ ცვლიდა ტაქტიკას @ იმედია გარსიას ვირი არ ყავს ! თანაც უკვე ბევრჯერ დაიწერა რომ გარსია 4-4-2 ტაქტიკას აბიჭებს უყირატესობას
zura222
25 აგვისტო 2023 14:09
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული