საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.

პირველ მეოთხედში სამხრეთამერიკელებმა თორნიკე შენგელია ვერა და ვერ გააჩერეს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საწყის 10-წუთეულში თავი 12 ქულით გამოიჩინა. საბოლოოდ, ტაიმი 24:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ვენესუელას დიდი უპირატესობით გაექცა, სათადარიგოები კვლავ მშვენივრად გაისარჯნენ და ჩვენც 42:23 ვიმარჯვეთ.

მესამე მეოთხედში გიორგი შერმადინის ნაცვლად ბერძენმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე გამოიყვანა და
მესამე ათწუთეულშიც პირველი ორი ქულა თავად მოიპოვა. ზოგადად, ბევრი ტექნიკური წუნი იყო, თორნიკე კი კვლავ ვერ გააჩერეს და საკუთარ მონაგარს 11 ქულა დაამატა.

მეოთხე მეოთხედში დაჭერილი უპირატესობა აღარ გაგვინიავებია და საქართველომ ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
ზუროსის დრო მორჩა.ამ ნაკრებმა თუ რამე გააკეთა თავისით და არა მწვრთნელით.უაზრო ტარება ბურთის ,არასწორი პასები, უამრავი შეცდომა და ვაგებთ.სლოვენიის დონეს ჩვეულებრივად ვითამაშებდით შეცდომებზე რო ვსწავლობდეთ. Ყველა თამაში რაც წავაგეთ წავაგეთ ამ შეცდომებით თორე სროლაც იციან ჩატენვაც და გადატენვაც.ვიღაცამ ხო უნდა დაარიგოს ეს ბიჭები რო მობილიზება გააკეთონ საკუთარ ფარზე მოხსნებზე, ზუსტ პასებზე, გარბენზე, ჯარიმების რეალიზებაზე ნაკლები ჯარიმის აღებაზე კაროჩე რა ზუროსმა ამოწურა.30 წამში 8-9 ქულას არ უნდა იღებდე ამდენი შეცდომით
Ლადო
30 აგვისტო 2023 17:57
12
სროლა შეიძლება არ წაგივიდეს ან სულაც ვერ ესროდე ისე როგორც ევროპელი ტოპ-სნაიპერები, მაგრამ გამართულ კალათბურთს თამაშობდე. გუნდს კაპიტანი ჰყავს დაბალი დონის. ერთი ჩატენვა და თუნდაც 5 არ იგებს თამაშს. შენგელია პირველ თამაშშიც გადარჩა ტექნიკურს კალათზე უაზრო კონწიალის გამო. ასეთი ტექნიკურები და ქულების ჩუქება უპატიებელია. ლიდერი უფრო დინჯი უნდა იყოს. თუნდაც სანაძესთან წაკინკლავებაში გამოჩნდა, რომ რაღაც ვერ არის კარგად. ლიდერები ისე აგვარებენ, რომ ხალხი არ აიჯანყონ. რატისაც ცოტა უხეშად მოსთხოვა ერთი-ორჯერ ბურთი. მაგრამ რატი პატარაა მაინც და ვერაფერი უთხრა. არ გამიკვირდება მთლად კარგი სიტუაცია არ იყოს გასახდელში. ბითაძეც პატარა ბიჭია, მაგრამ დარწმუნებული ვარ კაპიტანს უხეში მოპყრობა გაუტაროს. შერმადინი ნამეტანი წყნარია და ის უბრალოდ ვერ იქნება ლიდერი. ერთი ცინცაძე დარჩა ვისაც ცოტა ასაკი უწყობს ხელს, მაგრამ შენგელიაზე უარესია გადაწყვეტილებებში. having said this :)) მიხარია, რომ გავედით, მაგრამ იმედი არა მაქვს. ვაღიაროთ, რომ 2 ძალიან სუსტ ნაკრებს ვძლიეთ. თუნდაც ფინეთის დონის გუნდი რომ გვყოლოდა მეტოქედ ჯგუფში, რომელმაც ყველა წააგო, ვერ გავიდოდით.
odala
30 აგვისტო 2023 15:12
24
ბოღმისგან არ გასკდეთ
ჯონდო
30 აგვისტო 2023 15:53
7
მარტო ზუროსს ნუ დავაბრალებთ, როგორც ჩანს ყურიდ გდება არ გვიყვარს მწვრთნელისთვის, თავის დროზე გორდონ ჰერბერტი უსახელოთ გავაგდეთ ნაკრებიდან, მარა ქე ვხედავთ როგორ ათამაშებს გერმანიას და რა დონეცაა.
ეეე
30 აგვისტო 2023 20:05
1
ხო ხო ხო
კლავიატურაზე კაია კაკუნი
მსოფლიოზე 16 ეულში ვართ
რაღა გინდათ ხალხო, ისიამოვნეთ.
ახლა ვნახოთ კიდევ დანარჩენი
თენგო
30 აგვისტო 2023 17:26
12
ვენესუელას და კაბო ვერდეს ვჯობივართ - იგევია მაგ 16 გუნდში ყოფნა და თუ მხოლოდ ეს არის საამაყო ... წინ დაჯექით.
???
30 აგვისტო 2023 18:07
15
რამ შეგსზიზღათ ეს ქვეყანა ასე რამ გაგაბიროტად მსოფლიოს 16 ქვეყანაში მოვხვდით ეს პატარა ქვეყანა
Soso
30 აგვისტო 2023 16:57
13
თუ მომატების რესურსი არაა, ასეთი თამაშსით გერმანია და ავსტრალია დაგვანგრევს!
ორდე
30 აგვისტო 2023 14:07
9
გილოცავთ შემდეგ ეტაპს.თამაში ეპიზოდებში ძალიან კარგი აქვს ნაკრებს, მაგრამ მომენტებში ვერც იცნობ იგივე გუნდი თუ თამაშობს.ბალანსი თუ არ დავიჭირეთ რაიმენაირად.სხვა შემთხვევაში გერმანია ავსტრალიასთან უშანსოდ წავაგებთ.იმედი მაქვს გაანალიზებენ თამაშს და ორივე თამაშში 200% დაიხარჯებიან.შედეგი უდაოს უკვე რომ მშვენიერია, მაგრამ მეტის ამბიციაც უნდა გვქონდეს.
Giorgi
30 აგვისტო 2023 15:07
0
ზუროსი ზუროსი კარგით რა კაცმა გუნდი გაიყვანა მსოფლიოზე.
თემური
30 აგვისტო 2023 16:54
3
რას აკეთებს ზუროსი სრულიად გაუგებარია. სანდრო მამუკელაშვილი ცუდად ყავს ამოჩემებული აშკარად. ანდრონიკაშვილის თამაშს კი ფედერაცია აიძულებს ეტყობა.
guram
30 აგვისტო 2023 14:46
22
შერმადინი ელექტროშოკით რო დამუხტონ არ შეიძლება?

ჯინჭარაძე...ჯინჭარ მიდი ჯიგარი ხარ!

ნუ შენგელიაზე რომ დატიტრეს მისი ეფექტი და ბანანამ არ დააკომენტარა...ყველაფერზე ლაპარაკობ რაც არაა ხოლმე საჭირო და ამაზე ჩაიგუბე ხო ბორჯომი პირში?

დანარჩენი რავი...მამუ ოქ..

თედო ისეთი მასტია რთულ თამაშებს უფრო თამაშობს..

ნუ სანაძემ ხაზს ფეხი ისევ დააბიჯა და იმედები არ გამიცრუა..რომელიმე ბუქინგ კანტორა არ იღებს ფსონებს მაგის ფეხის დაბიჯებაზე? კიდის ხაზს მგონი სანაძის ხაზი ეწოდება მალე





გივი
30 აგვისტო 2023 16:14
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული