თორნიკე შენგელია: ამით არ ვკმაყოფილდებით - გერმანიას და ავსტარალიასაც აქვთ სანერვიულო

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელის დამარცხების და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გააკეთა:

"ტურნირზე ჩვენი მიზნის პირველი ეტაპი შევასრულეთ. ალბათ, ბევრს ეგონა, აქ შემთხვევით ვიყავით და მარტო მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედით, მაგრამ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ვართ უფრო მეტი, ვიდრე ერთი უბრალო გუნდი პატარა ქვეყნიდან. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ჩემი გუნდით, ჩემი მწვრთნელებით. ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აქ იმყოფებოდა და რომელიც საქართველოდან გვქომაგობდა. მათი გვერდში
დგომა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყოველ წუთს იგრძნობა მოედანზე. ჩვენ ეს შევძელით, ყველანი ძალიან მიყვარხართ.

ყველამ იცის და ახსნა არ სჭირდება, რას წარმოადგენენ გერმანიის და ავსტრალიის ნაკრებები, თუმცა თამაშს მარტო სახელები არ იგებენ. მათაც, ალბათ, აქვთ სანერვიულო, რადგან ჩვენ წინააღმდეგ უნდა გამოვიდნენ და 100%-ით დაიხარჯონ. როგორც ჩვენ გამოვედით პირველი წუთიდან, ბრძოლისუნარიანობით, კონკურენტუნარიანობით უნდა გავიდეთ ყველა მატჩზე. გახარებულები ვართ, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდებით. ყველა შეხვედრას მოსაგებად ვატარებთ, ასე რომ, წინ დიდი ბრძოლები გველოდება".

მკითხველის კომენტარები / 30 /
თოკო სწორი მიდგომაა. არც ავსტრალია არც გერმანია არ არის აშშ-ს დრიმ თიმი.ასე რომ დაშვება, წარმოდგენია ნამდვილად შეიძლება მაგ თამეშების მოგების.კარგია 16 გუნდში შესვლა მაგრამ რატომაც არა მეტი? ვინ დაგვიშალა ოცნება მეოთხედფინალზე? სრული მობილიზებით,მაქსიმალური დისციპლინით,ერთმანეთის დაზღვევით და დაცვაში იდეალური თამაშით შანსი ჩვენც გვექნება.წარმატებები და აბა თქვენ იცით გაახარეთ საქართელო.
giorgi
22:34 30-08-2023
5
თუ მაგფადენმა და შერმადინმა იპოვა თავის დაკარგული თამაში თუ იღბალი და გოგა და სანდრო თუ ცოტა მეტს აიღებენ თავზე, ჯინჭარაძე და დუდა გაიტაცებენ და პარკეტიდან გააქრობენ შერიოდერს, ეგებ გამოვიდეს რამე.დდდ
რრრ
22:59 30-08-2023
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული