ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა, მეორე ეტაპზე კი ორივე მატჩი დათმო და მომდევნო რაუნდში ასპარეზობას ვერ გააგრძელებს, თუმცა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშის უფლემა მოიპოვა. ავსტრალიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი ჩვენი გუნდის თავკაცმა ილიას ზუროსმა გააკეთა.

ბერძენმა მწვრთნელმა თქვა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა, რასაც ულოცავს კიდეც, საქართველოს ეროვნული გუნდისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება განსაკუთრებული მოვლენა იყო, იმაზე მეტს მიაღწიეს, ვიდრე ეგონათ, ამაყობს შეგირდებით და მადლობას უხდის იაპონიაში მხარდასჭერად ჩასულ
გულშემატკივრებს.

"ნაკრებში გატარებული 8 წლის შემდეგ ასე დასრულება ძნელია, ახლა ჩემი განცდების გადმოცემა მიჭირს, მიყვარს ჩემი თითოეული კალათბურთელი და ქვეყანა. მადლობა ყველაფრისთვის. თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად. ამ გუნდში საკუთარი გული და სული ჩავდე", - დასძინა ზუროსმა.

მკითხველის კომენტარები / 20 /

ისე,ცნობისათვის- სლოვენიიამ- გერმანიასთან 29 ქულით წააგო,ჩვენზე მეტი,თან ჩვენმა უკანა ხაზმა რომ თამაში საერთოდ ჩააგდო, ასე რომ-ნაკრებს კრიტიკა,და არა ლანძღვა- გინება(!),
მოკლედ, კალათბურთიც ჩვენი სპორტია,მით უმეტეს რაგბი-ჩვენი თამაშია,წყალბურთიც ჩვენია,და ხელბურთიც...ყველა გუნდური სპორტის სახეობაც და მალევე გამოჩნდება, როცა ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვავითარებთ-განვამტკიცებს,მით ეკო-კას რეალურად ავაღორძინებთ-ხელისუფლებაში ადეკვატური ძალების მოყვანით.
შეგახსენებთ-არამარტო ევროზონის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი სახელმწიფო ვართ-კატასტროფული ემიგრაც-ლი გარემოთ (მოიძიეთ ემიგრაციის დონე და მშპ-ერთ სულ მოსახლეზე) და ამ დროს ეროვნული ნაკრებები-მსოფლიო ჩემპიონატებზე (!)

თავისთავად-ნაკრებში ცვლილებებია საჭირო,
ზუროსს მადლობა,მაგრამ ახალი არის საჭირო,
ნატურალიზებული-გამთამაშებელზე მეტად- სნაიპერი ფორვარდი გცჭირდება,მინიმუმ-5-3-ანს რომ აკეთებს თამაშში,
ლიკლიკაძესა და ტურძელაძეში ნიჭი არის,
ბითაძე და მამუკელაშვილმა ლიდერობა უნდა აიღოს,
ახალგაზდობაზე მეტი ყურადღებაა საჭირო,

და რაც მთავარია-კალათბურთის ფედერაციში სერიოზული ცვლილებებია საჭირო,მეტი პროფესიონალები,კარგი და გაცილებით აქტიური მენეჯერები გვჭირდება.

ბოლო- ბოლო რაგბიდან ხომ არ მოვიყვანოთ -კარგი მენეჯერები(?!),რომ ევროპული კალათბურთის ფედერაციასთან გაცილებით აქტიურად იმუშაონ-დაუახლოვდნენ,მით პასუხისმგებლობა განავითარონ,
საკლუბო კალათბურთში-შიდა ჩემიონატში გავილებით მეტი ფინანსები ჩაიდოს,მეტი ტვ- მედუა-ცნობადობის გაზრდისათვის...
შიდა ჩემპიონატიდან ცალკე,მე-2-ე ნაკრებიც რომ გავაკეთოთ,ან ე.წ. ,,ჩელენჯი,, ...
მოკლედ გაცილებით მეტი მუშაობაა საჭირო და შედეგებიც გაიზრდება.


გლახუნა
16:20 04-09-2023
0
Odala ბრძანდებით თუ კოდალა, მაგრად კი უკაკუნებთ
Odala-ს
13:32 04-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული