გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი საშინაო მატჩი გიორგი ცინცაძისთვის ბოლო იქნება! ეროვნული გუნდის რეკორდსმენი მოთამაშე სანაკრებო კარიერას ასრულებს. ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სერბეთთან, გიორგი ცინცაძისთვის 217-ე იქნება. ჩვენი გამთამაშებელი ყველა სახეობაში, საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული თამაშებით ქვეყნის აბსოლუტური რეკორდსმენია! გიორგი ცინცაძემ პირველი სანაკრებო მატჩი 2004 წელს, ფინეთის წინააღმდეგ, გამართა და მას შემდეგ იგი ეროვნული ნაკრების ყველა მიღწევისა და წარმატების მონაწილე იყო!

ეროვნული ნაკრებიდან გიორგის გაცილებაში მონაწილეობა კალათბურთელებთან ერთად იმ გულშემატკივრებსაც შეეძლებათ, რომლებიც 26 თებერვალს სერბეთთან გასამართ მატჩს დაესწრებიან!

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმოქროს თაობის უკანასკნელი მოჰიკანი,სტოვებს საქართველოს ნაკრებს.19 წელია,ნაკრებში თამაშობს და მისი ფარდი შემცვლელი,ჯერაც ვერ გამოვზარდეთ.მრავალი ტრავმის მიუხედავად,ბოლომდე ემსახურა ქართულ კალათბურთს და საკუთარი ჯანმრთელობა,არასოდეს დაუზოგია.მახსოვს,ნაღრძობი და გასიებული კოჭით,მეორე დღეს,მაინც რომ გამოვიდა და რაღაცა დონეზე,მაინც დაეხმარა,ნაკრებს.ისიც ძალიან მძიმედ მახსოვს,ახლაც და მაშინაც ჩასაფრებულმა "შპანამ",რამდენი შეურაცხყოფა მიაყენა,ცუდი თამაშის გამო.სამწუხაროდ გმირების ჩაქოლვა,ხვიჩა კვარაცხელიადან არ დაწყებულა.გიორგი ცინცაძე კი,მართლაც გმირი იყო.მის არყოფნაში,კიდსევ უფრო მძაფრად გამოჩნდება ჩვენი უკანა ხაზის პრობლემები და უფრო აშკარად დავინახავთ,რა ძალა დავკარგეთ.იმედად დავიტოვოთ,რომ ახალგაზრდებიდან,მალე დაწინაურდება ვინმე და ღირსეულად შეცვლის გიო ცინცაძეს.თვითონ გიორგის,სამომავლოდაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ და იმედია,მწვრთნელობას თუ მოინდომებს,იქაც ისეთივე ორიგინალური აზროვნებისა იქნება და დიდ შედეგებსაც მიაღწევს.
სოსო
18:16 25-01-2024
0
მადლობა ბუს და წარმატებები მას მომავალში! უამრავი ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი პასის შემოქმედი!
llcl
18:06 25-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული