საქართველო VS სერბეთი. ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაცი ეტაპის პირველ საშინაო თამაშს სერბეთის წინააღმდეგ 26 თებერვალს, 21:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.

სერბეთთან მატჩი ბოლო იქნება გიორგი ცინცაძისთვის, რომელიც 20 წელი იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია!

სერბეთთან მატჩზე დასწრებით გულშემტკივარს შანსი ეძლევა, თვალი ადევნოს გიორგი ცინცაძის 217-ე სანაკრებო მატჩს და რეკორდსმენი კალათბურთელი ნაკრებიდან გააცილოს!

გულშემატკივრები ბილეთების შეძენას tkt.ge-ზე შეძლებენ! tkt.ge/Basketball

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს, თამაშზე საათ-ნახევრით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის
„თბილისი არენის“ კარი 20:00 საათიდან გაიხსნება.

მაყურებელთა საყურადღებოდ:

პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.

მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასი განსაზღვრულია 20-დან 80 ლარამდე.

მე-2 იარუსი – 20, 25, 30, 35-ლარიანი ბილეთები.
1-ელი იარუსი –40, 60 და 80-ლარიანი ბილეთები.
ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე
უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს!

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს "პირველი არხი" – www.1tv.ge.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაფერი კაი,ზუსტად ერთ თვეში ახალი ციკლი იწყება და რა თამაში გვაქვს პირველივე.მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან.კალათბურთის ფედერაციას კი სძინავს საღათას ძილით.ჯერ მხოლოდ ის ვიცით რომ ცინცაძე ბოლო თამაშს ჩაატარებს.მადლობა ბუს ყველაფრისთვის მაგრამ.მწვრთნელი დავნიშნეთო,მარა არც წარდგენა და არც არაფერი,ვინაა და სადაა იცით ვინმემ?ფოტოთი ვიცით მხოლოდ.ამერიკელი ისევ არ გვყავს სავარაუდოდ თუ ისევ 80-ს მიტანებული მაკფადენი ჩამოვა კაცმა არ იცის.კალათბურთის ფედერაცია გაიღვიძეთ....
Master
13:50 26-01-2024
0
გიოს კი გავაცილებთ მაგრამ ნაკრების მომავალზე არავინ ფიქრობს?! სანიკიძევ და ფედერაციავ, დროულად გაინძერით თორემ მოვიდა თამაშების დრო, ხოლო ახალი ნატურალიზებული მოთამაშე ისევ არ ჩანს! სასწრაფოდ თუ არ მოგვარდა ეგ საკითხი, თებერვალში ორივე თამაშს წავაგებთ
fani
23:05 26-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული