საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები, რომელსაც მცირე დისკომფორტის გამო შენგელია ვერ დაეხმარა, რიგაში ლატვიასთან 55:83 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, კორსანტია, ტომასონი, ბითაძე, მამუკელაშვილი. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 17:13 მოიგეს, შემდეგ უპირატესობა გაზარდეს და პირველი ტაიმი 45:24 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები შედარებით უკეთ თამაშობდა, სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა, თუმცა მესამე პერიოდის წინ ტაბლოზე 58:41 დაფიქსირდა, დასკვნით მეოთხედში კი ლატვიელები დომინირებდნენ და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენი გუნდიდან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი
მამუკელაშვილი იყო. ბითაძემ 7 ქულა ჩააგდო, ხოლო  ანდრონიკაშვილმა - 6.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს ფილიპინებთან ჩაატარებს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

altსაქართველოს ნაკრები იურმალიდან რიგაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა

მკითხველის კომენტარები / 46 /
ყველაფერს მთლად ნუ დავაბრალებთ კალათბურთელებს მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან...წავლენ ბებრები და ახლები საერთოდ არ გვყავს.
მაგრამ არის რაღაც რაც მოტივაციის ტოლფასია.
ფეხბურთელებმა ევროპის ჯგუფიდან გავიდნენ და ცამდე აიყვანა მედიამ და მთავრობამ....
კალათბურთელებს ოლიმპიადაზე გასვლის რა შანსი აქვთ არ ვიცი მარა ყურადღება და გაზიარება ყურადღება მაინც ჭირდებათ ხალხის გვერდში დგომა...და არავის არ არ ახსოვს კალათბურთი არადადა უფრო მეტის შედეგის დადება შეიძლება....ასე რომ კალათბურთს ვასამარემთ მთლიანად ....
მსოფლიოს ჯგუფიდან გავიდნენ და რა ვითომ აქაც არაფერი....იციან თუ არ იციან თამაში მოტივაცია ნული აქვთ...
ასე რომ ჩვენც ბევრს ვაშავებთ განსაკუთრებით მედია
ადამიანი
03 ივლისი 2024 23:01
0
ესეთი უტვინოები როგორ არიან ფედერაციაში და სამწვრთნელო შტაბში!!! ბოლოს პრაქტიკულად შეეგუენ წაგებას და წააგეს 28 ქულა. მათემატიკა სკოლაში არცერთს არ უსწავლია, ნამდვილი ოროსნები იყვნენ. ლატვიამ თავი არ მოიკლა ფილიპინებთან და 9 ქულა წააგო. ეხლა ჩვენ ფილიპინებს უნდა მოუგოთ 19 ქულა. მეტი არაა ჩემი მტერი. მოკლედ სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია სახლში უნდა წავიდეს. არაფრის მაქნისები არ არიან. ოროსნები! მაგ როგორ ვერ იფიქრეს, რომ ლატვიას ფილიპინებისთვის შეიძლება მიეცა თამაში ან შემთხვევით წაეგო!
სტუმარი
03 ივლისი 2024 22:40
0
19 ქულით უნდა მოვუგოთ იმ ფილიპინებს, რომლებმაც ის ჩაუტარეს ლატვიას, რაც ჩვენ ჩაგვიტარა ლატვიამ...
დდდ
03 ივლისი 2024 22:19
0
გამთამაშებელი არ გვყავს, მსროლელი არ გვყავს.
მწვრთნელი ასისტენტი ბოისა და ცენტრი ლონდარიძე.
ტაქტიკა - მიეცი ბურთ შენგელიას და როგორც უნდა ისე ჩააგდოს.
ტაქტიკა 2 - თუ შენგელია არ არის, მიეცი ბურთ მამუს და როგორც უნდა ისე ჩააგდოს.
ტაქტიკა 3 - თუ მამუც არ არის მაშინ დაგვერხა და ეგაა.

სასირცხვილო ფედერაციავ, ნეპოტიზმში და კორუფციაში რომ იხრჩობით, მალე მოგეკითხებათ.
dd
03 ივლისი 2024 21:17
0
ოლიმპიური პრინციპი, მთვარია მონაწილეობა
ბაბაიაგა
03 ივლისი 2024 18:25
1
ქართული კალათბურთის აღმავლობის ხანა დამთავრებულია! ამჟამინდელი ნაკრები გადაიქცა საშუალოზე დაბალი კლასის გუნდად, რომელიც არათუ ოლიმპიადის ან მსოფლიოს, არამედ აწი ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზურსაც ვეღარ მოიპოვებს. ამაზე სრულად არიან პასუხისმგებელი ფედერაციის ხელმძღვანელები. ვიქტორ სანიკიძე იმდენად კარგი სპორტსმენი იყო და ისე გვიყვარდა ხალხს, რომ ვერ წარმომედგინა თუკი ასეთი ცუდი მენეჯერი იქნებოდა. ამას დავუმატოთ ფედერაციაში გამეფებული სრული ნეპოტიზმი და დილეტანტიზმი, რაც გამოვლინდა ყოვლად უვარგისი ლეგიონერისა და მწვრთნელის შერჩევაში. ვინც ამ ჯიკიჩზე და ტომასონზე გააკეთა არჩევანი, მათ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ! მასეთნაირები კონა ათ შაურად ყრია არათუ ევროპაში, არამედ საქართველოს ჩემპიონატშიც. და რატომ ვერ მოინახა უკეთესები?! მავანნი იტყვიან რომ მაღალი დონის მწვრთნელი და მოთამაშე ვერ დავითანხმეთო. ჰოდა, ეს ყველაფერი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ კალათბურთის ფედერაციაში არაპროფესიონალები სხედან, რომელთაც არ გააჩნიათ გონივრულად მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარები! შედეგად, მივიღეთ ნაკრების სრული დეგრადაცია, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დანიასთან და სერბეთთან მარცხებით, ხოლო ამ ჯერზე უბრალოდ დადასტურდა. წავიდნენ ვეტერანები (ცინცაძე, ბერიშვილი), ალბათ მალე წავა შერმადინიც და ამ დროს მომავალი როგორია? კიდევ უფრო უარესი! ჰორიზონტზე არავინ არ ჩანს პერსპექტიული (მაქსიმუმ ბახტაძე), ხოლო შენგელიაც რომ წავა, მაშინ ნაკრებს უკვე სუსტი გუნდებიც მოუგებენ (ალბანეთი, პორტუგალია, რუმინეთი და ა.შ.)
მწარე სიმართლე
03 ივლისი 2024 16:45
0
სასწრაფოდ უნდა მოაცილონ ტომასონი და მწვრთნელი ორივე კატასტროფაა
fan1
03 ივლისი 2024 15:02
1
სრულებით ვიზიარებ გულშემატკივართა აღშფოთებას ნაკრების ფიასკოსთან (მეტად მოსალოდნელ!) დაკავშირებით. ამ ვითარების მთავარი "შემოქმედი" არის ფედერაცია, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადადგეს და ასპარეზი მისცეს პიროვნებებს, რომლებსაც ექნებათ კონკრეტული პროგრამა კალათბურთის ხელახალი აღორძინების საქმეში. ამას დავუმატოთ ქალთა ნაკრების კატასტროფული გამოსვლა მცირე ქვეყნების გუნდების ფონზე /როდესაც ჩვენ გვყავდა ასიტაშვილი, ქველიძე, დურმიშიძე, ჯანელიძე, ჯაფარიძე, რუსკინა-კოვზირიძე, მხეიძე!, ამ დროს ანდორაში, სომხეთში, მალტაში და ა.შ. კალათბურთის თამაშს იწყებდნენ/, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს რომ საკალათბურთო მეურნეობაში ყველაფერი მოშლილია. თითქმის 75-წლიანი საგულშემატკივრო სტაჟი გამაჩნია და კარგად მახსოვს, რომ 50-60-იან წლებში საქართველოში რეალურად სულ სამი საკალათბურთო სკოლა არსებობდა - ნორჩი დინამოელი (აბაიშვილი), ე.წ. "ტონო" (კეკელიძე) და ქუთაისში (თორთლაძე) და რა დონის კალათბურთელები გაიზარდა მათ ხელში. ამჟამად მომრავლდა სხვადასხვა აკადემიები, მაგრამ სად არის შედეგი. თუ 90-იან უსინათლო და არეულ წლებში მოხერხდა შემონდ უილიამზის ჩამოყვანა, როგორ დავიჯერო რომ აშშ-ში ან ევროპაში ვერ მოიძებნა კვალიფიციური გამთამაშებლის მოძიება. ჩვენი ძლიერი შემტევი სამეულის პოტენციალი გამოუყენებელი დარჩება, თუ მათ კარგი პირველი ნომერი არ ეყოლებათ. შედარებისთვის, შერმადინი ნაკრებში იმის ნახევარსაც ვერ აჩვენებს რასაც ესპანეთში ახერხებს, სადაც მას ჰყავს უბერებელი უერტასი!მოკლედ საქმე დროზეა მისახედი, თორემ ოლიმპიადა კი არა, ევროპაც სანატრელი გაგვიხდება.
თემური
03 ივლისი 2024 13:09
1
ესენი ზუროსის ხანას სანატრელს გაგვიხდიან. სუყველა გასაყრელია ვინც ნაკრებზე აგებს პასუხს!!!!
ეჰ
03 ივლისი 2024 11:56
1
ამ გამოქლიავებული ტომპსონის ჩამომყვანი პასუხისგებაშია მისაცემი ერის შეურაცხყოფისათვის!
გაიგე ანზორი?
03 ივლისი 2024 11:03
1
100%. მაკფადენი არი ჯორდანი ამ ტიპთან შედარებით.
4444
03 ივლისი 2024 13:16
2
ლონდარიძეს და კორსანტიას დონჩიჩიც რომ ჩაუსვა გუნდში, 10 ქულას ან აიღებს და ან არა ...
დდდ
03 ივლისი 2024 12:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული