შენგელიას და ბოლდუინის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა პრინციპულ მატჩში ფინეთს სძლია

AutoSharing Option
ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტურში, G ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ქალაქ ესპოოში ფინეთი 90:83 დაამარცხა.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ახალი ნატურალიზირებული ამერიკელი ლეგიონერი ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები თავიდან შეტევაში უკეთ თამაშობდნენ, 9 ქულით გაქცევა მოახერხეს, პირველი მეოთხედი კი 25:20 მოიგეს. მეორე პერიოდში ჩვენმა გუნდმა რიგი შეცდომები დაუშვა, შედეგად ფინელები 13 ქულით დაწინაურდნენ. სანაძემ ორი ზუსტი სამიანით უპასუხა, ანდრონიკაშვილმა ერთით, შერმადინმა 4-ჯერ ჩააგდო საჯარიმოდან ბურთი და პირველი ტაიმი 43:48 დავთმეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეტოქემ, რომელიც ფარს გვიგებდა, 9-ქულიანი გაქცევით გვიპასუხა. ჩინებულად მოთამაშე ბოლდუინის და შენგელიას ძალისხმევით დასკვნითი მეოთხედის წინ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება (62:63) მოხერხდა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში ჩვენი გუნდი პირველად გავიდა შეხვედრაში წინ, შენგელიას სამი სამიანით და ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი კომფორტული 12-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვეთ, მასპინძლებმა სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანეს, სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 24 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 23 ბოლდუინმა, 10 შერმადინმა, 9 სანაძემ, 7 ბურჯანაძემ, 6-6 ანდრონიკაშვილმა და ჯინჭარაძემ, 5 კი ფევაძემ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველად მოიგო და 24 ნოემბერს ფინეთს თბილისში მიიღებს.

altშენგელიამ "ვირტუსს" "ფენერბაჰჩესთან" ულიდერა და ფინეთში გამოფრინდა

მკითხველის კომენტარები / 44 /
უცხოელი ნაკრებში არ ვიცი რამდენად სწორია.
აჯობებს ისევ ჩვენი კადრებით ვცადოთ.
მესმის რომ პრობლემა გვექნება, მაგრამ ეროვნული ნაკრები ეროვნული ნაკრებია
გენა
16:45 22-11-2024
9
გილოცავთ ყველას, ძალიან მაგარი მატჩი მოვიგეთ. მეთოდურად, პრაგმატულად და ტაქტიკურად. ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა პერიოდის გაუმჯობესებით და ინტენსივობით.
იმ გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, ვინც გუნდურობას და შეთამაშებულობას აკრიტიკებს. წარმოიდგინეთ, გუნდის კაპიტანი და ლიდერი, ასევე მტავარი მექულე მატჩში, თამაშიც დღეს უერთდება გუნდს და ერთობლივი ვარჯიშის შემდეგ შედის პარკეტზე პირდაპირ. ასევე გუნდის ლეგიონერი და მეორე მექულე ამ მატჩში, პირველ მატჩს ატარებს გუნდთან, ადაპტაციის გარეშე. რა შეთამაშებაზე და გუნდურობაზე აპელირებთ?... და კიდე შერმადინს როგორ ვერ იყენებენო, ესპანეთის მვპ-სო? გუნდში ფაქტიურად 3 ნომერი რ გვყავს ვინც შერმადინის პროდუქტიულობა უნდა გაზარდოს შეტევაში (მისი კლუბისგან განსხვავებით), და დაცვაში ფარის წაგება მის კისერზეცაა დიდწილად.
ფინეთთან თბილისში ეს კომპონენტები გაუმჯობესებული იქნება, და კიდე უფრო კარგი იქნება მაშინ, როდესაც გუნდი კვირეების განმავლობაში იქნება ერთად და სრული შემადგენლობით მოემზადება. ინდივიდუალური შეტევები (თოკო, ბოლდუინი) და მისი წყალობით მატჩის მოგებაც ტაქტიკის ნაწილი და ჩანაფიქრი იყო, და ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი.
Irakli Apkhaidze
13:37 22-11-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული