ჩენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ახალი ნატურალიზირებული ამერიკელი ლეგიონერი ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები თავიდან შეტევაში უკეთ თამაშობდნენ, 9 ქულით გაქცევა მოახერხეს, პირველი მეოთხედი კი 25:20 მოიგეს. მეორე პერიოდში ჩვენმა გუნდმა რიგი შეცდომები დაუშვა, შედეგად ფინელები 13 ქულით დაწინაურდნენ. სანაძემ ორი ზუსტი სამიანით უპასუხა, ანდრონიკაშვილმა ერთით, შერმადინმა 4-ჯერ ჩააგდო საჯარიმოდან ბურთი და პირველი ტაიმი 43:48 დავთმეთ.
მეორე ტაიმის დასაწყისში
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეტოქემ, რომელიც ფარს გვიგებდა, 9-ქულიანი გაქცევით გვიპასუხა. ჩინებულად მოთამაშე ბოლდუინის და შენგელიას ძალისხმევით დასკვნითი მეოთხედის წინ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება (62:63) მოხერხდა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში ჩვენი გუნდი პირველად გავიდა შეხვედრაში წინ, შენგელიას სამი სამიანით და ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი კომფორტული 12-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვეთ, მასპინძლებმა სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანეს, სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან 24 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 23 ბოლდუინმა, 10 შერმადინმა, 9 სანაძემ, 7 ბურჯანაძემ, 6-6 ანდრონიკაშვილმა და ჯინჭარაძემ, 5 კი ფევაძემ.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველად მოიგო და 24 ნოემბერს ფინეთს თბილისში მიიღებს.
შენგელიამ "ვირტუსს" "ფენერბაჰჩესთან" ულიდერა და ფინეთში გამოფრინდა
წარმატებები ლომებო!