ფინალის ტოლფასი მატჩი - ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქარველოს ეროვნული ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც დღეს დანიას დაუპირისპირდება, ცნობილია. თამაშის წინა დღეს, თბილისი არენაზე ალექსანდარ ჯიკიჩმა გენერალური ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც მის განკარგულებაში არსებული 15 კალათბურთელიდან 12 შეარჩია:

რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა მაზიაშვილი, კამარ ბოლდუინი, კახა ჯინჭარაძე, გიორგი შერმადინი, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, მათე ხატიაშვილი და გიორგი ოჩხიკიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ გასვლის ზღვარზეა. ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს დანიის დამარცხება სჭირდება, რომ ევრობასკეტის საგზური მოიპოვოს. თუკი დანიამ იმარჯვა, ევრობასკეტზე გასასვლელად ბოლო ტურში სკანდინავიურ
დერბიში ფინეთთან მოგება სჭირდება. ასე რომ, დანიელები მოსაგებად ემზადებიან და მათ თავი ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეს.

დანიამ 2017 წლის შემდეგ პირველად შეძლო შეივონ შილდსის ნაკრებში ჩამოყვანა. მან ამ ქვეყნის პასპორტი ამ წელს აიღო და ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ახლა კი, როცა დანიას ევროპასკეტზე გასვლის ისტორიული შანსი აქვს, ყველაფერი გააკეთეს ნატურალიზებული ამერიკელის თბილისში ჩამოსაყვანად.

ალექსანდარ ჯიკიჩის საზრუნავიც სწორედ შილდსის და კიდევ ერთი ევროვარსკვლავის, იფე ლუნდბერგის განეიტრალება იქნება, ამ 2 კალათბურთელზე ძალიან ბერი რამე იქნება დამოკიდებული.

ბილეთების ონლაინ-გაყიდვა TKT.GE-ზე მიმდინარეობს. მატჩი თბილისი არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ბილეთებზე ცოტა მეტი ფასი უნდა დაედოთ ...

აბა 75 ლარი რა ქართველის საკადრისია ? 110 ლარიც ცოტაა )))

წარმატებები ჩვენს ნაკრებს !!!
ბესო
05:04 21-02-2025
3
რა ფინალის ტოლი))) დანიასთან თუ წააგეთ სახლში ევროპირველობაზე რა გინდათ..სადამდე დავედით დანიასთან ხო დანიასთან თბილისში თურმე ფინალის ტოლი მატჩი გვაქვს და გვეშინია არ წავაგოთ..ისე შენგელია და შერმადინი რო წავლენ ძალიან მალე ვის ვაყენებთ ნაკრებში ამაერიკელები არ ჩამოვლენ იასნია..და ვისსსსსს??გადახედეთ თუ შეიძლება შემადგენლობას!!! არადა დანიას ერთი +30-35 უნდა ვუგებდეთ ყოველთვის..მაგრამ როგორც ის გალანდიელი ბოსკამპი იტყოდა მენტალიტეტ....
მაიცა რა
08:20 21-02-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული