მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე, ხოლო თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ბრწყინვალების ორდენზე არიან წარდგენილი

AutoSharing Option
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე, ხოლო კალათბურთელები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ბრწყინვალების ორდენზე არიან წარდგენილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს "ევრობასკეტის" საგზური. მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელებისა და გუნდის წევრების მთლიანად უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე.

ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილები ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ ორი
კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ასევე, გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე.

მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ვაა კაია!!! ნაცები და მისი სატელიტი პარტიები ღორების კოლტი!!!!!!
Korsava
10:58 26-02-2025
0
Parlamentis cevrebi rodis gaxdebian amat es qveyana tavianti kantora gonniat
Lasha
10:55 26-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული