იონას ვალანჩიუნასი: საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა, თუმცა...

AutoSharing Option
ლიტვის ნაკრების ცენტრმა იონას ვალანჩიუნასი საქართველოსთან ევრობასკეტი 2017-ის პირველი მატჩის კომენტარი გააკეთა.

"ნამდვილად ვერ გეტყვით, ხვალ რა მდგომარეობაში ვიქნებით. მოტეიუნასი დროულად ჩამოსვლას მოასწრებს თუ არა, ამის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია. ფაქტია, რომ ახლა 11 კალათბურთელით ვვარჯიშობთ და ამ მდგომარეობასთან შეგუება გვიწევს", - მღელვარებას არ მალავს ვალანჩიუნასი, რომელსაც ქართველთა მიერ მოსამზადებელ ციკლში ნაჩვენები შედეგები მხედველობიდან არ გამორჩენია.

"საკონტროლო თამაშებში დაფიქსირებული ანგარიშები ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა და ჩვენი დამარცხებაც მოახერხა. სხვა საქმეა, რომ გუნდების ნამდვილი შესაძლებლობები ევრობასკეტზე
წარმოჩინდება და ახლა სრული მობილიზების დროა", - თქვა ლიტველთა ცენტრმა.

- საქართველო VS ლიტვა - ვიწყებთ მეოთხე ევრობასკეტს!

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰოდა, გამოჩნდა აგერ, ევრობასკეტზე... დაგამარცხეთ კიდევაც . გაუმარჯოს საქართველოს !!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული