საქართველო VS უკრაინა - გასვლა-არგასვლის საკითხი

AutoSharing Option
3 სექტემბერს თელ-ავივში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ევრობასკეტი 2017-ზე B ჯგუფში მესამე მატჩს გამართავს.

ილიას ზუროსის შეგირდების მეტოქე უკრაინა იქნება.

ამ დროისთვის უკრაინის ნაკრებს ჯგუფში ორივე მატჩი აქვს წაგებული, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ გერმანიასთან წააგო.

- ილიას ზუროსი: ეს იყო წაგების მიზეზი

საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხი სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული.

გავესაუბრეთ უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ევგენი მურზინს, რომელმაც ჩვენი გუნდი შეაქო და აღნიშნა, რომ გერმანიასთან წაგება მისთვის მოულოდნელი იყო. მან უშუალოდ საქართველო უკრაინის მომვალ
მატჩზეც საინტერესოდ ისაუბრა.

"სიმართლე რომ გითხრათ გაკვირვებული დავრჩი საქართველოს ნაკრების მარცხით გერმანიასთან. საქართველოს ძალიან კარგი და ორგანიზებული გუნდი ჰყავს, რომელმაც კარგი შეხვედრები ჩაატარა, როგოც ტურნირის მოსამზადებელ პერიოდში ასევე ევრობასკეტზეც. მითუმეტეს, როცა ბერძნებს მათსავე მოედანზე უგებ და თასს იგებ, ეს კარგი შედეგია.

საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, რომლის მოთამაშეებსაც ვიცნობთ. ქართველებს სახელოვანი ნაკრები ჰყავთ და მომწონს მათი თამაში.

რის ხარჯზე შეიძლება საქართველოს ნაკრები დავაარცხოთ? საუკეთესო დაცვა და საუკეთესო თავდასხმა უნდა ვითამაშოთ", - თქვა მურზინმა.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრების მატჩი დღეს ჩვენი დროით 16:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
მკითხველის კომენტარები / 11 /
ცინცაძე არ არის სანაკრებო,არ იყო ლიტვასთან და საქმეც კარგად დამთავრდა.ზედმეტად თავდაჯერებულია,თითქოს მსოფლიო ვარსკლავია,არადა ძალიან უსარგებლოა,რაც გამოჩნდა კიდევაც ბოლო შეხვედრებში.
თენგო
23:48 03-09-2017
0
ჩვენი კალათბურთელების მიზანი იყო მხოლოდ ჩემპიონატზე მოხვედრა, მეტის გამკეთეთებლები არ არიან, მიზეზები: გუნდს არ ყავს სერიოზული რეზერვი, მოთამაშეებმა არ იციან სამქულიანების შესრულება, ახლა ორქლიანებიც დავამატეთ, დაღლილობა, სისწრაფეში ბურთის აჭრა, პასის კულტურა დაქვეითდა, ფარზე ვეღარ ვიბრძვით, შეუაბამო იყო ზაზა ფაჩულიას კოენტარი რომ ჩვენ ელიტაში ვართო, ეს არასერიოზული ნათქვამია. ვის ახსოვს საერთოდ გერმანული კალათბურთი? ნოვიცკი რომ ყოფილიყო გუნდში კიდევ მესმია, ხოდა ელიტაზე თუ აქვს პრეტენზია, გერმანიასთან და ურაინასთან არ უნდა აგებდნენ. აბა გაიხსენეთ ნიკოლოზ დერიუფინი, ქორქია, საკანდელიძე, მინაშვილი. ისინი თავის თავზე იღებდნენ თამაშს და იგებდნენ, აბა გაიხსენეთ როგორუშობდა სისხლს კოლია ტკაჩენკოს, ბელოსტენნის და ბელოცს და მიშკინს, რა ლიპსოებს აგდება გვერდიდან, ვემოდან უგდებდა კალათში. ეს ჩვენებს დაავიწყდათ, ენერგია და ღონე აღარაა აქვთ, აი დაუკვირდით იგივე გერმანის და უკრაინის და ლიტის სათადაიგო მოთამაშე ყველა ღირსეულად თამაშობს, ჩვენთან კი სერიოზული მოთამაშ შნგელიას გარდა არა ჩანს, ასე რომ მოგებისთვის ფსიქოლოგია, კლასი, სისწრაფე და სათამაშო კომპონენტები უნდა გქონდეს და ახლა არ უნდა სწავლობდეს ზოგიერათი , ასე რომ მარცხი კანონზომიერია, აი ლიტვასთან მოგებაც რაღაც ვერ დავიჯერე რომ ლოგიკური იყო, რადგან კიდევ რომ მოგვიწიოს მათთან დაპირისპირება, შეიძლება დიდი ანგარიშით დავმარცხდე, მაინც ვერ მომინელებია ეს ორი წაგება. ჩვენ ვართ ეთი რიგითი გუნდი, ვერ ვხედავ უკეათესის პერპექტივას, მინდა რომ უკეთესად ამოვიდეთ მაგრამ. ..........
ოჩოპინტრე.რ
21:45 03-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული