საქართველო VS უკრაინა - გასვლა-არგასვლის საკითხი

AutoSharing Option
3 სექტემბერს თელ-ავივში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ევრობასკეტი 2017-ზე B ჯგუფში მესამე მატჩს გამართავს.

ილიას ზუროსის შეგირდების მეტოქე უკრაინა იქნება.

ამ დროისთვის უკრაინის ნაკრებს ჯგუფში ორივე მატჩი აქვს წაგებული, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ გერმანიასთან წააგო.

- ილიას ზუროსი: ეს იყო წაგების მიზეზი

საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხი სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული.

გავესაუბრეთ უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ევგენი მურზინს, რომელმაც ჩვენი გუნდი შეაქო და აღნიშნა, რომ გერმანიასთან წაგება მისთვის მოულოდნელი იყო. მან უშუალოდ საქართველო უკრაინის მომვალ
მატჩზეც საინტერესოდ ისაუბრა.

"სიმართლე რომ გითხრათ გაკვირვებული დავრჩი საქართველოს ნაკრების მარცხით გერმანიასთან. საქართველოს ძალიან კარგი და ორგანიზებული გუნდი ჰყავს, რომელმაც კარგი შეხვედრები ჩაატარა, როგოც ტურნირის მოსამზადებელ პერიოდში ასევე ევრობასკეტზეც. მითუმეტეს, როცა ბერძნებს მათსავე მოედანზე უგებ და თასს იგებ, ეს კარგი შედეგია.

საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, რომლის მოთამაშეებსაც ვიცნობთ. ქართველებს სახელოვანი ნაკრები ჰყავთ და მომწონს მათი თამაში.

რის ხარჯზე შეიძლება საქართველოს ნაკრები დავაარცხოთ? საუკეთესო დაცვა და საუკეთესო თავდასხმა უნდა ვითამაშოთ", - თქვა მურზინმა.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრების მატჩი დღეს ჩვენი დროით 16:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
მკითხველის კომენტარები / 11 /
მარკოიშვილმა და განსაკუთრებით ფაჩულიამ თუ არ მოუმატეს,მაშინ დღესაც წავაგებთ,ასევე მოსამატებელი აქვს შერმადინსაც,რაც შეეხება შენგელიას,პირველ თამაში ბრწყინვალე იყო,მისი მტერი არის არასტაბილურობა და ამაზე უნდა გააკეთოს თოკომ აქცენტი,რაც ვთქვი ამას თუ გაითვალისწინებენ,მაშინ საქართველო ევრობასკეტზე ნებისმიერ გუნდს მოუგებს,უნდა ვეცადოთ გარბენები და უაზრო დაკარგვები თავიდან ავიცილოთ.ზაზა შეიგნე ბოლოს და ბოლოს,რომ ნბა-ს ჩემპიონი ხარ და ნუ არცხვენ გოლდენ სტეიტს,წარმატებები ბიჭებს.
roma
14:52 03-09-2017
4
თუ დღეს მაინც გვაყურებინებთ როგორმე თამაშს , პირადად მე ძალიან მადლობელი ვიქნები
Gio Homer
15:17 03-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული