მანუჩარ მარკოიშვილი: ეს არ უნდა დაუშვა, როცა მოგება გინდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა უკრაინასთან ევრობასკეტზე განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ცუდად ვითამაშეთ. განსაკუთრებით დაცვაში. მეტოქე ახერხებდა თავისუფალ სატყორცნ პოზიციაზე გასვლას. ეს არ უნდა დაუშვა, როცა მოგება გინდა. უკრაინა კი, დღესაც გამოჩნდა, რომ კარგი გუნდია. მომდევნო შეხვედრისთვის მთლიანად უნდა შევიცვალოთ. დაცვაში მწყობრად, გუნდურად თუ არ ვითამაშეთ, გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება", - თქვა მარკოიშვილმა.

- საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჰოდა, რომ არ დაუშვა უნდა ითამაშოთ. ძალიან გვიყვარხართ და ამიტომ გვწყინს თქვენი წაგება.
უკრაინამ კი მოგვიგო, მაგრამ მათი თამაში ძაან უეფექტო იყო და საბჭოთა ბასკეტბოლს მაგონებდა, თუმცა სახლში მომზადებული კომბინაციები კი შეასრულეს ხუთიანზე.
ცალ-ცალკე ნუ იგონებთ ფინტებს,ითამაშეთ ის, რაშიც მომზადებული ხართ.
ორიდან ერთი თამაში მაინც უნდა მოვიგოთ, თუ ყურადღებით ითამაშებთ და კონცენტრირებული იქნებით გუნდურ თამაშზე მოვიგებთ.
დიქსონმა კი შეწყვიტოს შერმადინზე კოჭებზე დაბლა პასების მიცემა. სანამ შერმადინი დაიხრება, ბურთიც დაკარგულია.
გამოვედი მეც მწვრთნელი... მაგრამ რაღაც მაინც მესმის ამ კალათბურთში.
წარმატებებს გისურვებთ!!!
ისროლე ძამა უფრო გაბედულად.
04 სექტემბერი 2017 08:02
1
აი, ახსნაც.
ანუ, თუ ეს დაყშვი, - მოგება არ გინდა!!!
Gia
04 სექტემბერი 2017 01:59
2
მაგარი კაცი, ყოველთვის ფხიზლად მოაზროვნე.
რეზო
04 სექტემბერი 2017 00:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული