ლატვია დიდ ბრიტანეთს შეხვდა და ანგარიშით 97:92 დაამარცხა. ლატვიელებს "ნიუ იორკ ნიქსის" კალათბურთელმა კრისტაპ პორზინგისმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 ქულა მოიპოვა, რასაც 8 მოხსნა და 2 ბლოკი დაუმატა.
დევის ბერტანის ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა.
ბრიტანეთიდან გეიბ ოლასენი 23 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა.