ევრობასკეტი 2017. 5 სექტემბრის კალენდარი: საქართველო მასპინძლის წინააღმდეგ

AutoSharing Option
5 სექტემბერს ევრობასკეტი 2017-ის მეექვსე სათამაშო დღე გაიმართება.

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ასპარეზობას საქართველოს ნაკრები უბრუნდება. ჩვენი გუნდის მეტოქე B ჯგუფის მასპინძელი ისრაელის ნაკრები იქნება.

ისრაელისა და საქართველოს ნაკრებებს შორის შეხვედრა ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, დღეს 12 მატჩი გაიმართება. დღის დაპირისპირება C ჯგუფში ჩატარდება, სადაც წაუგებელი ესპანეთი ასევე დაუმარცხებელ ხორვატიას შეხვდება.

5 სექტემბერი
A ისლანდია-სლოვენია 14:45
D რუსეთი-ლატვია 15:15
C ჩეხეთი-მონტენეგრო 16:00
B უკრაინა-ლიტვა 16:45
A პოლონეთი-საფრანგეთი 17:30
D ბრიტანეთი-სერბეთი
18:00
C ხორვატია-ესპანეთი 18:45
B იტალია-გერმანია 19:30
A საბერძნეთი-ფინეთი 21:00
C რუმინეთი-უნგრეთი 21:30
D თურქეთი-ბელგია 22:00
B ისრაელი-საქართველო 22:20
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული