ილიას ზუროსი: ისრაელს ამის უფლება არ უნდა მივცეთ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე ევრობასკეტზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ისრაელი იქნება. ორივე გუნდს თითო მოგება და ორ-ორი წაგება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს დამარცხებულისთვის ევრობასკეტიც, დიდი ალბათობით, დასრულდება.

- ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

გთავაზობთ მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ინტერვიუს:

- ყველამ იცის, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია, დამარცხებული, ფაქტობრივად, ეთიშება ევრობასკეტს. სწორედ ამიტომ, წარმატების მისაღწევად მაქსიმალურად კონცინტრირებულები უნდა ვიყოთ.

- ლიტვის ძლევის შემდეგ დიდი სიურპრიზი იყო უკრაინასთან დამარცხება...

- არ გეთანხმებით, რომ ეს სურპრიზი იყო. ეს კალათბურთია, ზოგჯერ ვთამაშობთ ძალიან კარგად, ზოგჯერ ძალიან ცუდად. მთავარია, ვიცით, სად ვართ. არის ნიუანსები, რაც თამაშის გეგმას ცვლის. მაგალითად პირველ მატჩში ტრავმირებული გვყავდა გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე. ახლა ისიც კარგადაა და ვიცით, რას უნდა ველოდოთ ჩვენი კალათბურთელებისგან.

- ბოლო ორი მარცხის შესახებ რას იტყვით?
- გვქონდა შეცდომები, რამაც შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ვრჩებით ერთად, ერთ გუნდად და ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად.

თელ-ავივში ჩამოსვლის დღიდან ერთი მიზანი გვქონდა - მოგვეგო 2-3 თამაში და გავსულიყავით მერვედფინალში. წინასწარ ვიცოდით, რომ რთულ ჯგუფში ვიყავით, ყველას შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და სწორედ ასეთია სიტუაცია სადღეისოდ. დაუმარცხებელი არავინაა.

- წაგებების მიზეზი მოკლე სათადარიგოთა სკამი ხომ არ იყო?
- შეიძლება. თუმცა მთავარია, ვიცით ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა.

- ისრაელის ნაკრებზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც არ ჰყავს ტანმაღალი კალათბურთელები, ძალიან სწრაფ კალათბურთს თამაშობს. ისრაელის ნაკრების თითოეული წევრი ძალიან კარგად გადაადგილდება მოედანზე. ერთმანეთსაც მშვენივრად უგებს და ვიცით, რომ მძიმე მატჩი გველის. ჩვენი ამოცანაა გავაკონტროლოთ სიტუაცია მოედანზე და გავაკონტროლოთ მთლიანად თამაში. არ უნდა მივცეთ დაცვიდან სწრაფ შეტევაზე გადასვლის უფლება, რის შემდეგაც უკვე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათი მინუსები ჩვენს სასარგებლოდ.

- დარბაზი ბოლომდე გაივსება.
- ეს დამატებით უპირატესობას აძლევს მასპინძლებს, თუმცა ამისთვის მზად ვართ. ასევე იმედი მაქვს, რომ არბიტრები სავსე ტრიბუნების ყურადღებას არ მიაქცევენ და მშვიდად იმსაჯებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- რის ხარჯზე შეიძლება ისრაელის დამარცხება?
- ახლა ვერ გეტყვით. არ მინდა ჩემი ნათქვამი ისრაელის სკაუტებს დაეხმაროს. რას დავუპირისპირებთ მასპინძელთა გუნდს, ხვალ ყველა ნახავს. მთავარია, რაც შეიძლება კარგად დავიცვათ საკუთარი ფარი.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ილიას ზუროსი
მკითხველის კომენტარები / 13 /
დღეს ვიგებთ.
guri
11:09 05-09-2017
1
დიდი იმედი მაქ გამარჯვების!!! მიაწექით ბიჭებო, არც თავი დაზოგოთ და არც მოწინააღმდეგე!!! ღმერთია თქვენსკენ და მთელი საქართველო !!!
რაჟდენ (რაჟიკო) ფაჩულია
11:46 05-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული