ისრაელის იმედად - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე B ჯგუფში ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და ანგარიშით 69:71 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელებს პირველ პერიოდში თამაში აშკარად არ წაუვიდათ. ზუროსის შეგირდებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, ხოლო იტალიელებს ბელინელიმ ულიდერა და საბოლოოდ მეტოქემ პირველი პერიოდი 27:10 მოიგო.

რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა მეორე პერიოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და სხვაობა საგრძნობლად შეამცირა. მეორე პერიოდი საქართველომ 20:11 მოიგო.

საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 30:38 წააგო.

მესამე პერიოდში ქართველ კალათბურთელებს ცუდი სტარტი გამოუვიდათ და იტალიელებმა უპირატესობა გაზარდეს.
მესამე პერიოდი უკვე იტალიელების გამარჯვებით ანგარიშთ 20:17 დასრულდა.

მეოთხე პერიოდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. დიქსონის 3-ქულიანმა ისევ იმედი ჩაგვისახა და ანგარიში 63:65 გახდა, მაგრამ იტალიელებმა ორქულიანი ჩააგდეს. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე კი დიქსონმა კვლავ სამქულიანი ჩააგდო და პირველად დავწინდარუდით 68:67, თუმცა იტალიელები ისევ დაწინაურდნენ.

შეხვედრის ბოლო 20 წამში ჩვენს ნაკრებს გათანბრების საშუალება ჰქონდა. დიქსონმა მეორე საჯარიმო სროლა შეგნებულად გააფუჭა, ფარზეც მოვხსენით, თუმცა ბურთის ფარისკენ ვერ ვისროლეთ.

საბოლო ჩვენი ნაკრები ანგარიშით 69:71 დამარცხდა. ახლა უკვე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელზეა დამოკიდებული, რომელიც უკრაინას ჩვენი დროით 21:30 საათზე შეხვდება. თუ ისრაელი მოიგებს, უკრაინა ჯგუფში ჩარჩება და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავა.

საქართველო-იტალია 69:71
10:27, 20:11, 17:20, 22:13
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 43 /
ჩვენი ადგილი სახლშია.და ეს ადგილი მიგვიჩინა უკრაინამ.მარტო დიქსონი და შენგელიას იმედად შორს ვერ წავალთ და ვერც წავედით.ფაჩულია ცინცაძე .... მათი ადგილი არ არის ნაკრებში.
levani
06 სექტემბერი 2017 23:13
0
უკომენტაროდ
giorgi
06 სექტემბერი 2017 22:45
0
მადლობა ბიჭებს და დიქსონს განსაკუთრებით, ზაზას კი არ ვიცი... მეტოქისთვის ფოლების აკიდებისა და აქა იქ პასის მიცემის მეტი არაფერი ეხერხება, იგივე ფოლებს და ტექნიკურებს თავადაც უხვად იღებს. თამაშიდან და ფარის ქვეშიდან სროლაში ხომ საერთოდ ნულია.
ბავარია
06 სექტემბერი 2017 22:44
0
ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს. თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. ამ გუნდის დიდი ნაწილი შესაძლოა მომავალ ევრობასკეტზე არც იყოს და ვინ შეცვლის მათ? ისრაელის იმედი დიდად ნუ გვექნება - ისინიც ჩვენსავით დაიღალნენ და ამ წუთას 20 ქულით მარცხდებიან.
გგგ
06 სექტემბერი 2017 22:41
1
აშკარად ვერ ამართლებს ფაჩულია, მისი არ ყოფნის დროს შერმადინი თავისუფლად თამაშობს და ნამდვილი ლიდერის ფუნქციებს ასრულებს, ფაჩულია როცა ნაკრებშია მაშინ ითრგუნება ეს ბიჭი. ამერიკის ჩემპიონი გუნდის #1 ცენტრი ამდენ გარბენს, აცდენებს, გაფუჭებულ ჯარიმებს, ორტარებებს არ უნდა აკეთებდეს. ჩემი აზრით ნაკრები ფაჩულიას გარეშე უკეთ თამაშობს
tttt
06 სექტემბერი 2017 22:35
3
ნეტა რაში დაგვხმარებია ისრაელი?
Casila
06 სექტემბერი 2017 22:19
0
ფაჩულიამ მართლაც ბევრი გააფუჭა, თანაც გადამწყვეტ მომენტში, ასეთი თამაში გამიკვირდებოდა უფრო გამოუცდელი კალათბურთელისგან.ზაზა ჩემო კარგო ის ინელექტი, რომელზეც შენ საუბრობდი შენს ინტერვიუში, ძალიან მოხარული ვიქნებოდი შენ თვითონ გამოგეყენებინა თამაშის დროს, მაინც დიდი მადლობა ბიჭებო.მარტო ზაზას კი არ წაუგია ეს თამაში, არამედ მთელმა გუნდმა წააგო ფსიქოლოგიური პრობლემის გამო, მაგრამ რა გასაკვირია მთელ ქვეყანას ხომ ფსიქოლოგიური პრობლემა გვაქვს.
nini
06 სექტემბერი 2017 23:34
1
ზუროსის ტექნიკურები რაღა იყო ყველა თამაშზე ან ფაჩულიასი ასე არ შეიძლება ისინი უნდა იძლეოდნენ
nnn
06 სექტემბერი 2017 22:17
0
მოტივაცია, სპორტული ფორმა, ამბიცია რომ შეუძლია, გამარჯვების , მოგების , წარმატების დიდი სურვილი-ჩემი აზრით, რაც განასხვავებს შერმადინს ფაჩულიასგან.
წარმატებები ბიჭებს!!!!
Daviti
06 სექტემბერი 2017 21:59
2
რატომ უნდა შეიწუხის ისრაელმა თავი როცა გასვლის შანსი ჩვენვე მოვუსპეთ რა საჭირო იყო ლიტვასთან თავის გამოდება მის შემდეგ თუ ძალებს ვერ აღიდგენდნენ მოგვეხდინა კონცენტრაცია ისრაელზე უკრაინაზე და გერმანიაზე და ეხლა გასულები ვიქნებოდით
nnn
06 სექტემბერი 2017 21:32
4
ფაჩულია ზარალია, ბოლოში კი საერთო შერმადინი ჯობია. ჰოლდენ სტროფში ქულებს სხვები აგროვებენ და მაგას მარტო ჩამშლელი ფუნქცია აქვს, რა ენაღვლება.ჩვენ კი ლიდერი გვინდა რომელიც ელემენტარული ბურთს მაინც ჩააგდებს ან თოკოსავით მაინც იბრძოლებს. მთლიანობაში არავისთან გავფარჩეგებულვართ, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი წავაგეთ უკრაინასთან და დიდი ალბათობით გამოვარდებით, ძალიან დასანანია სანიკიძის, ბურჯანაძის ტრავმების და ზაზაძე ზედმეტად აქცენტირება გამო თუ გამოვარდებით, დანარჩენებს რაც შეეძლოთ გააკეთეს


ლავრენტი პავლოვიჩ
06 სექტემბერი 2017 21:29
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული