ისრაელის იმედად - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე B ჯგუფში ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და ანგარიშით 69:71 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელებს პირველ პერიოდში თამაში აშკარად არ წაუვიდათ. ზუროსის შეგირდებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, ხოლო იტალიელებს ბელინელიმ ულიდერა და საბოლოოდ მეტოქემ პირველი პერიოდი 27:10 მოიგო.

რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა მეორე პერიოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და სხვაობა საგრძნობლად შეამცირა. მეორე პერიოდი საქართველომ 20:11 მოიგო.

საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 30:38 წააგო.

მესამე პერიოდში ქართველ კალათბურთელებს ცუდი სტარტი გამოუვიდათ და იტალიელებმა უპირატესობა გაზარდეს.
მესამე პერიოდი უკვე იტალიელების გამარჯვებით ანგარიშთ 20:17 დასრულდა.

მეოთხე პერიოდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. დიქსონის 3-ქულიანმა ისევ იმედი ჩაგვისახა და ანგარიში 63:65 გახდა, მაგრამ იტალიელებმა ორქულიანი ჩააგდეს. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე კი დიქსონმა კვლავ სამქულიანი ჩააგდო და პირველად დავწინდარუდით 68:67, თუმცა იტალიელები ისევ დაწინაურდნენ.

შეხვედრის ბოლო 20 წამში ჩვენს ნაკრებს გათანბრების საშუალება ჰქონდა. დიქსონმა მეორე საჯარიმო სროლა შეგნებულად გააფუჭა, ფარზეც მოვხსენით, თუმცა ბურთის ფარისკენ ვერ ვისროლეთ.

საბოლო ჩვენი ნაკრები ანგარიშით 69:71 დამარცხდა. ახლა უკვე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელზეა დამოკიდებული, რომელიც უკრაინას ჩვენი დროით 21:30 საათზე შეხვდება. თუ ისრაელი მოიგებს, უკრაინა ჯგუფში ჩარჩება და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავა.

საქართველო-იტალია 69:71
10:27, 20:11, 17:20, 22:13
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 43 /
ბრავო ბიჭებს! ყველაფრის მიუხედავად!
....
06 სექტემბერი 2017 20:51
3
ფაჩულიას რა უნდა ან NBA-ში ან საქართველოს ნაკრებში?
gurami
06 სექტემბერი 2017 20:46
21
ამას ნაკრები დ გუნდი არ ეწოდება, ესაა ინდივიდების კრებული, არავითარი მომზადებული კომბინაცია, ამდენი დაკარგვა ბურთის და რაც მთავარია უპასუხისმგებლო ტექნიკური ჯარიმები გადამწყვეტი მიზეზი გახდა ნაკრების წარუმატებლობისთვის.
gia
06 სექტემბერი 2017 20:42
11
გაუჭირდებოდათ.
levani
06 სექტემბერი 2017 20:38
10
ერთს ვიტყვი მხოლოდ: საცოდავობა იქნება სლოვენიას უკრაინა რომ დაუპირისპირდეს და არა საქართველო.
გიორგი
06 სექტემბერი 2017 20:37
5
აუუუუ რა ცოტა დაგვაკლდა რა გული გასკდა ნერვიულობით რა ცოტა გამართლებაც ხომ შეიდზლებოდა ბოლოს მაგარი დამანდრაჟდნენ ბოლოს მარა ქართველებს საერთოდ რაშI გვაქ ბედი ვინ დაგვწყელვა ასე მაგის.... ჩინგიზ ყაენი და თემურ ლენგი ჩვენ არ გვყოლია და რა დავაშავეთ>;)))) რაცაა ესაა ისრაელმა უნდა ივარგოს
gio
06 სექტემბერი 2017 20:34
2
რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა,თვითონ ვიქმნით წინაღობას და შემდეგ გმირულად ვიბრძვით მის გადასალახავად.ორჯერ შევძელით,სამჯერ ვერა.არ ვიცი რატომ ხდებოდა ასე,მაგრამ ფაქტია და შედეგიც სახეზეა.ხუთი თამაში აქ,და ყველა მოსამზადებელი ციკლის თამაში ასეიყო და ვერაფერი ვუშველეთ.ვუფასებ ჩვენს ბიჭებს თავდადებას და ბრძოლის უნარიანობას,მაგრამ სჯობდა ბრძოლა თავიდანვე დაეწყოთ.ახლა კი ისრაელს გაუმარჯოს.
სოსო
06 სექტემბერი 2017 20:34
0
დასანანაია მაგრამ რას იზავ პირველი მეოთხედი ჰააგდეს კატასტროფულად
DATO
06 სექტემბერი 2017 20:28
1
როგარ არ შეიყვარებ ამ ბიჭებს ამის მერე (ყველა გასაგები თუ გაუგებარი შეცდომით).
ზაზას შერმადინი არ ჯობდა ბოლოსკენ მდგარიყო ფარქვეშ?
რეზო
06 სექტემბერი 2017 20:28
1
ცოტა გამართლება რა, მაინც საღოლ ბიჭებო...
ირაკლიუსი
06 სექტემბერი 2017 20:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული