ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტს დევიდ პიკს განუცხადა, რომ ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს. ეს ინფორმაცია პიკმა საკუთარი ტვიტერით გაავრცელა. აი, რა თქვა ზაზამ:

"როგორც ჩანს, ეს ჩემი ბოლო ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 13 წელი გავატარე და ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინე. ახლა ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო ფლეი-ოფში გავსულიყავით. ჩვენ გავიზარდეთ როგორც საკალათბურთო ქვეყანა, ამით ვამაყობ და ადგილს ახალგაზრდა თაობას ვუთმობ.

ისრაელს მადლობა მინდა გადავუხადო ტურნირის კარგად ორგანიზებისა და სტუმართმოყვარეობისათვის".

შეგახსენებთ, ფაჩულია კონტინენტის ოთხ პირველობაზე იყო ჩვენი ნაკრების გუნდისთავი.
მკითხველის კომენტარები / 25 /
სამწუხაროა.დაიწყო თაობათა ცვლა და 2-3 წელი არავითარი დადებითი შედეგი არ დადგება.რაც შეეხება ევროპის პირველობიდან გავარდნას,ბიჭებმა არაფერი დაიშურეს იტალიასთან მოსაგებად თუმცა როდესაც სათადარიგოთა სკამი ბალასტითაა დაკომპლექტებული დიდი იმედი არც უნდა გქონდეს.მერწმუნეთ სანიკიძე და ბურჯანაძე,რომ ყოფილიყვნენ სულ სხვა შედეგი დადგებოდა.და მაინც დიდი მადლობა მწვრთენებს და მოთამაშეებს.
0
ვულოცავ ჩვენს კაპიტანს მეოთხე შვილის დაბადებას, ღმერთმა ბედნიერი უმყოფოს. მადლობა ზაზას ნაკრებში გატარებული წლებისთვის, შეიძლება თამაში არ წასვლოდა, მაგრამ ყოველთვის ლომივით იბრძოდა, ძალიან ბევრი სიხარული გვაჩუქეს მისი კაპიტნობით ბიჭებმა და პირადად ზაზამ მოიგო ძალიან ბევრი თამაში, მართალია ზოგიერთ უმადურს მოკლე მეხსიერება აქვს, მაგრამ ეს ჩვენი კაპიტნის დამსახურებას ვერაფერს დააკლებს, ის ნამდვილი პატრიოტია და ღმერთმა ზაზას მსგავსი ბევრი მოგვცეს. მადლობა მთელს ნაკრებს თავდადებული თამაშისთვის, განსაკუთრებით ცინცაძეს, რომელმაც ტრავმით ითამაშა, იყო ძალიან ბევრი ხარვეზი ნეკრების თამაშში, რომელიც ცივი გონებით გაანალიზდება, მაგრამ 7-კაცა ნაკრებს თავდადებას და ქვეყნის პრესტიჟისთვის ბრძოლას ვერავინ წაართმევს, გუნდურ სპორტში ესეთი შედეგისთვის არავის მიუღწევია და იმედია კალათბურთშიც და სხვა დანარჩენშიც ეს შედეგი გაუმჯობესდება. კიდევ ერთხელ მადლობა ზაზას!
llcl
08:14 07-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული