მაიკლ დიქსონი: იტალიამ არ გვაპატია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

"მძიმედ დავიწყეთ, რაც იტალიის დარმა გამოცდილმა გუნდმა არ გვაპატია. გვქონდა შეცდომები, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მობილიზება მოვახერხეთ და გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ეფექტური შემობრუნების შემდეგ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.

მინდა აღვნიშნო ჩვენი მწვრთნელის ღვაწლი. შეკრების დაწყების პირველივე
დღიდან დიდი სამუშაო გასწია. ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო იყო მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში თამაში".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მაგარი ბიჭი ხარ დიქსონ! მადლობა შენ!!! აი ესაა პროფესიონალიზმი, სხვას არავის ზუროსის ღვაწლი სიტყვით არ დაუფასებია! რომ არა ზუროსი ეს ნაკრები ამ შემადგენლობით იმასაც ვერ მოიგებდა რაც მოიგო.
პაატა
10:57 07-09-2017
0
არ წახვიდე დიქსონ, ჩვენთან დარჩი :)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული