ლატვია მონტენეგროს შეხვდა და ანგარიშით 100:68 გაანადგურა. ლატვიელებს 21 ქულით იანის ტიმამ ულიდერა, რომლის ანგარიშზე ასევე 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრაა. ასევე 21 ქულა მოაგროვა მონტენეგროელმა ბოიან დუბჟევიჩმა.
კრისტაპ პორზინგისის ანგარიშზე 19 ქულა და 6 მოხსნაა.
ამის მატჩის შემდეგ ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალური წყვილის ვინაობაც გაირკვა. ლატვია მეოთხედფინალში სლოვენიას შეხვდება. მატჩი 12 სექტემბერს გაიმართება.