კოკოშკოვი ქვეყნის პრეზიდენტად - რას წერენ საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაცზე

AutoSharing Option
ევრობასკეტის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები ოფიციალურად მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ილიას ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა ქართულ მხარეს მისი 2 წლით გახანგრძლივება სურს, ბერძენი სპეციალისტი ჯერ ფიქრობს და მოლაპარაკებას ელის. თუმცა ახლა ყველაზე აქტუალური ჩვენი გუნდის მეორე ექსთავკაცი იგორ კოკოშკოვია...

ევრობასკეტი 2017: კოკოშკოვმა ესპანეთს მოუგო, სლოვენია ფინალშია [VIDEO]

გუშინ კოკოშკოვის სლოვენიამ 20-ქულიანი სხვაობით დაჩაგრა ევრობასკეტის ფავორიტი ესპანეთი და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

45 წლის სერბმა საქართველოშიც შესამჩნევი კვალი დატოვა. სწორედ მისი მწვრთნელობის დროს დააღწია საქართველოს ნაკრებმა თავი ევროპის B დივიზიონს და
სამჯერ ითამაშა ევრობასკეტზე (2011 წელს მიღწეული მე-11 ადგილი ახლაც საუკეთესოა ნაკრების ისტორიაში).

კოკოშკოვს, რომელიც საოცარი ემოციური მდგრადობით გამოირჩევა (რისი ნათელი დასტური თუნდაც ეს ფოტოა), სლოვენიაში აღმერთებენ. გუშინდელი ნახევარფინალის შემდეგ primorske.si-მ სერბ მწვრთნელს სტატია მიუძღვნა: "კოკოშკოვი პრეზიდენტად":

"სლოვენიური სოციალური მედია "გადაიწვა" - ნახევარფინალის მერე ჯერ ერთმა დაწერა - "იგორ კოკოშკოვი პრეზიდენტად" და მერე ხალხმაც აიტაცა... რა თქმა უნდა, ნაკლებად მოსალოდნელია, 45 წლის სერბმა ლუბლიანაში, პრეშერენის სასახლის კაბინეტში დაიდოს "ბინა", მაგრამ გაცილებით რეალურია, რომ ის ძალიან მალე გახდება პირველი ევროპელი, ვინც NBA-ს გუნდს ჩაიბარებს.

კოკოშკოვი არის მწვრთნელი, რომელმაც სლოვენიის ნაკრებში სამართლიანობა დაამკვიდრა, დადებითი პერსონით და გულმოდგინებით გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა და აი, შედეგიც - სლოვენია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.

რაც სლოვენიას ხელმძღვანელობს, გუნდმა ყველა თამაში მოიგო - შარშან 6, წლეულს უკვე 8 ზედიზედ.

"იგორი ძალზე პოზიტიური პერსონაა. ისეთ სიტუაციაშიც კი შეუძლია დაინახოს ოპტიმისტური გამოსავალი, რომელშიც სხვა სასოწარკვეთას მიეცემოდა. მისი მწვრთნელობა დიდებულად ერგება ჩვენს კალათბურთელებს. ის ტოპ-ექსპერტია და დარწმუნებული ვარ, მას უდიდესი მომავალი ელის კარიერაში", - ამბობს მისი ასისტენტი იაკა ლაკოვიჩი.

კოკოშკოვი ვოივოდინელია. 18 წლის ასაკში, როცა მან "ცრვენა ზვეზდასთან" პირველი კონტრაქტი გააფორმა, როგორც პერსპექტიულმა ახალგაზრდამ, მას საშინელი ავარია შეემთხვა, რის გამოც რამდენიმე თვე ჰოსპიტალში გაატარა.

"იგორი თანამედროვე მწვრთნელია. ეს კარგად ჩანს ჩვენი ნაკრების თამაშის სტილში, ეს ყველაფერი იგორისგანაა. იგი ძალიან გულღია და სამართლიანი ადამიანია", - ამბობს მეორე ასისტენტი რადო ტრიფუნოვიჩი.

კოკოშკოვი უკვე 17 წელია, ამერიკაში საქმიანობს და მას NBA-ს ჩემპიონის ბეჭედიც აქვს. ბეჭედი მან მოიგო, როგორც ლარი ბრაუნის ასისტენტმა "დეტროიტში". ის გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც "ოლ სტარის" მატჩში მწვრთნელის ასისტენტად მიიღო მონაწილეობა. მას ასისტენტად უმუშავია "კლიპერსში", "ფენიქსში", "დეტროიტში", "კლივლენდში", "ორლანდოში" და ახლა "იუტაშია". კოკოშკოვმა 2008 წლიდან 2015-მდე საქართველოს ეროვნული ნაკრები გაწვრთნა.

"იგორმა ბევრი რამ მისცა ნაკრებს, მთავარი კი ისაა, რომ მისი გულისთვის ბიჭები კედელს გაივლიან", - ამბობს სლოვენიური კალათბურთის ლეგენდა საშა დონჩიჩი.

ამის ყველაზე ნათელი დასტური კი კაპიტნისა და ლიდერის, გორან დრაგიჩის სიტყვებია, რომელიც მან ნახევარფინალის შემდეგ თქვა: "თუ იგორი დარჩება ნაკრებში, მაშინ მეც დავრჩები გუნდში"...
მკითხველის კომენტარები / 21 /
აი, ამ კაცს ნამდვილად ეკუთვნის ჩვენგან მადლობა - მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდა. ბოლოსდაბოლოს, ამან გაგვიხსნა ევროპა! ჰო, ტექნიკურებსაც არ იღებდა, სხვათა შორის... ;)
გელა
15 სექტემბერი 2017 18:20
2
ევროპულ გუნდებთან ჭირდება ადგილობრივ გუნდებს პაექრობა და ოსტატობის ამაღლება, ხო კიდე მისახედია ოფთალმოლოგიურად თუ როგორ არიან ჩვენი კალათბურთელები! სამიანები ბევ რამეს წყვიტავენ რაც გამოჩნდა სლოვენია ესპანეთის მატჩში!!
zura
15 სექტემბერი 2017 18:20
1
მაგარი კაცი იგორი მადლობა ყველაფრისტვის გუსინ კი ნამდვილად მასიამოვნე
შოთა გუგეშაშვილი
15 სექტემბერი 2017 16:58
0
თქვენ არ იყავით, საბერძნეთში თასის მოგების მერე რომ წერდით - აი კაცი, კოკოშკოვიო, მიხვდა, რომ მეტს ვერაფერს ვერ მისცემს საქართველოს ნაკრებს და წავიდაო. ზუროსმა კი უფრო გაგვაძლიერაო. ეხლა სხვანაირად ჭიკჭიკებთ. მედროვეობა - ამას ქვია. იგორი კი კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანია. ჩვენთვის კი - განვლილი ეტაპი. გაიხაროს და სულ წარმატებები ქონდეს.
alexandre
15 სექტემბერი 2017 16:43
1
კოკოშკოვი ძალიან მაგარი მწვრთნელია და კიდევ უფრო კარგი პიროვნება, მაგრამ ვეჭვობბჩვენს ნაკრებს ამ შემადგენლობით ამაზე წინ ვერ წაწევდა. ჩემპიონობას ვუსურვებ სლოვენიის ძალიან კარგ გყნდს!!!
პაატა
15 სექტემბერი 2017 16:38
1
იგორ კოკოშკოვი არის კარგი ადამიანი, თავისი საქმის უბადლო მცოდნე და გულით მიხარია მისი წარმატება, იმიტომ რომ ის მთელი 8 წელი გვახარებდა :)
თუმცა მან აშკარად ამოწურა თავი საქართველოს ნაკრებში და ორივესთვის აუცილებელი იყო განშორება...
ჩვენს ნაკრებს რაც შეეხება, სჯობს მეტ კალათბურთელი ჩართონ და ლატვიას მიბაძონ - 11 და 12 კალათბურთელი ათამაშონ ყველა თამაშში და როდესაც რამოდენიმე თამაში გიწევს გუნდი ბევრად დასვენებული და ენერგიული იქნება. ახლა ამის ბრწყინვალე შანსია. ზუროსი კი უნდა დაიტოვონ, მაგრამ მისი შტაბია შესაცვლელი, უფრო კი გადასახალისებელი
დავითი
15 სექტემბერი 2017 16:36
2
ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას მობეზრდა წინა ხელმძღვანელობის წარმატებული პროექტის დიდხანს ყურება, როდემდე შეიძლებოდა ამ წარმატებების ატანა და
ამიტომ ახალმა ფედერაციამ გაუშვა კოკოშკოვი. ეს ფედერაცია არის ბოღმის და მექრთამეების ბუკეტი.
დათო
15 სექტემბერი 2017 16:25
3
რა შუაშია წარმატება მობეზრდა და გაუშვა, შეთანხმება აღარ შედგა, კოკოშკოვს სხვა გუნდში მოუნდამ უშაობა 8 წლიანი აქ ყოფნის შემდეგ და წავიდა, ზუროსიც ძალიან კარგი მწვრთნელია, თან წარმატებას რას ეძახი? 2ზე მეტი თამაში ევრობასკეტზე არც არასდროს მოგვიგია, ოპტიმალური შემადგენლობები რო გვყოლოდა ახლაც ნამდვილად გავიდოდით ჯგუფიდან, სანიკიძე არ გვყავდა, არც ბურჯანაძე, ფაჩულიას ტრავმა ქონდა დაწყებამდე და ბოლომდე ვერ იყო ფორმაში, ცინცაძეც დაიმტვრა პირველივე შეხვედრაში, თან ასაკშიც არიან უკვე ძირითადი ბირთვი, ეგრე 2013 წელს როცა გვაკლდა შენგელია და ფაჩულია, მაშინაც ჯგუფში ჩავრჩით და მხოლოდ 1 თამაში მოვიგეთ ევრობასკეტზე, ამიტომ ზუროსსა და ფედერაციაზე არ შეიძლება იმის დაბრალება რო გაუშვეს კარგი მწვრთნელი და ცუდი მოიყვანესო, პრობლემა მოკლე სათადარიგო სკამში იყო და იმედია ეშველება მაგას რამე
ირაკლი
16 სექტემბერი 2017 11:53
0
პირველ ნაწილში გეთანხმები, აი მეორე ნაწილში კი... არ ვიცი, არ ვიცნობ.
bs
15 სექტემბერი 2017 17:32
0
Martalia Igori iliasze ufro didi mcvrtnelia , magram am ukanasknelma, ufro metad gaadzliera nakrebi
Oto
15 სექტემბერი 2017 16:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული