ევრობასკეტი 2017: კოკოშკოვმა ესპანეთს მოუგო, სლოვენია ფინალშია [VIDEO]
გუშინ კოკოშკოვის სლოვენიამ 20-ქულიანი სხვაობით დაჩაგრა ევრობასკეტის ფავორიტი ესპანეთი და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.
45 წლის სერბმა საქართველოშიც შესამჩნევი კვალი დატოვა. სწორედ მისი მწვრთნელობის დროს დააღწია საქართველოს ნაკრებმა თავი ევროპის B დივიზიონს და
კოკოშკოვს, რომელიც საოცარი ემოციური მდგრადობით გამოირჩევა (რისი ნათელი დასტური თუნდაც ეს ფოტოა), სლოვენიაში აღმერთებენ. გუშინდელი ნახევარფინალის შემდეგ primorske.si-მ სერბ მწვრთნელს სტატია მიუძღვნა: "კოკოშკოვი პრეზიდენტად":
"სლოვენიური სოციალური მედია "გადაიწვა" - ნახევარფინალის მერე ჯერ ერთმა დაწერა - "იგორ კოკოშკოვი პრეზიდენტად" და მერე ხალხმაც აიტაცა... რა თქმა უნდა, ნაკლებად მოსალოდნელია, 45 წლის სერბმა ლუბლიანაში, პრეშერენის სასახლის კაბინეტში დაიდოს "ბინა", მაგრამ გაცილებით რეალურია, რომ ის ძალიან მალე გახდება პირველი ევროპელი, ვინც NBA-ს გუნდს ჩაიბარებს.
კოკოშკოვი არის მწვრთნელი, რომელმაც სლოვენიის ნაკრებში სამართლიანობა დაამკვიდრა, დადებითი პერსონით და გულმოდგინებით გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა და აი, შედეგიც - სლოვენია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.
რაც სლოვენიას ხელმძღვანელობს, გუნდმა ყველა თამაში მოიგო - შარშან 6, წლეულს უკვე 8 ზედიზედ.
"იგორი ძალზე პოზიტიური პერსონაა. ისეთ სიტუაციაშიც კი შეუძლია დაინახოს ოპტიმისტური გამოსავალი, რომელშიც სხვა სასოწარკვეთას მიეცემოდა. მისი მწვრთნელობა დიდებულად ერგება ჩვენს კალათბურთელებს. ის ტოპ-ექსპერტია და დარწმუნებული ვარ, მას უდიდესი მომავალი ელის კარიერაში", - ამბობს მისი ასისტენტი იაკა ლაკოვიჩი.
კოკოშკოვი ვოივოდინელია. 18 წლის ასაკში, როცა მან "ცრვენა ზვეზდასთან" პირველი კონტრაქტი გააფორმა, როგორც პერსპექტიულმა ახალგაზრდამ, მას საშინელი ავარია შეემთხვა, რის გამოც რამდენიმე თვე ჰოსპიტალში გაატარა.
"იგორი თანამედროვე მწვრთნელია. ეს კარგად ჩანს ჩვენი ნაკრების თამაშის სტილში, ეს ყველაფერი იგორისგანაა. იგი ძალიან გულღია და სამართლიანი ადამიანია", - ამბობს მეორე ასისტენტი რადო ტრიფუნოვიჩი.
კოკოშკოვი უკვე 17 წელია, ამერიკაში საქმიანობს და მას NBA-ს ჩემპიონის ბეჭედიც აქვს. ბეჭედი მან მოიგო, როგორც ლარი ბრაუნის ასისტენტმა "დეტროიტში". ის გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც "ოლ სტარის" მატჩში მწვრთნელის ასისტენტად მიიღო მონაწილეობა. მას ასისტენტად უმუშავია "კლიპერსში", "ფენიქსში", "დეტროიტში", "კლივლენდში", "ორლანდოში" და ახლა "იუტაშია". კოკოშკოვმა 2008 წლიდან 2015-მდე საქართველოს ეროვნული ნაკრები გაწვრთნა.
"იგორმა ბევრი რამ მისცა ნაკრებს, მთავარი კი ისაა, რომ მისი გულისთვის ბიჭები კედელს გაივლიან", - ამბობს სლოვენიური კალათბურთის ლეგენდა საშა დონჩიჩი.
ამის ყველაზე ნათელი დასტური კი კაპიტნისა და ლიდერის, გორან დრაგიჩის სიტყვებია, რომელიც მან ნახევარფინალის შემდეგ თქვა: "თუ იგორი დარჩება ნაკრებში, მაშინ მეც დავრჩები გუნდში"...
გვახსოვს რა გუნდიც ჩაიბარა და როგორიც დაგვიტოვა.
უკვე დამტკიცდა,რომ კოკოშკოვი ძალიან ძლიერი მწვრთნელი ყოფილა,ვხედავთ რომ ასეთივეა ილიას ზუროსიც,ერთმაც და მეორემაც შედეგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერ დადეს მხოლოდ და მხოლოდ მოკლე სკამის გამო,ამის გამოსწორება კი საკმაოდ დიდი დოზით შეიძლებოდა ამ სქემით,სრული გამოსწორება კი ჩვენი გუნდების ევროლიგაზე თამაშით შეიძლება,მაგრამ ამას დიდი სახსრები სჭირდება,თუმცა ყინული თითქოს დაიძრა და ვნახოთ.ზუროსის ამ კუთხით დატვირთვა კი საციცოცხლოდ აუცილებებელი მგონია და ორ წელიწადში უკვე საკმაო ძვრებსაც მოგვცემს ჩვენი კლუბების დაცვის და ზოგადად თამაშის ორგანიზაციაში.
მეგობრებო ჩვენ ყველას გული შეგვტკივა ქართულ კალათბურთზე,ამიტომ თქვენც ყველას გთხოვთ დაწეროთ გამოხმაურება თქვენც იქნებ რაიმე აზრი გქონდეთ,უფრო განსხვავებული და ჩვენმა კალათბურთის მესვეურებმაც იქნებ რაიმე რაციონალური ამოიღონ აქედან.