ევრობასკეტი დაიწყო, ესპანეთმა ბულგარეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ სექტემბერს, 2022 წლის ევრობასკეტის პირველი შეხვედრა A ჯგუფში ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გაიმართა. ფავორიტად შერაცხულმა ესპანეთმა მოწინააღმდეგე 114:87 დაამარცხა და გათამაშებაში პირველი გამარჯვებაც ჩაიწერა.

მძიმე დასაწყისის შემდეგ "ლა როხამ" თავისი თამაში მალევე იპოვა და დიდ შესვენებაზე გამანადგურებელი სხვაობით, 57:35 გავიდა.

მეორე ტაიმში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა.

ესპანელების მხრიდან საუკეთესო ლორენსო ბრაუნი იყო. "უნიკსის" კალათბურთელმა მოედანზე 17:24 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 17 ქულით, 5 ასისტითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

ტრადიციულად კარგად
გამოიყურებოდნენ ძმები ერნანგომესები (ვილიმ 16, ხუანჩომ კი 13 ქულა ჩააგდო). სათადარიგო სკამიდან შეხვედრაში მშვენივრად ჩაერთო ლეგენდარული რუდი ფერნანდესი - 37 წლის კალათბურთელმა საკუთარ ნაკრებს 14 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ბულგარელების მხრიდან ალექსანდრ ვეზენკოვმა 26 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, პავლინ ივანოვმა 16 ქულა მიითვალა.

ესპანეთი მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ბულგარეთი იმავე რიცხვში თურქებს შეხვდება.

შეგახსენებთ, ამავე ჯგუფში გამოდის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელიც თავის პირველ მატჩს ბელგიის წინააღმდეგ დღეს, 21:00 საათზე ჩაატარებს, ამ მატჩამდე კი თურქეთი მონტენეგროს დაუპირისპირდება (18:15 საათზე).
მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე მაინც შეეშვათ ხალხი!!საშინელი სანახავი იყო ცარიელი დარბაზი,საქართველოს თამაშებზეც არ მივა ხალხი!!!
გიორგი
21:01 01-09-2022
1
საქართველოს თამაშს შეივსება!! და თურქებს რატო არ ჩამოყვნენ? აქვე არიან! ქვეყანა რა შუაშია ჩვენზე მაგარი ქვეყანა მე არსად მინახავს ერთმანეთის სიყვარული გვაკლია სხვა დანარჩენი მოვა!!!
ბოკინიო
20:09 01-09-2022
1

სიახლეები პოპულარული