მონტენეგრომ ბელგიის ნაკრები დაამარცხა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის ევრობასკეტის გათამაშებაში მონტენეგრო ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 76:70 დაამარცხა.

გამარჯვებულთა მხრიდან კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ბოიან დუბლევიჩმა, ნაკრების კაპიტანმა 21 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბელგიელთაგან საუკეთესო რეტინ ობასოჰანი იყო, 29 წლის კალათბურთელმა 25 ქულა 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა.

ამრიგად, A ჯგუფში 3-3 ქულით პირველ-მეორე პოზიციას მონტენეგრო და ბელგია ინაწილებენ. მე-3 პოზიციაზე კი ესპანეთის ნაკრებია, "ლა როხა" დღეს 21:00 საათზე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან გაგვიჭირდება ესპანეთთან,ვგულშიმატკივრობ ნაკრებს!!ძმები გომესებიბის სანახავად მოვდივარ
ნინო
18:03 03-09-2022
4

სიახლეები პოპულარული