"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

AutoSharing Option
2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (88:83) ერგინ ატამანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

თურქეთის ნაკრების თავკაცმა გუშინ მომხდარი სკანდალური მატჩის ყველა ეპიზოდი დეტალურად განიხილა და ვრცლად ისაუბრა.

"ევრობასკეტი ევროპაში ყველაზე დიდი ტურნირია. რაც მოედანზე და გასახდელში მოხდა, უდავოდ დიდი სკანდალია. ფურკან კორკმაზი გაძევების შემდეგ ჩვენი სტაფის რამდენიმე წევრთან ერთად გასახდელისკენ წავიდა. როგორც მითხრეს, სამი ქართველი მოთამაშე: თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და დუდა სანაძე, ფურკანს თავს დაესხა, მათ შორის, ჩვენი სტაფის წარმომადგენელსაც. როდესაც გასახდელში შევედი, დავინახე, თუ როგორ იცავდნენ
ჩვენი წარმომადგენლები კორკმაზს და გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

რაც აქ ვიმყოფებით, ყოველდღე რაღაც სკანდალური ხდება, განსაკუთრებით, პირველი ორი დღე. ვარჯიშისკენ მიმავალ გზაზე 45 წუთის განმავლობაში საცობში ვიდექით, სპორტსმენებს სასტუმროში სპეციალური კვება არ აქვთ, ამაზე თვალს ვხუჭავთ, მაგრამ ფიბამ მოთამაშეები უნდა დაიცვას.

თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთელები გასახდელისკენ მიდიოდნენ, ადგილობრივი პოლიციელები მათზე თავდასხმას შეეცადნენ. შეურაცხყოფა მიაყენეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსაც. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია.

ეს ყველაფრის პირველი ნაწილია. რაც შეეხება მეორე საკითხს - 22 წამი უბრალოდ გააქრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჩივარი ოფიციალურად შევიტანეთ, რადგან კალათბურთში ამხელა დრო მნიშვნელოვანია. ველით ფიბას პასუხს, გააუქმონ თამაში ან 4.5 წუთიდან შეხვედრა გაგრძელდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, უბრალოდ გამაოგნებელი იქნება.

ჩვენ აქ ჩამოვედით კალათბურთისგან სიამოვნების მისაღებად და არა საომრად. ასევე უცნაურია, მსგავს ქმედებას სჩადიოდნენ ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, როგორებიც თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე არიან. ეს დიდი სიურპრიზი იყო.

ტურნირის დატოვებაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, გამოსვლას უბრალოდ ვერ შევძლებთ. მსგავსი პრობლემები მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს, ვესაუბრე მონტენეგროს სამწვრთნელო შტაბსა და სერჯიო სკარიოლოს. თუ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულად დაცული არ იქნება, ვიფიქრებთ ევრობასკეტის დატოვებაზე.

alt"გასახდელში თავს 5 ადამიანი დაგვესხა" - კორკმაზის განცხადება



მკითხველის კომენტარები / 34 /
სანიკიძეეე რამე გააკეთე,თორემ დაგვსჯის ფიბა!!!!
!!!
05 სექტემბერი 2022 20:38
5
სანიკიძის გაკეთებული რამე საქმე არ გაუშვას რა. რისი გამკეთებელია:(((((((
ვიტია
06 სექტემბერი 2022 01:28
3
კაციშვილს თურქების გარდა ხმა არ ამოუღია და მაინცდამაინც ამათ ვერჩოდით? ეს არის მარცხის გადაფარვის და სხვაზე დაბრალების მცდელობა. უბრალოდ თუ რაიმე ხელჩასაჭიდი მიზეზი იპოვეს, ალბათ ევრობასკეტის დამთავრების შემდეგ დაგვაჯარიმებენ. უფრო ტრიბუნებიდან ბოთლების სროლაზე, რაც სამწუხაროდ კიდევ ვერ მოვიშალეთ.
????
05 სექტემბერი 2022 20:21
1
მართლა ეს თუ ქნეს არაფრის ღირსები არ ვართ, მართლა ღრუზინები რა.
ეეე
05 სექტემბერი 2022 20:20
44
ჩვენებმა უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადება. წაიკითხე და თავზე ნაცრის ყრას მოეშვი!
რატი
05 სექტემბერი 2022 21:42
0
გენაცვალე რატომ ხარ ისე განწყობილი, თითქოს გინდა მართალი იყოს ეგ თურქი. ეს რა თვითგვდმა და კომპლექსები გვჭირს, მზად ვართ ყველას დავუჯეროთ ქართველის გარდა...
ზურა
05 სექტემბერი 2022 20:59
0
ყველა გამოხმაურება
მოდით სიმართლე ვთქვათ,ამ ტურნირს მოუმზადებლები შევხვდით,ჯერ ეს სპორტის სასახლე ძლივს ააშენეს, ტანჯვა წამებით და მაინც არ გამოვიდა ნორმალური,სადმე ევროპაში გინახიათ საკალათბურთო დარბაზი სასაფლაოებთან?!
ბექა
05 სექტემბერი 2022 20:14
17
კი მარა 22 წამი მოიპარეს რას ნიშნავს, ასე იქნებ სხვა თამაშებშიც მოიპარეს და გადახედონ ყველაფერს.
რრრ
05 სექტემბერი 2022 20:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული