2022 წლის ევრობასკეტის ფინალში ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები ითამაშებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 16 სექტემბერს 2022 წლის ევრობასკეტის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა და 95:54 დაამარცხა.

გამარჯვებულთა მხრიდან გამორჩეული მატჩი ჩაატარა გერშონ იაბუსელემ, მადრიდის "რეალის" კალათბურთელმა 22 ქულა 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

პოლონელთაგან საუკეთესო ეიჯეი სლოტერი გახდა, გამთამაშებელმა 9 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

რაც შეეხება მეორე მატჩს, "ლა როხა" გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა დაძაბული გამოდგა, გერმანელები თითქმის 3 პერიოდის განმავლობაში წინ იყვნენ და უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ესპანელებმა მატჩის შემოტრიალება მოახერხეს და 96:91 იმარჯვეს.

"ლა როხადან" ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ლორენცო ბრაუნმა,
ყაზანის "უნიქსის" მოთამაშემ 29 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.

მასპინძელთა მხრიდან კი დენის შროდერმა გაიბრწყინა, "ლეიკერსის" ახალწვეულმა მოედანზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 30 ქულა, 1 მოხსნა და 8 ასისტის დაგროვება შეძლო.

შეგახსენებთ, ევრობასკეტის ფინალური დაპირისპირება 18 სექტემბერს, 22:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა დროს კალათბურთია, დაწერეთ ნეაპოლის 75 ნომერი ავტობუსის მძღოლი რას ეუბნებოდა, ხვიჩას შესახებ ბოლონიელ მგზავრს.
ბასკო
17 სექტემბერი 2022 16:29
2
ეპანეთი მოიგებს ამ ევრობასკეტს!!!
სოსო
17 სექტემბერი 2022 14:17
0
შეიძლება ითქვას, წლევანდელი ევრობასკეტი არის ერთერთი საუკეთესო რაც ჩატარებულა ადრე, მაღალი დონის კალათბურთ ვიხილეთ,სამწუხაროდ ჩვენმა ნაკრებმა ვერ აჩვენა კარგი კალათბურთი, რისი მიზეზია უმეტესი კალათბურთელების არასათანადო დონე, შენგელია უმაღლესი დონეა, მამუკელაშვილიც მაგარია და ფაქტია კარგ კალათბურთს ითამაშებს, ბითაძეს რაღაც აკლდა, შეიძლება ტრამვის ბრალი იყო, ანდრონიკაშვილი კარგია თუ სამქულიანების სროლას გაუმჯობესებს, შერმადინი ვერ ქაჩავს ძველებურად, სხვებზე ვერაფერს ვიტყვი
Nukri
17 სექტემბერი 2022 13:10
0
ესპანეთი,ესპანეთი,ესპანეთიიი!!!!
ლიზა
17 სექტემბერი 2022 15:50
0
ძმები ერნანგომესები სასწაული ბიჭები არიან❤️❤️
ნინო
17 სექტემბერი 2022 12:21
0
ძმები 14-41❤️
მარი
17 სექტემბერი 2022 16:13
0
ვგიჟდები ესპანელ ბიჭებზე
ანი
17 სექტემბერი 2022 13:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული