ესპანეთმა ევრობასკეტი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის ევრობასკეტი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა.

სერჯო სკარიოლოს შეგირდებმა ფინალში საფრანგეთი 88:76 დაამარცხეს.

"ლა როხას" მხრიდან ხუანჩო ერნანგომესმა 27 ქულა (7/9 სამქულიანი), 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ხუანჩოს მხარი ლორენსო ბრაუნმა აუბა, რომელმაც გუნდს 14 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ფრანგების შემაგენლობიდან ევან ფურნიემ 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ევრობასკეტის MVP ვილი ერნანგომესი გახდა, "ნიუ ორლეან პელიკანსის" ცენტრი ტურნირზე საშუალოდ 17.2 ქულას და 6.9 მოხსნას აგროვებდა.

ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატის მოგება
მეოთხედ შეძლო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგარია,თბილისური ჯგუფის გამარჯვებული ესპანეთი გახდა ევროპის ჩემპიონი,ვესწრებოდი მათ თამაშებს თბილისში და ორმაგად მიხარია!!!
ბექა
16:07 19-09-2022
0
რა მაგარი არენა აქვთ გერმანელებს:განათება,ინტერიერი,ეკრანები,გახმოვანება სასწაული, ჩვენ კი შეგვრჩა გიფსო კარდონის საკალათბურთო მოედანი!!!
გიორგი
14:23 19-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული