პირველ ორ მეოთხედში აბსოლუტურად თანაბარი თამაშის მიდიოდა. საწყის ათწუთეულში გაიბრწყინა ზორან დრაგიჩმა, რომლის ანგარიშზე 10 ქულა იყო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, მისი აქტიურობა სადღაც გაქრა და დარჩენილ სამ ათწუთეულში მხოლოდ 7 ქულა აიღო. სლოვენიაში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც თავის თავზე აიღებდა ლიდერობას.
რთული მომენტი იურე ზდოვცის შეგირდებს მაშინ დაუდგათ, როცა კრისტაპს იანიჩენოკსმა ლატვიელთა მიერ ზედიზედ შვიდი აცილებული სამქულიანის შემდეგ მოათავსა შორეული ტყორცნა
* * *
ალბათ, არავის სჯეროდა, რომ ბელგიის ნაკრები შეძლებდა საბერძნეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ედი კასტელსის შეგირდებდმა მოახერხეს პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა და მხოლოდ სამი ქულა წააგეს დიდი შესვენებისთვის.
მეორე ტაიმის ფოტის კაციკარისმა "მსუბუქი" ხუთეულით დაიწყო და ამ სვლამ გაამართლა. სამი მცველით მოთამაშე ბერძნებმა მოუმატეს მოედნის ორივე მხარეს და 21:3 გაქცევა მოაწყვეს. ბელგიამ ცხრა წუთის განმავლობაში თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდო. ფავორიტი საბოლოოდ მაშინ მოდუნდა, როცა იოანის ბურუსის სამქულიანის შემდეგ, სხვაობა 23 ქულამდე ავიდა.
* * *
გვარიანად შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე ესპანეთს ისევ გაუჭირდა, ამჯერად, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში ლიდერი 11-ჯერ შეიცვალა. მესამე მეოთხედის ბოლოსკენ პოლონეთი სამი ქულით ლიდერობდა, მაგრამ ნიკოლა მიროტიჩისგან "ენდ-ვანი" მიიღო და ბოლო მეოთხედის წინ, ანგარიში თანაბარი იყო - 55:55.
დაიწყო მეოთხე მეოთხედი, მასთან ერთად ესპანელების 17:2 სპურტი და პაუ გასოლის შოუ. თუ აქამდე "ჩიკაგო ბულზის" ცენტრი სამწამიანში აქტიურობდა, ამჯერად, სნაიპერის რანგში წარსდგა - შვიდიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და ამ ჩემპიონატზე მეორედ გადალახა 30-ქულიანი ზღვარი.
* * *
მერვედფინალურ ეტაპზე პირველი სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა საფრანგეთსა და თურქეთს შორის იყო. "ლურჯებმა" ისევ სუსტად დაიწყეს შეხვედრა და ჩააგდეს პირველი მეოთხედი. ცუდი მატჩი ჩაატარა ტონი პარკერმა, რომელმაც პირველი ქულები მხოლოდ მესამე მეოთხედში აიღო და სულ 5 ქულა დააგროვა. საფრანგეთი საჩემპიონო გუნდის შთაბეჭდილებას მაშინ ტოვებდა, როცა პარკერი მოედანზე არ იყო. სწორედ ამ დროს მოხდა გაქცევა, რომელმაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა მატჩის ბედი: მეორე მეოთხედის შუაში, 22:25-ზე მასპინძლებმა 14:0 სპურტი შეასრულეს და ახლოს აღარ მიიკარეს მეტოქე.
ფრანგებმა შესანიშნავი დაცვა ითამაშეს, რაზეც მეტყველებს 10 ჩაჭრა და 6 ბლოკი, გარდა ამისა, ვენსან კოლეს გუნდში რეზერვისტებმა 35 ქულა აიღეს, რაც სამჯერ მეტი იყო თურქების სათადარიგოების მონაგარზე.
ამ შეხვედრაში დამყარდა ევროპულ კალათბურთში ყველა დროის დასწრების რეკორდი. მატჩს 26 135 მაყურებელი დაესწრო. წინა რეკორდი 2014 წლის 26 მარტს იყო დაფიქსირებული, როცა სერბეთის "ბელგრად-არენაზე" 24 232 ფანი ესწრებოდ "ცრვენა ზვეზდასა" და "ბუდიველნიკის" შეხვედრას.
* * *
გუშინდელ სამ მერვედფინალში ბრძოლა არ ყოფილა: ჩეხეთმა, სერბეთმა და იტალიამ გაანადგურეს თავიანთი მეტოქეები. მოულოდნელი იყო ჩეხეთის ძალიან იოლი მოგება ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ. ველიმირ პერასოვიჩის შეგირდებმა 24 შეცდომა დაუშვეს, საიდანაც ჩეხებმა 36 ქულა გამოადნეს, თან დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშეს, რაზეც 11 ჩაჭრა მეტყველებს.
ჩეხეთის უპირატესობა მესამე მეოთხედში 30 ქულას აღწევდა, თუმცა ერთხელ ხორვატებმა 13 ქულამდე ჩამოიყვანეს ჩამორჩენა, თუმცა ეს მათი ბოლო გაბრძოლება აღმოჩნდა.
ფინეთმა კარგა ხანი აწვალა სერბეთი, მაგრამ ფავორიტმა მესამე მეოთხედში ზედიზედ 12 ტყორცნა ჩააგდო, მათ შორის, ოთხი სამქულიანი, რის შემდეგაც სერბების უპირატესობა 19 ქულამდე ავიდა.
რაც შეეხება იტალიას, ის მხოლოდ ერთხელ აგებდა ისრაელთან - 0:2. ამის შემდეგ, ლიდერი მატჩში მხოლოდ იტალია იყო, რომელმაც 30 ქულით გაიმარჯვა.
1/8 ფინალი
ლატვია-სლოვენია 73:66
20:20, 22:20, 13:12, 18:14
ლ: სტრელნიექსი (17+8 პასი+6 მოხსნა), ბერძინში (13+6 მოხსნა+5 დაფარება), ბერტანში (8), მეიერისი (8), ფრეიმანისი (8), იანიჩენოკსი (8), ტიმა (4+5 მოხსნა), ბლუმსი (4), მეიერსი (3).
ს: დრაგიჩი (17+3 ჩაჭრა), ბალაჟიჩი (9), ბლაჟიჩი (8+5 მოხსნა), პრეპელიჩი (7+7 მოხსნა+5 პასი), ომიჩი (7), კლობუჩარი (6), ზუპანი (5), სლოკარი (4), ნიკოლიჩი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (49.1/36.4), სამქულიანები (28.6/32), საჯარიმოები (78.9/83.3).
საბერძნეთი-ბელგია 75:54
16:15, 18:16, 23:11, 18:12
ს: ბურუსისი (14), კუფოსი (13+9 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (10+10 მოხსნა), პრინტეცისი (10), სლუკასი (8), სპანულისი (7+6 პასი), ზისისი (6), კალატესი (4+5 პასი), პერპეროგლუ (2), კაიმაკოგლუ (1).
ბ: ჟილე (14), ვან როსომი (13+5 მოხსნა), ლოიესკი (10), ტაბუ-ებომა (6), სალუმუ (5), ერველი (2+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტუმბა (2), ბოსკო (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (49.1/38.2), სამქულიანები (31.3/24.1), საჯარიმოები (66.7/55.6).
ესპანეთი-პოლონეთი 80:66
25:20, 16:19, 14:16, 25:11
ე: პ. გასოლი (30+7 მოხსნა+4 პასი), მიროტიჩი (15+8 მოხსნა), ლიული (12), როდრიგესი (8+5 პასი), კლავერი (5+6 მოხსნა), რიბასი (5), რეიესი (4+5 მოხსნა), ერნანგომესი (1).
პ: კულიგი (10+6 მოხსნა), პონიტკა (9), სლოტერი (9+6 პასი), ვაჩინსკი (9), გორტატი (9), კარნოვსკი (6), ზამოისკი (5), ცელი (5), სკიბნევსკი (2), ჩიჟი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50/43.5), სამქულიანები (42.3/27.8), საჯარიმოები (76.5/58.3).
საფრანგეთი-თურქეთი 76:53
17:18, 19:8, 23:14, 17:13
ს: დე კოლო (15+7 პასი+7 მოხსნა), ლოვერნი (12+9 მოხსნა), ფურნიე (12+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბატუმი (10+5 მოხსნა), გობერი (7), ჟელაბალი (6), პარკერი (5), დიაო (4+5 პასი), ჟეტე (4), კაუდი (1).
თ: ილიასოვა (14+10 მოხსნა), მუჰამედი (9+5 პასი), ალდემირი (7), ერდენი (7), ქორქმაზი (6), გიულერი (5), ოსმანი (5+7 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.6/32.2), სამქულიანები (44/23.1), საჯარიმოები (55.6/64.3).
ხორვატია-ჩეხეთი 59:80
13:20, 18:28, 12:17, 16:15
ხ: ბოგდანოვიჩი (12), უკიჩი (10+5 პასი), ჰეზონია (10+9 მოხსნა), სიმონი (9), სტიპჩევიჩი (8), შარიჩი (4+8 მოხსნა), ბილანი (4), ჟორიჩი (2).
ჩ: ვესელი (20+13 მოხსნა), იელინეკი (13), შილბი (12), ბენდა (11), სატორანსკი (10+11 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), აუდა (9), ბარტონი (3), ველში (2+8 პასი).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (37/50), სამქულიანები (33.3/41.2), საჯარიმოები (85.7/69.2).
სერბეთი-ფინეთი 94:81
23:24, 25:19, 23:21, 23:17
ს: რადულიცა (27), ბიელიცა (19+14 მოხსნა), ერცეგი (13+6 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (10), ტეოდოშიჩი (8+9 პასი), სიმონოვიჩი (6), კალინიჩი (5), ნედოვიჩი (4+5 პასი), მილოსავლევიჩი (2), მარკოვიჩი (0+5 პასი).
ფ: სალინი (26), უილსონი (15), მერფი (12+8 მოხსნა), კოპონენი (11), კოტი (7+7 მოხსნა), ჰაფი (6), ლი (2), ნუუტინენი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (59.3/40.5), სამქულიანები (39.1/30.8), საჯარიმოები (83.3/69.2).
ისრაელი-იტალია 52:82
13:22, 17:18, 9:28, 13:14
ი: მეკელი (20+5 მოხსნა), ელიაჰუ (12), კასპი (8+6 მოხსნა), ფიშერი (5), კადირი (4), ოჰაიონი (2), დოუსონი (1).
ი: ჯენტილე (27+5 მოხსნა), ბელინელი (14), დელა ვალე (8), ბარნიანი (7), გალინარი (6), ჰეკეტი (6), მელი (5+7 მოხსნა), ჩინჩარინი (3+5 პასი), კუზინი (2+5 მოხსნა), არადორი (2), პოლონარა (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (37.5/40.8), სამქულიანები (37.5/36.7), საჯარიმოები (63.6/76.5).
ლიტვა-საქართველო 85:81
1/4 ფინალი
15 სექტემბერი
ესპანეთი-საბერძნეთი (20:30)
საფრანგეთი-ლატვია (23:00)
16 სექტემბერი
სერბეთი-ჩეხეთი (20:30)
იტალია-ლიტვა (23:00)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"