ფარის მხეცი - ესპანური "ვაველის" პუბლიკაცია გიორგი შერმადინზე

AutoSharing Option
ესპანურმა გამოცემა "ვაველმა" საქართველოს ნაკრებისა და "უნიკახას" ცენტრ გიორგი შერმადინს საინტერესო პუბლიკაცია მიუძღვნა. გთავაზობთ მის თარგმანს.

"გიორგი შერმადინი გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრად დასახელდა. იგი ამ ზაფხულს "ანდორადან" "მალაგაში" გადავიდა და ახალ კლუბთან ეცდება საუკეთესოობის დამტკიცებას. ეს იყო ესპანური ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრანსფერი.

28 წლის, 216 სმ სიმაღლის ცენტრი მალაგის "უნიკახაში" საკმარისი გამოცდილებითა და საუკეთესო კონდიციებით მივიდა. მას ზურგს უმაგრებს კარგი სეზონი "ანდორაში", სადაც საშუალოდ 15.3 ქულასა და 7.6 მოხსნას აგროვებდა 25,8 წუთში.

სიმაღლის მიუხედავად, იგი მშვენივრად გადაადგილდება
მოედანზე, კარგი კოორდინაცია აქვს, იცის, როგორ გამოიყენოს თავისი ტანი, რასაც ბევრი ტანმაღალი ცენტრი ვერ ახერხებს. იგი ხშირად იგებს პოზიციას, რაც ძალიან ეხმარება შეტევების შედეგიანად დასრულებაში. სწრაფია და შეუძლია ნებისმიერი მხრიდან ჩაგდება, რაც ყოველთვის საფიქრალში აგდებს შერმადინის დამცველებს.

დაფარებისა თუ მოხსნის შემდეგ კარგად გადადის შეტევაში. მოხსნებისთვისასაც მშვენივრად იბრძვის. შესაძლოა, ბევრ ცენტრს არ მოეთხოვება მაღალი სიზუსტით საჯარიმოების ტყორცნა, მაგრამ როდესაც თავისუფალ სროლებში კარგი ხარ, შენი ფასიც მატულობს. შერმადინი კი 80-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნის საჯარიმოებს. ცხადია, ჯარიმებსაც ხშირად გამოიმუშავებს. შეიძლება ითქვას, რომ გიორგი "ძველი კონტინენტის" ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია.

ეჭვგარეშეა, იგი მწვრთნელის, ჟოან პლაზას სქემებში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება. "ანდორაში" თამაში მასზე ეწყობოდა და გუნდიც დიდ სარგებელს იღებდა. "უნიკახას" ხელმძღვანელობასაც სჯერა გიორგის. ქართველი ცენტრის დამატებამ მალაგელებს საშუალება მისცა, იოლად შელეოდნენ დეიან მუსლის. კატალონიელ მწვრთნელს სჯერა, რომ ვინი ოკოუო კარგად შეცვლის შერმადინს; ასევე სასარგებლო იქნება შედარებით ტანდაბალი, თუმცა მოძრავი ჯეიმს აუგუსტინი.

ევროპული გამოცდილება
გიორგი შერმადინმა პროფესიონალი კალათბურთელის კარიერა 16 წლის ასაკში თბილისის "მაქაბიში" დაიწყო. ასაკის მიუხედავად, ძალიან სასარგებლო იყო: 28.5 ქულასა და 14.7 მოხსნას აგროვებდა. ნამდვილი მხეცი იყო. მომდევნო სეზონში ქართულ ლიგაში ვერავინ აჩერებდა: 35.1 ქულა, 16.4 მოხსნა, 4.7 პასი, 4.4 დაფარება.

ასეთი სტატისტიკით გიორგიმ არაერთი წამყვანი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. სატრანსფერო ომში გაიმარჯვა საბერძნეთის "პანათინაიკოსმა" და 2008 წელს შერმადინი ათენში გადავიდა. შემდეგ იყო სლოვენია, იტალია, ისრაელი და ისევ საბერძნეთი, ოღონდ ამჯერად "ოლიმპიაკოსი", რომელთან ერთადაც ევროლიგა მოიგო.

მოგვიანებით გიორგი ესპანეთში გადმოვიდა და ვიქტორ სანიკიძესთან ერთად "სარაგოსაში" შეუჩერებელი დუეტი შექმნა. გასულ სეზონში კი, როგორც მოგახსენეთ, "ანდორას" ღირსებას იცავდა და საქართველოდან წამოსვლის შემდეგ საუკეთესო სეზონი ჰქონდა. წლეულს გაცილებით ძლიერ კლუბში, გაცილებით მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად გადავიდა."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
...და სად იყო ეს მხეცი ,,ევრობასკეტის" დროს? გალიაში?
reaqtori
28 სექტემბერი 2017 10:12
4
აშკარად მეტი დრო უნდა მიეცად გიოსთვის ევრობასკეტზე. დავიჯერო ზუროსმა არ იცის რომ კარგი შავი სამუშაოს შემსრულებელი? თუნდაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში არ შეიძლება გუნდის ლიდერად აქციო და დააკისრო ის რისგანაც ძალიან შორსაა კლუბში. კი, ზაზა ძალიან მიყვარს და ერთ ერთი ყველაზე დიდი სპორცმენია ქართული საერთოდ სპორტის ისტორიაში, თუმცა ლიდერს გარდა სულიერი სიძლიერისა სხვა თვისებებიც უნდა ქონდეს მოედანზე. დაახლოებით ის რაც თოკოს აქვს.
GEO
29 სექტემბერი 2017 09:49
0
სად იყო და სკამზე იჯდა ფაჩულიას გადამკიდე! არადა ზაზამ რამდენჯერ ჩაამლაშა ევრობასკეტზე თამაში,და როცა შერმადინი შედიოდა მოედანზე ნაკრებს ეგრევე ეტყობოდა წინსვლა. რას იზავ ეგრეა:როცა გოლდენსტეინის მოთამააშე ხარ, შენ უფრო გენდობიან! ამ დროს ფაჩულიას შერმადინის ნახევარიც არ გაუკეტებია ამ ევრობასკეტზე! მე ეხლაც ვამტკიცებ: ევრობასკეტამდე გრანდებს როგორებიც არიან ლიტვა, საბერძნეთი და სერბეთი, იმიტომ მოვუგეთ რომ ფაჩულია არ გვყავდა და შერმადინმა თავის თავზე აიღო თამაში, შედეგიც სახეზე იყო!!!!
goga
28 სექტემბერი 2017 12:32
2
შენ გაიხარე გიო!წარმატებები!
888
28 სექტემბერი 2017 10:04
0
ზალიან დიდი იმედი მაქვს გიორგისი,ერთს ვურჩევ მხოლოდ,იქნებ მაჯების გაძლიერებაზე იმუშაოს.როდესაც გიორგი შედის ფარქვეშ და მასზე ჯარიმდებიან,ჩვეულებრივ ბურთზე კონტროლს ჰკარგავს და ბურთს ვერ აგდებს,არადა შეიძლება ჩააგდოს და ზედ ჯარიმაც მიაყოლოს.ეს კი მხოლოდ ძლიერი მაჯის პირობებში მოხერხდება.შეიძლება სწორად არ ვფიქრობ,მაგრამ მასეთ შემთხვევაში ვფიქრობ გამოსავალი ეგ იქნებოდა.
სოსო
27 სექტემბერი 2017 20:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული